კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, გრანთ თორნთონის საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელმა - ქეთევან ღამბაშიძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: "ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებების გამოყენება და მნიშვნელობა საერთაშორისო დაბეგვრის პრაქტიკაში".
ქეთევან ღამბაშიძე MBA, PhD(c) - არის სერტიფიცირებული აუდიტორი, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ რეგისტრირებული აუდიტორი. აქვს 17 წლიანი გამოცდილება საგადასახადო დაბეგვრაში, ბუღალტერიაში, საგადასახადო დავებში, აუდიტში, მენეჯმენტ კონსალტინგში, ფინანსურ მენეჯმენტში და კონტროლში.
ტრენერმა ისაუბრა ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებების სამართლებრივ ჩარჩოზე, ხელშეკრულებების მნიშნელობასა და როლზე სახელმწიფოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვის განვითარებაში. განხილული იქნა ასევე შეთანხმებების საერთაშორისო პრაქტიკაში გამოყენების საკითხი და რიგი მნიშვნელვანი მუხლები და პრაქტიკული მაგალითები.
(R)