კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა

access_time2020-05-30 13:00:33

ფრანგ მეცნიერთა ერთი მცირე ჯგუფის ჰიპოთეზა, თითქოს თამბაქოს მოწევა შეიძლება ადამიანს ახალი კორონავირუსისგან იცავდეს, მალევე გაბათილდა. მას თავისთავად ბევრი ლიმიტი გააჩნდა და კრიტიკას ვერ უძლებდა. თუმცა, ამ საკითხზე არცერთ სხვა კვლევას, ან პუბლიკაციას, რომელიც პირველად მონაცემებს უარყოფდა, მსგავსი რეზონანსი არ მოჰყოლია, არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე, არც შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის განმარტებაზე და არც თავად საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.

რუბრიკაში „გალილეო“ დღეს უახლეს კვლევას გაგაცნობთ თამბაქოს მოწევას და კოვიდ-19-ს შორის არსებულ კავშირზე, რომლის ავტორები ნიუ-იორკელი მეცნიერები არიან. ქოლდ-სპრინგის ლაბორატორიის მკვლევარები (Cold Spring Harbor Laboratory) შეეცადნენ დაედგინათ, თუ რატომ არიან მწეველები უფრო მგრძნობიარე სხვადასხვა ინფექციების მიმართ, კერძოდ - ვირუსის სარს-კოვ-2-სადმი, რომელიც იწვევს კოვიდ-19-ს.

როგორც ცნობილია, ადამიანთა უმრავლესობას ახალი კორონავირუსი ისე ემართება, რომ სიმპტომებს ან საერთოდ ვერ გრძნობს, ან ის იოლი ფორმით გადააქვს. თუმცა, იმუნოდეპრესირებულები, ხანდაზმულები, კაცები, ჭარბწონიანები, მწეველები - ეს ადამიანთა ის ჯგუფებია, რომლებშიც კოვიდ-19-ის გართულებების რისკი მაღალი რჩება.

ნიუ-იორკში, ქოლდ-სპრინგის ლაბორატორიაში ჩატარებულ კვლევას ხელმძღვანელობდნენ ჯეისონ შელცზერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი და ჯოან სმიტი, ინჟინერი კომპანიაში „გუგლი“. ვინაიდან პანდემიის გამო, ლონგ-აილენდზე მდებარე ამ ლაბორატორიის სამეცნიერო სამუშაოების უდიდესი უდიდესი ნაწილი შეჩერებული იყო, მათ გადაწყვიტეს, უკვე გამოქვეყნებული მონაცემები შეესწავლათ და გაეანალიზებინათ.

მეცნიერებს აინტერესებდათ ეპოვათ ის მთავარი მახასიათებელი, რაც მწეველს გაცილებით მგრძნობიარეს ხდის ახალი კორონავირუსით ინფიცირების მიმართ. „დავიწყეთ ყველა მონაცემის შეგროვება, რაც კი მოიპოვებოდა“ - წერს შელცზერი ლაბორატორიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

მისი ჯგუფი ფილტვებში გენების აქტოვობას სწავლობდა და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, ორივე სქესში, მწეველებში და არამწეველებში მიღებულ შედეგებს, ერთმანეთს ადარებდა. „როცა ყველაფერს თავი მოვუყარეთ და ანალიზი დავიწყეთ, შევნიშნეთ, რომ როგორც თაგვებში, რომლებსაც თამბაქოს ასუნთქებდნენ, ისე მწეველ ადამიანებში, გაზრდილი რაოდენობით იყო ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტი 2 (ACE2)“ - აღნიშნავს მეცნიერი.

ეს სწორედ ის ცილაა, რომელსაც ახალი კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმის უჯრედებში შესაღწევად იყენებს. როგორც ირკვევა, სიგარეტის მოწევა ფილტვებში ზუსტად ამ ცილის წარმოქმნას ასტიმულირებს და შესაბამისად, გამოდის, რომ ვირუსს საკუთარი ორგანიზმის ინფიცირებაში ეხმარება.


გასაოცრად დიდი იყო თამბაქოს კვამლის გავლენა, აღნიშნავს ჯეისონ შელცზერი. თუმცა, მისი თქმით, კვლევის მონაცემებმა ისიც აჩვენა, რომ ამ ცილის გაზრდილი რაოდენობა ფილტვებში დროებითია და პროცესი შეუქცევადი არ არის: როცა პაციენტი მოწევას თავს ანებებს, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტი 2-ის რაოდენობა რეგულირდება და ხშირად არამწეველის რაოდენობას უტოლდება. მეცნიერთა ვარაუდით, თუ მწეველი თამბაქოს მიღებას შეწყვეტს, ახალი კორონავირუსის მწვავე ფორმით ინფიცირების რისკიც შემცირდება.

„მწეველებს, არამწეველებთან შედარებით, კოვიდ-19-ის მწვავე ფორმით დაავადება უფრო მეტად ემუქრებათ“ - ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 11 მაისს გამოქვეყნებული განცხადება. ამ დასკვნამდე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები არსებული კვლევების შეჯამების საფუძველზე მივიდნენ.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს მკვლევარებს, მეცნიერებს და მედიას, ფრთხილად იყვნენ და ზედმეტად ნუ გააშუქებენ მოსაზრებას, თითქოს თამბაქო ან ნიკოტინი კოვიდ-19-ის რისკებს ამცირებს“ - ნათქვამია გაეროს ჯანდაცვის წამყვანი ორგანიზაციის ვებგვერდზე, რადგან ამ მოსაზრების დამადასტურებელი ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

ორგანიზაციის განმარტებით, კოვიდ-19 ინფექციური დაავადებაა, რომელსაც მთავარი შეტევა ფილტვებზე მიაქვს. მოწევა კი ფილტვების ფუქნციებს აზიანებს, რაც კორონავირუსთან ბრძოლას აფერხებს.

ამას გარდა, მოწევა ბევრი სხვა არაგადამდები დაავადების რისკფაქტორია, როგორიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, რესპირატორული დაავადებები და დიაბეტი, რომლებიც თავისთავად არიან კოვიდ-19-ის გართულებების უფრო მაღალი რისკის ჯგუფში. „არსებული კვლევები მიუთითებს, რომ მწეველები მწვავე დაავადების და სიკვდილობის უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან“ - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც გამუდმებით, რეალურ დროში აჯამებს ახალი სამეცნიერო ნაშრომების შედეგებს.

ნიუ-იორკის მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევა დაფინანსებულია შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის, კიბოს ამერიკული საზოგადოების და ნიუ-იორკის საზოგადოებრივი ფონდის მიერ. ნაშრომი 16 მაისს გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Developmental Cell. ჯეისონ შელცზერის და ჯოან სმიტის გარდა, კვლევის თანაავტორები არიან: ერინ სოსვილი, ვიშრუთ გირიში, მონე ლუ იანი, ანანდ ვასუდევანი და კრისტენ ჯონი.


ამერიკის ხმა 

თეგები:
მოწევა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up