„კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორის განცხადება

„კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორის განცხადება

access_time2022-01-20 15:00:24

„კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი რევაზ კოპალაძე კომპანია „მაგთიკომის“ დამფუძნებელს გია ჯოხთაბერიძეს პასუხობს და შავი ზღვის წყალქვეშა საკაბელო სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:


„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც გამოიწვია გასული წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ბატონი გია ჯოხთაბერიძის გამოსვლისას, კომპანია „კავკასუს ონლაინის“ მისამართით ნათქვამმა ინფორმაციამ, საქართველოში ინტერნეტ მომხმარებელთა ინფორმირების მიზნით, მსურს გავაკეთო განმარტება „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი შავი ზღვის წყალქვეშა საკაბელო სისტემისგამოყენებასთან დაკავშირებით. 


მოგეხსენებათ, შავი ზღვის სისტემა დაიგეგმა და განხორციელდა შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ 2000-იან წლებში, სწორედ ჩვენი კომპანიის დაკვეთით განახორციელა აშშ-ში რეგისტრირებულმა და მოქმედმა კომპანიამ „ტაიკო ტელექომუნიქეიშენს“ (ამჟამად საბკომი) საქართველოსა და ბულგარეთს შორის შავის ზღვის ფსკერზე თანამედროვე ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო სისტემის მშენებლობა, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 2008 წლის ნოემბერში.


შავი ზღვის სისტემა შეიქმნა საქართველოში სატელეკომუნიკაციო სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სატელეკომუნიკაციო დამოუკიდებლობის, მომხმარებელთა უსაფრთხოებისა და სერვისის მაღალი ხარისხის უზრუნელსაყოფად. 2008 წლამდე მომხმარებლები საქართველოში ინტერნეტ მომსახურებას იღებდნენ მხოლოდ რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის მეშვეობით, ხოლო საქართველოში მოქმედი ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერები იძულებული იყვნენ გადაეხადათ არაკონკურენტული, მაღალი ფასი ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დასაკავშირებლად და ამავდროულად არ ჰქონდათ შესაძლებლობა პასუხისმგებლობა აეღოთ მომსახურების მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებაზე.



შავი ზღვის სისტემამ საქართველოში და კავკასიის რეგიონში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული ვითარება რადიკალურად შეცვალა: ევროპასთან დამაკავშირებელმა ნეიტრალურმა და თანამედროვე შავი ზღვის სისტემამ შექმნა ჯანსაღი კონკურენტული გარემო, საბითუმო ინტერნეტის ფასები შემცირდა რამდენიმეჯერ და საერთაშორისო დინამიკასა და ბაზრის მოთხოვნებს დაექვემდებარა, მომსახურების ხარისხი (სიჩქარე, შეყოვნება, დაზიანების სიხშირე, და სხვა) მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და მომხმარებლებს, მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებებს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის საშუალება მიეცათ.


გვეამაყება, რომ შავი ზღვის სისტემა, ექსპლუატაციაში შესვლის მომენტიდან 2021 წლის 1 ნოემბრამდე, უწყვეტად ემსახურებოდა საქართველოში ინტერნეტ მომხმარებელთა უმრავლესობას. მათ შორის საკუთრივ ჩვენი კომპანია იყენებდა შავი ზღვის სისტემას როდესაც საცალო მომსახურების ბაზარზე ოპერირებდა, ხოლო 2016 წლიდან შპს „მაგთიკომმა“ განაგრძო მომხმარებელთა ინტერნეტ მომსახურება იგივე ინფრასტრუქტურით. წელს შემოდგომაზე შპს „მაგთიკომმა“ არჩია არ გაეგრძელებინა ურთიერთობა ჩვენს კომპანიასთან და შესაბამისად, 2021 წლის 1 ნოემრიდან შპს „მაგთიკომი“ მომხმარებლებისათვის ინტერნეტ მომსახურების მიწოდებას შავი ზღვის სისტემის გამოყენებით აღარ ახორციელებს.


ჩვენი კომპანია მუდმივად ზრუნავს კლიენტებზე და ზოგადად საქართველოში ინტერნეტ მომხმარებლებზე. რეგულარულად ვთავაზობთ კლიენტებს განახლებულ პირობებს, ფასდაკლებებს, ხარისხისა და უსაფრთხოების მზარდი მოთხოვნების საპასუხო მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, საბოლოოდ კლიენტი თვითონ იღებს მისთვის სასურველ გადაწყვეტილებას და ირჩევს პარტნიორულ ურთიერთობას. ჩვენც, ბუნებრივია პატივს ვცემთ ყველა კლიენტის გადაწყვეტილებას, და წარმატებას ვუსურვებთ მათ, და განვაგრძობთ ზრუნვას საქართველოში ინტერნეტ მომსახურების ბაზრის განვითარებაზე.


საყურადღებოა, რომ 2021 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით შავი ზღვის სისტემის გამოყენებით საქართველოში ინტერნეტ მომსახურებას აღარ იღებს მომხმარებელთა (როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები) უმრავლესობა. ეს ხდება იმ ვითარებაში, როდესაც ინტერნეტ მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით იგივე შავი ზღვის სისტემის მიმართ მეზობელი ქვეყნების ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერებისა და მათი მომხმარებელთა ინტერესები უწყვეტად მზარდია, ხოლო ჩვენს მიერ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ შეთავაზებული მომსახურების ფასები და პირობები კი კონკურენტული.


2008 წელს სწორედ მომხმარებელთა მაღალმა ცნობიერებამ და გააზრებულმა მოთხოვნამ, მიეღოთ მაღალი ხარისხის ინტერნეტ მომსახურება თანამედროვე, ნეიტრალური და უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მეშვეობით, განაპირობა შავი ზღვის სისტემის შექმნა და პოპულარობა. გვწამს, რომ დღესაც უცვლელია მომხმარებელთა ინტერესი, საჭიროება და მოთხოვნა მიიღონ ინტერნეტ მომსახურება მაღალი ხარისხისა და უსაფრთხოების რეალური გარანტიებით. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამის გათვალისწინებით საქართველოში არსებული ინტერნეტ პროვაიდერები პრიორიტეტულად მიიჩნევენ შავი ზღვის სისტემით სარგებლობას“.


(NS)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up