სამედიცინო სისტემაში რეანომობილების დეფიციტია - ჯანდაცვაზე დახარჯული მილიონების მიუხედავად ფატალური შემთხვევები არ მცირდება

სამედიცინო სისტემაში რეანომობილების დეფიციტია - ჯანდაცვაზე დახარჯული მილიონების მიუხედავად ფატალური შემთხვევები არ მცირდება

access_time2019-08-07 10:00:17

16 წლის ლუკა ფოფხაძის ისტორიამ ჯანდაცვის სისტემის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლის — რეანომობილების პრობლემა გააშიშვლა.  რამდენიმე დღის წინ, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მოზარდის ამბროლაურიდან ქუთაისში გადაყვანა ისე გართულდა, რომ დღესაც ბიჭის  გადარჩენის შანსებზე ექიმებს საუბარი უჭირთ.


მიზეზად 16 წლის ბიჭის ახლობელები რეანომობილის ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებენ. მათი თქმით, ტრანსპორტირებისას პაციენტს ჟანგბადი არ მიეწოდებოდა და ტვინი გაეთიშა ერთი შეხედვით ძალიან მარტივმა ტექნიკურმა პრობლემამ ძალიან რთული შედეგი მოიტანა, რის გამოც მოზარდი დღესაც კომაშია.


„კომერსანტი“ ამეჯრად დარგში არსებულ ყველა პრობლემაზე, გამოწვევასა და მთავარ დაბრკოლებებზე მოგიყვებათ. ჩვენ ვესაუბრეთ ყველა მხარეს და შევეცადეთ მთავარი აქცენტები გამოგვყო:


  • სამედიცინო დაწესებულებების არათანაბარზომიერი გადანაწილება;
  • რეანომობილების ტექნიკური გაუმართაობა და არასაკმარისი რაოდენობა;
  • კატასტროფის პედიატრიული ბრიგადის გაუმართაობა;
  • კერძო კომპანიების ლიცენზირებასთან დაკავშირებული ხარვეზები;
  • არასათანადო კვალიფიციური კადრები და ტექნიკურ-მატერიალური ბაზა;
  • გეოგრაფიული დაფარვის ზონის გაუთვლელობა;
  • ხშირად ერთი და იგივე ბრიგადა კვირის განმავლობაში იმაზე მეტი დროით მორიგეობს, ვიდრე ამას კანონი ითვალისწინებს.


სწორეს ამ პრობლემებზე ამახვილებენ დარგის სპეციალისტები ყურადღებას და როგორც თავად აღნიშნავენ, სანამ ყველა არსებული ხარვეზი სრულად არ მოგავრდება, მანამდე ადამიანების ჯანმრთელობა მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება.


ვინ არის პასუხისმგებელი მათ სიცოცხლეზე და რა როლი აქვს ამ ყველაფერში სახელწმიფოს?


ამბროლაურში მომხდარი ფაქტი გახდა ის მთავარი მიზეზი, რის შედეგადაც ჯანდაცვის სამინისიტრომ ორი დღის წინ ტრანსპორტირებაში ოპერირებული კერძო კომპანიების ლიცენზირებისა და დარგში არსებული მოთხოვნების გამკაცრება დაანონსა, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ეს არსებული პრობლემების ჩამონათვალში მხოლოდ ერთი პუნქტის შესრულებაა.

რაც შეეხება უშუალოდ სამედიცინო ტრანსპორტირებას და რეანომობილების მუშაობის ხარისხს, რის გამოც, მოზარდის ჯამრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, თავად შპს „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების“ სამედიცინო დირექტორი ნინო ლოჩიშვილი ამ ფაქტს სხვაგვარად ხსნის:


 „რეანომობილებში არ ყოფილა პრობლემა. ბავშვი იყო ძალიან მძიმედ, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია ქუთაისის კლინიკებში ვერ მოხერხდა. რეანომობილში პრობლემა დადგა მისი ჯანრთელობის გართულების გამო. ამიტომაც გაჩერდა მანქანა შაორის გზაზე. კატეგრიულად უარვყოფ, რომ ავტომობილს რაიმე ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა და ამიტომ გაჩერდა.“


დარგში არსბეული პრობლემების დასაზუსტებლად „კომერსანტი“ ჯანდაცვის ექსპერტს სერგო ჩიხლაძეს ესაუბრა:



„რადგან აქ ერთ-ერთი მთავარი საკითხი ტრანსპორტირებაა, პირველ რიგში გეტყვით, რომ  ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ავტომობილი მოსახლოებას არ ემსახურება. ხშირად იგი გაუმართავია. ასევე ეს რეანომობილები არ მუშაობენ კოორიდინირებულად, რასაც სავალალო შედეგამდე მივყავართ. ამ ყველაფრის მოწერიგებას კი არა ერთი კონკრეტული მიმართულების, არამედ სისტემური მოგვარება სჭირდება. ამ საკითხში პასუხისმგებლობა კი სახელმწიფოს ეკისრება“.


ტრანსპორტირების გარდა, სერგო ჩიხლაძე სხვა ფაქტორებზეც ამახვილებს ყურადღებას, რაც საერთო ჯამში პრობლემას ამწვავებს:


„ჯანდაცვის სანმინისტრომ რეგულაციების გამკაცრება დაანონსა, მაგრამ მხოლოდ ეს ვერ მოაგვარებს სისტემურ პრობლემას. სერიოზული გამოწვევებია სამედიცინო დაწესებულებების არათანაბაზომიერ გადანაწილებაში. გვყავს იმაზე მეტი ექიმი და გვაქვს იმაზე მეტი სამედიცინო ცენტრი ათას სულ მოსახლეზე, ვიდრე ევროპის ქვეყნებში და ძირითადად ისინი ცენტრალურ ქალაქებშია განაწილებული. რაიონებში კი ხშირად ამბულატორიებიც კი მხოლოდ ფასადურად ფუნქციონირებს და მეტი არაფერი. ამიტომაც, როდესაც ჩვეულებრივი სტანდარტით მაქსიმუმ 30 წუთში უნდა მოხდეს სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ამას საათები სჭირდება. ასევე გამოწვევაა ისიც, რომ საავადმყოფები ან ცენტრები არ არიან შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილნი და ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციის შენარჩუნება, თუნდაც 24 საათი, ვერ ხერხდება. რაც შეეხება კადრებს, რაიონებში მათ არ აქვთ შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა, რომ დაკისრებული მოვალეობა შეასრულონ“ განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.


გამოსავალს ექსპერტი შესაბამის პოლიტიკური ნების არ არსებობაში ხედავს:


„მთავარი ამოსავალია ჯანდაცვის პოლიტიკა, რაც ბოლო წლებში განსაკუთრებით დამძიმდა. ანომალურია, როდესაც თითქმის სამჯერ გაიზარდა ბოლო 7 წელში სახელწმიფო დანახარჯები, პარალელურად კი მსგავსი, ერთი შეხედვით, მარტივი პრობლემებიც კი მოუგვარებელია. სახელწმიფო ვალდებულია დაითვალოს, სად რამდენი სამედიცინო დაწესებულებაა საჭირო, მოაგვაროს ტრანსპორტირება და გეორგაფიული დაფარვის ზონა. სამწუხაროდ, დღეს ნებისმიერი სახელმწიფო პროგრამა გათვლების გარეშე იწერება, რასაც მივყავართ ასეთ სავალალო შედეგამდე“ ამბობს სერგო ჩიხლაძე.


როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია საქართველოს მოსახლეობას დღეს ჯამში 70-მდე სახლემწიფო (13) და კერძო რეანომობილი ემსახურება. აქედან დაახლოებით 10 პედიატრიული ბრიგადაა. რეანომობილები თითქმის ყველა რაიონშია განაწილებული. აღსანიშნავია, რომ 2016 წლამდე ამ სფეროში მხოლოდ კერძო სექტორი ოპერირებდა, უკვე 3 წელია რაც ამ სეგმენტში სახელმწიფოც ჩაერთო.


დეტალების გასარკვევად დავუკავშირდით უშუალოდ პასუხისმგებელ ორგანოს - ჯანდაცვის სამინისტროს დაგემამარების ხარისხისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროს ამირან გოგიტიძეს, რომელიც რეალობას განსხვავებულად აფასებს და დარწმუნებულია, რომ სფეროში მცირე პრობლემებია, თუმცა საერთო ჯამში რეფორმები ტარდება და მთლიანი პროცესი დადებითად აისახება ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე.


„იმის გამო, რომ თავის დროზე რეანომობილებით ტრანსპორტირებაში მხოლოდ კერძო  კომპანიები ოპერიებდენენ, ჩვენ მათ რეკომენაციები არაერთხელ გავუწიეთ. ვგულისხმობ ავტოპარკის, სამედიცინო აღჭურვილობის განხლებას და ა.შ. 2016 წლამდე ხელისუფლებას მხოლოდ მაკონტროლოებელი ფუნქცია ეკისრებოდა, მაგრამ როდესაც ბიზნესმა რჩევები  არ გაითვალისწინა, გადავწყვიტეთ სეგმენტში შესვლა. პირველ რიგში მინდა განვამრტო, რომ არსებული რეანომობილების რაოდენობა სრლიად საკამარისია, რადგანდ სასწრაფო დახმარების მანქანისგან განსხვავებით (ამ დროს პაციენტს ოპერატიულად სჭირდება დახმარების აღმოჩენა), ამ შემთხვევაში პაციენტი უკვე იმყოფება საავადმყოფოში. შესაბამისად, რეანომობილი 2 საათშიც რომ მივიდეს, ეს პრობლემა არაა. აქ უფრო მთავარია, სადაც იმყოფება იქ, ექიმებმა შეძლონ მინიმუმ 24 საათი  სასიცოცხლო ფუნქციის შენარჩუნება. ესე იგი, სამედიცინო დაწესებულებების ტექნიკურ-მატერიალური მიმართულების გამოსწორება, კადრების გადამზადება, უფრო სწორია. თუმცა ამით იმის თქმა არ მინდა, რომ სისტემა გაუმართავია“...


რამდენად  უშლის ხელს ექიმების პროფესიული მოვალეობის შესრულებას 24-საათიანი მორიგეობა კვირაში რამდენჯერმე, მიუხედავად იმისა, რომ კანონით ეს დაუშვებელია - გოგიტიძის თქმით ამ საკითხის მოგვარება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.


„გეთანხმებით, რომ ხშირად ექიმები მუდმივად მორიგეობენ, რაც შეიძლება მათ პროფესიონალიზმზე უარყოფითად აისახოს და შემდგომ აღნიშნულმა არასახარბიელო შედეგი მოიტანოს, მაგრამ კონტროლი შეუძლებელია. მაგალითად, ჩვენ ვცდილობთ კონკრეტულ დაწესებულებაში მორიგეობა გადაბმული არ ჰქონდეს ფიზიკურ პირს, თუმცა შემდეგ იგი სხვა ცენტრში გადადის და იქაც მორიგეობს. ანუ, ამის კონტროლი ძალიან რთულია“.


რაც შეხება რეგულაციების გამკაცრების ნაწილს, ამირან გოგიტიძის თქმით, აღნიშნული აუცილებლად დადებით ეფექტს იქონიებს არსებულ ვითარებაზე:


„მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, მთავრობის გადაწყვეტილებით ემერჯენსის (სასწრაფო დახმარება) მიმართულებით ამოქმედდა რეგულაციები და მისი იმპლემენტაციაც უკვე დაწყებულია. ყველას მიენიჭება ემერჯენსისი თავისი დონე და ეს ნაწილი გამკაცრდება, ესე იგი კლინიკებზე იქნებიან მუდმივად მიმბულნი. ასევე უკვე ვამზადებთ სამედიცინო ტრანსპორტირების ლიცენზირების საკითხსაც და უახლოეს მომავალში ესეც ამოქმედდება. ლიცენზიების გაცემა არც დღესაა მარტივი, მაგრამ ახლა მოთხოვნები უფრო დეტალიზირებული გავხადეთ. მათ შორის კვალიფიკაციაზე, ტექნიკურ მხარეზე, გამოძახების შესაბამისად შესრულების ხარისხზე და ა.შ. ეს ყევლაფერი არის მთლიანი პროცესი, რაც ეტაპობრივად დაიხვეწება“.



 

 სალომე ლემონჯავა

 





კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up