“კავკასუს ონლაინის” საცალო სეგმენტის გასხვისების მიზეზად 86$ მილიონიანი ვალი დასახელდა

“კავკასუს ონლაინის” საცალო სეგმენტის გასხვისების მიზეზად 86$ მილიონიანი ვალი დასახელდა

person access_time2016-02-16 15:00:31

„მობილტელი“ „ბილაინის“ მფლობელი კომპანია, „კავკასუს ონლაინის“ საცალო ბაზრის სეგმენტის შეძენას გეგმავს. 9 თებერვალს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შეხვედრა გაიმართა, რომელიც “მობიტელის” (“ბილაინის”) მიერ “კავკასუს ონლაინის” საცალო სეგმენტის შეძენას ეხებოდა. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, საცალო სეგმენტის გასხვისების მიზეზად “კავკასუს ონლაინის” 86$ მილიონიანი (210 მილიონი ლარი) ვალი სახელდება.

 

მარეგულირებელი კომისიის განცხადებით „მობილტელს“ სრულყოფილად არ ჰქონდა წარმოდგენილი შესაბამისი მონაცემები, შედეგად „კავკასუს ონლაინის“ საცალო ბაზრის შეძენაზე გადაწყვეტილება გადაიდო. კომპანიამ მარეგულირებელს შესაბამისი დოკუმენტაცია სამი კვირის ვადაში უნდა წარუდგინოს.


ხელშეკრულების მიხედვით “კავკასუს ონლაინის” საცალო ბაზრის გასხვისების შესახებ განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში რუსულმა კომპანია “მობიტელმა” 210 მილიონი ლარის ვალდებულება 2032 წლამდე უნდა დაფაროს.


„მობილტელის“ მიერ „კავკასუს ონლაინის“ შეძენაზე საუბარი უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. აქვე აღსანიშნავია, რომ დღესათვის საუბარი ეხება მხოლოდ საცალო ბაზრის სეგმენტის შეძენას ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელზე მოლაპარაკებები არ მინდინარეობს. ცოტა ხნის წინ, ეს თემა აქტუალური პოლიტიკოსებისთვისაც გახდა საინტერესო. რამდენიმე ოპოზიციური პარტია ამ გარიგებაში ქვეყნის უსაფრთხოებისათვის საშიშ ნიშნებს ხედავს.

 

“შესაძლებელია ამ წუთას არ მიდის მოლაპარაკებები მაგისტრალის გასხვისებაზე, თუმცა ეს საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. შემიძლია ხაზგასმით გითხრათ დადასტურებული ინფორმაცია, რომ “მობიტელის” დაინტერესება საცალო ბაზარზე მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიამ მაგისტრალური საკაბელო ინფრასტრუქტურის შესყიდვის თაობაზე მიიღო შეთავაზება. მიუხედავად იმისა, რომ „ბილაინი“ დიდი ხანია ფუნქციონირებს, ახლა მობილურთან ერთად ეს კომპანია ინტერნეტკომუნიკაციებშიც შემოვა და მომხმარებელი უფრო მეტად დაუცველი გახდება”, – განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა.


 

საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე „კაუკასუს ონლაინის“ შეძენას „მაგთიკომი“ აპირებდა და ამ საკითხზე კომპანიებს შორის მოლაპარაკებები ფინალურ ფაზაში ჩაიშალა. „მაგთის“ უკვე მიღებული აქვს მარეგულირებელი კომისიისგან თანხმობა „კაუკასუს ონლაინის“ აქტივის შეძენის თაობაზე. „მაგთიკომის“ იურისტის დავით ძიძიგურის თქმით, მოლაპარკებების შეწყვეტის მიზეზი “ასტრონომიული თანხაა“, რომელიც “კავკასუს ონლაინმა” ტრანზაქციის სანაცვლოდ მოითხოვა.


აღსანიშნავია, რომ „მობილტელისა“ და „კავკასუს ონლაინის“ გარიგებაში რუსულ საფრთხეზე პირველად სწორედ „მაგთიკომის“ პრეზიდენტი დევიდ ლი ალაპარაკდა. მისი თქმით საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ  ვის ხელშია ინფორმაციის წყარო. დევიდ ლისვე განმარტებით, ინტერნეტი დღეს ნაციონალური უსაფრთხოების ფუნდამენტური ნაწილია – „ინტერნეტი არა მხოლოდ შესაძლებლობაა ეკონომიკური და დემოკრატიული პროგრესისთვის, არამედ იარაღია. ამიტომ ნათელი უნდა იყოს ვინ ფლობს ინტერნეტს ქვეყანაში”.


კომუნიკაციების ბაზარზე კომპანიების შერწყმის სურვილის შემთხვევაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უნდა განიხილოს ეს გარიგება და თუ ამით არ ფერხდება ბაზარზე კონკურენცია კანონმდებლობის შესაბამისად ფირმებს ამის ნებართვა მისცეს. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, კომისიამ გარიგებას ვეტო დაადოს იმის გამო, რომ „მობილტელი“ რუსული კომპანიაა.


“ჩვენი მოვალეობაა მოვიკვლიოთ მონოპოლიის საფრთხე და უზრუნველვყოთ კონკურენტული ბაზრის არსებობა. კომისია ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას იმ საკითხზე, რაც მის უფლებამოსილებაში არ შედის. ქვეყნის უსაფრთხოება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცდება. არ არის ეს ის ადგილი, სადაც რუსეთის ინტერვენცია შეიძლება განვიხილოთ”, – აღნიშნავს მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი წევრი, გიორგი ფრუიძე.

 

საინტერესო ფაქტია, რომ “კავკასუს ონლაინის” სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელია ხვიჩა მაქაცარია, რომელიც ამავდროულად “მობიტელის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა სიაშიცაა.

 

ბოლოს კი უნდა აღნიშნიშნოს, “კავკასუს ონლაინის” ყოფილი მფლობელი მამია სანადირაძე სასამართლოში ჩივის და კომპანიის უკან დაბრუნებას ითხოვს, მისი თქმით ფირმა წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ძალით დაათმობინეს. არაა გამორიცხული, რომ სწორედ ის ფაქტი, რომ „კავკასუსი“ კვლავ სადავო აქტივია უბიძგებს მის ახლანდელ მფლობელებს აქტიურად ეძებონ  კომპანიის მყიდველი.




ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები
access_time2019-11-21 17:00:42
ტექნიკის მაღაზიების შემდეგ მომხმარებელს შიდა განვადებას ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც სთავაზობს.თუმცა, ერთი განსხვავებით - ჰიპერმარკეტის განვადების პერიოდი მხოლოდ 3 თვეს მოიცავს. თანაც, მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა. Carrefour-ის სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან იწყება. თუმცა შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და ის მხოლოდ 90 დღით განისაზღვრება,...

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება
access_time2019-11-21 20:30:48
ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი და ლუქსემბურგის კოალიციური მთავრობა აცხადებენ, რომ ისინი მატარებლებზე ტრამვაისა და ავტობუსებზე ტარიფებს შემდეგი წლის ზაფხულიდან გააუქმებენ. სამსახურისკენ რამდენიმე საათიანი მგზავრობებისა  და ჰაერის დაბინძურების გათვალიწინებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ახალი ნაბიჯი საცობების სიმრავლით მსოფლიოში ცნობილ ლუქსემბურგს მეტად...

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა
access_time2019-11-21 15:15:38
დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი...

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა
access_time2019-11-21 16:00:56
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თავზე საავდროდაა მოღრუბლული. კანონმდებლობით სებ-ისთვის განსაზღვრულ მთავარ ამოცანას, - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას, ანუ ინფლაციის მაჩვენებლის მართვას ისე, რომ ეს უკანასკნელი თარგეთირებულ, ანუ ნაპროგნოზებ, ანუ მიზნად დასახულ დონეს არ გასცდეს, ეროვნული ბანკი ვეღარ ახერხებს და რაც უარესია, განცდა იმისა, რომ სიტუაციას მართავს და მას უახლოეს ხანში გამოასწორებს, არ...


მსგავსი სიახლეები

up