კავკასიის ავტოიმპორტი: ბაზარზე ავტომობილების დეფიციტია

კავკასიის ავტოიმპორტი: ბაზარზე ავტომობილების დეფიციტია

access_time2021-08-03 23:00:00

„კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი გიორგი სურგულაძე „ბიზნესპარტნიორთან“ მეორადი ავტომობილების ბაზრის ტენდენციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს ბაზარზე ავტომობილების დეფიციტია ვიდრე სიჭარბე, შესაბამისად, არ მცირდება ფასები.


მისი განცხადებით, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიო ბაზარზე ფასები ზრდის ტენდენციით ხასიათდება.


„ქართველმა დილერებმა არ შემოიყვანეს იმდენი ავტომობილი, რაც წინა წლებში. ეგონათ, რომ პანდემიის გამო არ იქნებოდა მოთხოვნა. რეალობა კი სხვა აღმოჩნდა, მოთხოვნა არის, შესაბამისად, ისინი აქტიურ შესყიდვებზე არიან გადასული.



მსოფლიოში ფასები გაიზარდა ორი გარემოების გამო - მოსახლეობამ ვერ დახარჯა თანხები დასვენებაზე, ჭარბი ფულით კი აქცენტი ავტომანქანების შესყიდვაზე გააკეთა და ფასმაც მოიმატა. მეორე გარემობაა ის, რომ პანდემიის პერიოდში უსაფრთხოა საკუთარი ავტომობილით მოძრაობა, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამ რეალობამ თითქმის 30%-ით გაზარდა ვაჭრობა მეორად ავტომობილებზე მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც იგივე ტენდენციაა,“ - აცხადებს სურგულაძე.


„კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი გიორგი სურგულაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პანდემიურმა გარემომ დარგზე თითქმის არ იმოქმედა. შესაბამისად, დღეს კომპანიის შემოსავლები 2019 წლის მაჩვენებლებს თითქმის გაუთანაბრდა.


business-partner.ge






ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს

ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს
access_time2021-09-25 16:00:47
ყველა იმ ინსტრუმენტს შორის, რომელსაც მენეჯერები ბიზნესის საწარმოებლად იყენებენ, აზროვნება ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი ინფორმაციის დამუშავების ორ...

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია
access_time2021-09-25 03:00:00
ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას მივაღწევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს. ...

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ  თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია
access_time2021-09-25 02:53:18
დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ქვეყნის გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს. ...

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში
access_time2021-09-24 17:55:02
საქართველოში ახალ როლს-როის ,,გოსთის“ ოფიციალური დებიუტი შედგა. თბილისში მედიისა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა უკვე გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი პირველი შთაბეჭდილებები ექსკლუზიური საღამოს განმავლობაში. „ახალი „გოსთი“დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და ის არის ინჟინერიის, ტრადიციებისა და დიზაინის ნამდვილი შედევრი. მე ვარ ამაყი იმის გამო, რომ მაქვს შესაძლებლობა ვაჩვენო ჩვენს ქართველ მეგობრებს საუკეთესო ბრიტანული...

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-09-25 11:00:22
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გაიზარდა, ხოლო Brent-ის ტიპის ღირებულებამ სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია. Brent-ის ტიპის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 0,13%-ით გაიზარდა და ბარელზე 77,35 აშშ დოლარს შეადგენს. ამავდროულად, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0,04%-ით გაიზარდა და ბარელზე 73,33 აშშ დოლარად ბარდება. OPEC+-ის 1-ელ სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2022 წლის 3.28 მილიონი ბარელის დღიური მოპოვების პროგნოზი 4.2 მილიონ ბარელამდე...


მსგავსი სიახლეები

up