კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში 20 მილიონი ლარის ღირებულების საგანმანათლებლო სივრცეს აშენებს

კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში 20 მილიონი ლარის ღირებულების საგანმანათლებლო სივრცეს აშენებს

access_time2020-10-30 17:00:34

ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის და სკოლის მშენებლობა დაიწყო, ორივე მათგანი თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნითა და  საცურაო აუზით იქნება აღჭურვილი. კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის საგანმანათლებლო სივრცეში სტუდენტების საერთო საცხოვრებლის აშენებაც იგეგმება, რომელიც დაახლოებით 1500 საერთაშორისო და ადგილობრივ სტუდენტზე და 800 -მდე საშუალო სკოლის მოსწავლეზე იქნება გათვლილი. ინვესტიციის ღირებულება 20 მილიონი ლარია.

 


         არქიტექტურული სტუდია ქომ ჰაივი . ©. 2020


დამატებითი დეტალების გასაკვევად „კომერსანტი“ კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებელს და პრეზიდენტს კახა შენგელიას დაუკავშირდა. ირკვევა, რომ შენგენელია ახალ უნივერსიტეტში მიმართულებებს ამატებს. ბათუმის კამპუსში სტუდენტები საზღვაო საქმეს და კულინარიას შეისწავლიან.

 


„ბათუმის კამპუსი გამორჩეული იქნება ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით, ასევე დაემატება ახალი მიმართულებები, ესენია საზღვაო საქმე და კულინარიის აკადემია. კამპუსი როგორც ადგილობრივ ასევე ბევრ საერთაშორისო სტუდენტზე იქნება გათვლილი. ბათუმის საგანმანათლებლო სივრცის ინვესტიცია 20 მილიონ ლარს შეადგენს.“ -  აღნიშნავს კახა შენგელია.

 

კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში საგანმანათლებლო პროგრამებს 2010 წლიდან სამართლის, ტურიზმის და ეკონომიკის მიმართულებით ახორციელებს. ბათუმის საგანმანათლებლო სივრცის მშენებლობა 2019 წელს აჭარის მთავრობის  ხელშეწყობით დაიგეგმა. როგორც კახა შენგელიამ „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა,  კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის საგანმანათლებლო სივრცის მშენებლობა 2022 წლის ბოლომდე დასრულდება და 2023 წლის სექტემბერში მოსწავლეების და სტუდენტების პირველი ნაკადის მიღებას შეძლებს.

 

კავკასიის უნივესიტეტის დამუძნებელმა ჩვენთან  სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კავკასიის უნივერსიტეტი განვითარებას განაგრძობს და სამომავლოდ საგანმანათლებლო სივრცის დამატებას გურჯაანშიც გეგმავს.


კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის კამპუსის პროექტზე საპროექტო სტუდია „ქომ გაივ“ -მა იმუშავა, პროექტის არქიტექტურა და დიზაინი კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს მარიტა ჭანჭალეიშვილს ეკუთვნის. კამპუსის მშენებლობას სამშენებლო კომპანია „დომსონი“ განახორციელებს, რომლის დამფუძნებელი ასევე კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ლევან ვადაქარიაა.


თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up