„კავკასიის ავტოიმპორტი": კვლევები ადასტურებს, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ავარიების რისკს 44%–ით ზრდის

„კავკასიის ავტოიმპორტი": კვლევები ადასტურებს, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ავარიების რისკს 44%–ით ზრდის

access_time2016-02-25 19:00:19

ავტოიმპორტიორი კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტი" მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ირგვლივ კვლევის შედეგებს ასაჯაროებს. კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი სურგულაძე „კომერსანტთან" განმარტავს, რომ უცხოური კვლევების თანახმად, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას.


როგორც კომპანიაში განმარტავენ, სხვადასხვა მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ჩატარებული უცხოური კველევებით ცალსახად დადასტურებულია, რომ მარჯვენა საჭიანი ავტომობილების ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობის რისკი მინიმუმ 44%-ით მეტია მარცხენასაჭიან ავტომობილებთან შედარებით. გარდა ამისა, მცდარია შეხედულება, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მძღოლი დროთა განმავლობაში განიცდის ადაპტაციას „მარცხენა საჭიანი გარემოს" მიმართ და მისი მოძრაობა ხდება უსაფრთხო.


„კავკასიის ავტოიმპორტში" აცხადებენ, რომ დაბალფასიანი ავტომობილების მოწოდება დაბალბიუჯეტიანი ადგილობრივი მყიდველისთვის, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის შემთხვევაში განხორციელდება, მათ შორის, სამხრეთ კორეიდან და ამერიკიდან, სადაც ასეთი ავტომობილების შეუზღუდავი არჩევანია. ამასთან, კორეიდან და ამერიკიდან იმპორტირებულ ავტომობილებს მნიშვნელოვანი უპირატესობები გააჩნიათ: მათ შორის: მარცხენა საჭიანი - მინიმუმ, 44%-ით გაუმჯობესებული უსაფრთხოება, EURO სტანდარტი გამონაბოლქვზე, უკეთესი და მრავალფეროვანი კომპლექტაციის არჩევანი, ინგლისური ინტერფეისი, დაბალი ოქტანობის (იაფი) საწვავი, რადიაქტიული დაბინძურების პრაქტიკულად არარსებული რისკი, რომელიც ადგილობრივმა მომხმარებელმა პრაქტიკულად იგივე ფასად შეიძლება მიიღოს, რა ფასსაც იგი მარჯვენასაჭიანი ავტომობილის იმპორტის შემთხვევაში იხდიდა.


„რაც შეეხება ავტოდილერებს, რომლებიც იაპონიიდან ავტომობილების იმპორტზე სპეციალიზირდებიან, მათ შეეძლებათ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება წარმატებით გამოიყენონ სხვა ქვეყნებიდან ავტომობილების იმპორტის და რეალიზაციის საქმეში"-აცხადებენ „კავკასიის ავტოიმპორტში" .


მათივე განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ძალაში შესვლის შემთხვევაში, სრულად იქნება მიღწეული ის მიზნები, რა მიზნებითაც ეს კანონპროექტი შემუშავდა. მათ შორის, აღარ გაიზრდება და დროთა განმავლობაში შემცირდება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რიცხვი, რომლებიც გზებზე უსაფრთხო მოძრაობის სერიოზულ მაკომპრომეტირებელ ფაქტორს წარმოადგენენ და განსაკუთრებით აბინძურებენ გარემოს.

 

როგორც კომერსანტი იუწყებოდა, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის აკრძალვა სავარაუდოდ გადაიწევს. დღეს ეს ინფორმაცია ბიზნესომბუდსმენმაც დაადასტურა: გიორგი გახარიას განცხადებით, პრაქტიკულად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით კანონი ერთი წელი არ ამოქმედდება.


 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების ექსპორტიორი, იმპორტიორი და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. 


საუბრის ძირითადი თემა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებული კანონის ამოქმედების ვადები იყო.


როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ბიზნესი კანონის ამოქმედების გადავადებას ითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაციების მარტიდან ამოქმედება მათ დამატებით პრობლემებს შეუქმნის.


 

გიორგი გახარიამ ბიზნესის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კანონის ამოქმედებამდე განიხილება ვერსიები, როგორ მოხდეს მისი ამოქმედება ისე, რომ იმპორტიორებს პრობლემები არ შეექმნათ და ამავე დროს შენარჩუნდეს ის სარგებელი, რაც კანონის ამოქმედებას უნდა მოჰყვეს. 


ორი დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობაში „კომერსანტს" განუცხადეს, რომ აღნიშნული აკრძალვა ძალაში არც 2016 წლის 1 მარტიდან და არც 1 ივნისიდან აღარ შევა. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე აცხადებს, რომ კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი და ბოლო ვერსიით, ბიზნესს უნდა მიეცეს ვადა, რათა ახალ რეალობასთან ადაპტირება შეძლოს.


მაისურაძის ინფორმაციით, პარლამენტი კიდევ იმსჯელებს რეგულაციის ამოქმედების ვადებზე, თუმცა აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ეს წელი იქნება ბოლო, როდესაც შესაძლებელი იქნება მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების შემოყვანა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრებიდან გამომდინარე 2016 წლის მარტიდან ან 2016 წლის 1 ივნისიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია უნდა აკრძალულიყო.


პარალელურად, მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტიორები ხელისუფლებას 2016 წლის იანვარში რეგულაციების ერთი წლით გადავადებას სთხოვდნენ. მათი თქმით, არ არსებობს არანაირი კვლევა, რომელიც მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებულ რისკს დაადასტურებდა.




ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ
access_time2019-10-21 17:30:49
ბიზნესში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე “ბანკები და ფინანსები” კომპანია “ნატახტარის” კორპორაციულ საქმეთა დირექტორს, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს ესაუბრა. -თქვენი კომპანია უკვე მრავალი წელია საკმაოდ წარმატებულად პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, თქვენი პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია, რასაც ხელს უწყობს ქართველი კაცის განსაკუთრებული სიყვარული ლუდის მიმართ, მოკლედ გაყიდვების...

ფადი ასლი – პრემიერს: თქვენ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ

ფადი ასლი – პრემიერს: თქვენ ინტელექტუალურად  ბანკროტი ხართ
access_time2019-10-21 16:20:09
ბატონო პრემიერო, თქვენ ბანკროტი ხართ,– ასე ეხმიანება საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი იმ გარემოებას, რომ მისი ორგანიზაცია პრემიერისა და ბიზნესასოციაციების შეხვედრაზე არ დაპატიჟეს. ასეთ შეხვედრაზე ჩვენ არ გვეპატიჟებიან და ცდილობენ, ამ მხრივ მოახდინონ ჩვენზე ზეწოლა. როდესაც ასეთ კონდიციას მიაღწევთ, ნიშნავს, რომ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ. ასეთი ქმედებები ჩვენს პოზიციებს ვერ შეცვლის, რადგან მიგვაჩნია, რომ მიგვაჩნია, რომ წარმოვადგენთ ხალხს, მათ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა
access_time2019-10-21 15:10:43
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა,რომელიც   ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია,Anaklia Holding JSC - ის აქციების 4.16%-იან წილის შეძენაზე. Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც ფლობს შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს. „Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან...


მსგავსი სიახლეები

up