კავკასიის ბუნების ფონდსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა

კავკასიის ბუნების ფონდსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა

access_time2021-06-11 11:10:00

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.


ხელშეკრულებებს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა, თობიას მიუნხმაიერმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა მოაწერეს.



„დაცული ტერიტორიების სააგენტო მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობს კავკასიის ბუნების ფონდთან; სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში მოეწერა ხელი 2 ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს, ყველა ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, ასევე მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაუზრდის მოტივაციას ჩვენს თანამშრომლებს და, ამავე დროს, ხელს შეუწყობს მათ კეთილდღეობას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.



თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, შემდეგი ერთი წლის განმავლობაში, სახელფასო დანამატს მიიღებს დაცული ტერიტორიების სისტემაში შემავალი ტერიტორიული ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი.




„მოხარული ვარ, რომ ხელი მოვაწერეთ ამ ორ უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას. გრანტი, რომელსაც ჩვენ გავცემთ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის, ემსახურება რეინჯერების მოტივაციის ამაღლებას და მათ მხარდაჭერას, უნიკალური ბუნების დასაცავად გაწეული ყოველდღიური უდიდესი საქმიანობისთვის. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ რეინჯერები არიან მამოძრავებელი ძალა იმ უდიდესი სისტემის, რასაც ბუნების დაცვა ეწოდება. სწორედ ამიტომ, ყოველთვის აუცილებელია მათი მოტივაცია და მხარდაჭერა“, - აღნიშნა კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა, თობიას მიუნხმაიერმა.



კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) წლების მანძილზე თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და დიდი წვლილი შეაქვს როგორც დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებაში.







ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა

ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა
access_time2021-06-15 19:18:56
საქართველოს სახალხო დამცველმა „ბოლტის“ გაფიცული კურიერების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა და კომპანიას მიმართა რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ აღუდგეთ განმცხადებლებს აპლიკაციაზე წვდომა. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი: „2021 წლის 14 ივნისს სახალხო დამცველმა შპს „ფუდლს“ („ბოლტი“) გაფიცული კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. კურიერების ინტერესებს სახალხო დამცველის...

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად
access_time2021-06-15 21:00:27
თბილისში Gastronome-ის ოთხი მაღაზიაა. როგორც Gastronome-ის აღმასრულებელი დირექტორი თამარა ჯავახაძე ამბობს, ოთხივე ფილიალს გააზრებული სტილისტური ერთგვაროვნებაც აქვს და, იმავდროულად, თითოეულ ობიექტს ინდივიდუალური შტრიხებიც გამოარჩევს. თამარა  ჯავახაძე:   გვინდოდა, შთამბეჭდავი ექსტერიერი გვქონოდა. მოგეხსენებათ, ყურადღება მანამდე უნდა მიიქციო, სანამ მომხმარებელი შემოვა, ამიტომაც არის ასე საგულდაგულოდ დამუშავებული ფასადიც და ინტერიერიც...

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა
access_time2021-06-15 18:00:42
15 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 10 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 15 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და 3.1751 ლარი გახდა (ეს კურსი 16 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა
access_time2021-06-15 17:28:55
უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო ამნისტიის კანონპროექტი. კანონის თანახმად, მოქალაქეებს, რომლებიც თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას, სასჯელი აღარ დაეკისრებათ, თუ თავის შემოსავლების დეკლარირებას მოახდენენ. უკრაინის პარლამენტის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო ამნისტია შეეხება ვალუტას, გარდა ნაღდი ფულისა, ფასიან ქაღალდებს, ასევე უკრაინასა და საზღვარგარეთ არსებულ მოძრავ და უძრავ ქონებას....

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე
access_time2021-06-15 15:00:59
მთელი საქართველოს მასშტაბით, 1–ლი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე  საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. თბილისში სს „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიმწოდებელი „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“   (თელმიკო) იქნება, ხოლო  რეგიონებში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად კომპანია „ეპ ჯორჯია მიწოდება“ იქნება. აღსანინავია, რომ არ იცვლება  სამომხმარებლო ტარიფი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების...


მსგავსი სიახლეები

up