კატასტროფის რეცეპტი: ბილ გეითსი აშშ-ს მთავრობას აკრიტიკებს

კატასტროფის რეცეპტი: ბილ გეითსი აშშ-ს მთავრობას აკრიტიკებს

access_time2020-04-02 20:00:13

Microsoft-ის დამფუძნებელი მილიარდერი ბილ გეითსი აშშ-ს COVID-19 ის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ქმედებებისკენ მოუწოდებს.მან მთავრობას ჯერ კიდევ მოქმედი დაწესებულებების დახურვისკენ მოუწოდა, რადგანაც ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი უკვე 200 000-ია.


მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანი აშშს-ს ხელისუფლების კრიტიკოსი  Covid-19-ის გავრცელებისთანვე გახდა. მიზეზი მათი გვიანი რეაგირებაა.  ბიზნესმენი  ყველა დაწესებულებისთვის მუშაობის აკრძალვას მოითხოვს - „ასე შეგვიძლია ავანაზღაუროთ დრო,  რომელიც COVID 19 ის წინააღმდეგ დაგვიანებული რეაქციით დავკარგეთ.


ბილ გეითსმა სამი ნაბიჯი დაასახელა, რითაც ქვეყანა ამ კრიზისთან გამკლავებას შეძლებს: საყოველთო კარანტინი, სრული სამედიცინო შემოწმება და საფუძვლიანი მიდგომა ვაქცინის შემუშავებისადმი.  64 წლის ბილ გეითსი წერს რომ, ზოგიერთი შტატი და ოლქი არ დახურულა. რამდენიმე შტატში სანაპიროები ჯერ კიდევ ღიაა და რესტორნები კვლავაც იღებენ სტუმრებს. „ეს კატასტროდის რეცეპტია. ხალხს შეუძლია თავისუფლად იმოძრაოს შტატიდან შტატში, ისევე როგორც ვირუსს. ქვეყნის ლიდერები უფრო კონკრეტულები უნდა იყვნენ : დახურვა ყველგან უნდა ნიშნავდეს სრულ საგანგებო მდგომარეობას.



მან  მთავრობას სამედიცინო კუთხით მეტი აქტიურობისკენ და სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.


გეითსმა რამდენიმე კვირის წინ TED კონფერენციაზე  განაცხადა რომ აშშ-ს იზოლაციის მინიმუმ 10 კვირა სჭირდება იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება  ისევე როგორც სიკვდილიანობა და ქვეყნის ეკონომიკური ზიანი მინიმუმამდე დაიყვანოს,


„სანამ დაავადებულთა რიცხვი შემცირებას არ დაიწყებს 10 კვირაზე მეტი დროა საჭირო, ბიზნესი გაჩერდეს, სხვა შემთხვევაში მოდუნებას ვერავინ შეძლებს“ -  განაცხადა მილიარდელმა.


Forbes.com

მოამზადა მარიამ მორგოშიამ


თეგები:
ბილ გეითსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up