კატარი ქვეყანაში პირველი მზის ელექტროსადგურის მშენებლობას იწყებს, რომელმაც 2022 წლისთვის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 10% უნდა აწარმოოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო France24 ავრცელებს.
შეთანხმება კატარის ელექტროენერგიისა და წყლის რესურსების სახელმწიფო კომპანიამ და იაპონურმა Marubeni-მ გააფორმეს. ელექტროსადგურის მშენებლობაზე 1,7 მილიარდი კატარული რიალი (470 მილიონი დოლარი) დაიხარჯება.
ენერგეტიკის მინისტრ საად ბენ შრიდა ალ-ქააბის განცხადებით, მზის ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2021 წლის პირველ კვარტალში იგეგმება, მთელი სიმძლავრით კი ის 2022 წლის დასაწყისში ამუშავდება.
imedinews.ge