კატერინე ტიკარაძე:  „დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია

კატერინე ტიკარაძე: „დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია"

access_time2021-02-21 21:45:45

„ოჯახის და ყოველი მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დასაქმებაზე",-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრობის კანდიდატმა  ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით,ამ მიმართულებით სახელმწიფო ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: დასაქმების ხელშეწყობა ადგილობრივ სექტორში და საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმება.

„ცირკულარულ მიგრაციაზე მსურს გავაკეთო განსაკუთრებული აქცენტი, რადგან გერმანიაში დროებითი დასაქმების შესაძლებლობამ, გარკვეული ორაზროვანი რეაქცია გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში.

მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გახსნა, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. არალეგალური ემიგრაცია, როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის  პრობლემური საკითხია, რომელსაც მნიშვნელოვნად აწესრიგებს ორ ქვეყანას შორის ცირკულარული მიგრაციის შესახებ არსებული შეთანხმება. გარდა ამისა, აღნიშნული შეთანხმება უფრო მეტად აახლოებს ქვეყნებს, რომლებიც კანონის სრული დაცვით უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას შრომის ბაზრის შესახებ. ჩვენ მოქალაქეებს მივეცით შესაძლებლობა დროებით დასაქმებულიყვნენ ევროკავშირის წევრ მეგობარ ქვეყნაში, სადაც მათ ელოდებათ ღირსეული შრომის ანაზღაურება და ჯანსაღი შრომითი გარემო. გარდა ეკონომიკური ინტერესისა, ჩვენი მოქალაქეები შეიძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას და გაეცნობიან ევროპის ქვეყნებში არსებულ სისტემას. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათი გამოცდილების გაზიარება და ეროვნულ საქმიანობაში გამოყენება,  ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის იქნება სარგებლის მომტანი.

შრომისა და დასაქმების საკითხებზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი სიახლე. 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური, რომელიც ამ დრომდე დეპარტამენტის სტატუსით ფუნქციონირებდა. შრომის ინსპექციის მიერ პანდემიის პერიოდში განხორციელებული საქმიანობის შედეგად, ჯანმრთელობის რისკების შემცირებით, ჩვენ შევძელით ეკონომიკური სექტორის  რაც შეიძლება ხანგრძლივი მუშაობა და შემდგომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა.

შრომის ინსპექციის სამსახური გაზრდილი მანდატით შეუდგა როგორც  შრომის უსაფრთხოების მიმართულებით საქმიანობას, ასევე  დაიწყო შრომის უფლებების საკითხებზე მუშაობაც. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გვაქვს შემუშავებული კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა ამოქმედება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დასაქმებულთა სამუშაო პირობებს",-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up