კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო, კატალონიის რეგიონში 15 დღით კარანტინის რეჟიმი დაწესდება. ამის შესახებ კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, პერე არაგონესმა განაცხადა.
როგორც პერე არაგონესმა აღნიშნა, აღნიშნული ნაბიჯი კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღითაა განპირობებული, რაც გაცილებით მტკიცე გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს.
კარანტინის რეჟიმის პერიოდში რეგიონიდან გასვლა/შემოსვლა აიკრძალება, თუმცა რეგიონის შიგნით დასახლებულ პუნქტებს შორის გადაადგილება დაიშვება. აქამდე მიღებული ზომები, როგორიცაა კაფეებისა და ბარების დახურვა, ძალაში რჩება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ესპანეთში კორონავირუსის 1 136 503 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 35 466 ადამიანი გარდაიცვალა.
imedinews.ge