კატალონიიის გამოყოფის შემთხვევაში ესპანეთი ეკონომიკის 20%-ს დაკარგავს

კატალონიიის გამოყოფის შემთხვევაში ესპანეთი ეკონომიკის 20%-ს დაკარგავს

access_time2017-10-02 12:58:29

ესპანეთის რეგიონში, კატალონიაში დამოუკიდებლობის მოპოვებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა. ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლება რეფერენდუმის ჩატარების კატეგორიული მოწინააღმდეგე იყო, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ საარჩევნო უბნებში პოლიცია შევიდა და ამომრჩევლებს რეზინის ტყვია დაუშინა.

 

წინასწარი მონაცემებით, კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფას 90% უჭერს მხარს.

 

კატალონია ესპანეთის ეკონომიკის მეხუთედს შეადგენს. დამოუკიდებლობის მხარდამჭერთა მიხედვით, კატალონიას ესპანეთის ცენტრალურ ბიუჯეტში, სხვა რეგიონებთან შედარებით, მეტი გადასახადი შეაქვს.

 


კატალონია ინვესტიციებისადმი ასევე განსაკუთრებით მიმზიდველ რეგიონს წარმოადგენს. ესპანეთში არსებული უცხოური კომპანიების მესამედს კატალონიის დედაქალაქში, ბარსელონაში ოპერირებენ. მაგალითად, Volkswagen-სა და Nissan-ს საავტომობილო ქარხნები ბარსელონას მიმდებარე ტერიტორიაზე აქვთ გახსნილი.

 

საინტერესოა, რა მოხდება, თუკი კატალონია დამოუკიდებლობას მართლა მოიპოვებს - თუკი ახლადჩამოყალიბებული სახელმწიფო ევროკავშირში გაწევრიანებას მოინდომებს, მან ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს, მათ შორის ესპანეთის თანხმობაც უნდა მოიპოვოს.

 

ამასთან, ევროკავშირს გარეთ დარჩენილ კატალონიაში წარმოებულ საქონელს გაცილებით დიდი ღირებულება ექნება, ვინაიდან იგი ევროკავშირს გარეთ დარჩება. უფრო მეტიც, „კატალონია შეუერთდება იმ სახელმწიფოების მცირე ჩამონათვალს, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრს არ წარმოადგენს,“ განაცხადა Capital Economics-ის ეკონომისტმა, სტივენ ბრაუნმა.

 

 

CNNMoney



„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
access_time2020-02-18 15:30:46
17 თებერვალს, „m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში, გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის გახსნას უკავშირდება უპრეცედენტო ფასდაკლების აქციაც, რომელიც თითო ბინაზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს, ფასდაკლება გავრცელდება როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ორსაძინებლიან 30 ბინაზე. ოფისი თანამედროვედ მოწყობილი საქმიანი სივრცეა. აქ ბინის შეძენის, მსურველები, მიმდინარე თუ დასრულებული კომპლექსების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, გაეცნობიან ამა თუ იმ პროექტის ძირითად...

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ
access_time2020-02-18 17:30:29
2018 წლის აპრილის მერე, როცა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თანამშრომელთა გაფიცვის შედეგად მაშინდელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა, მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. ამის თაობაზე „ბანკები და ფინანსებს“ ბათუმის ნავსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, რომლის ვინაობასაც რედაქცია, გასაგები მიზეზების გამო, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. ნავსადგურის თანამშრომლის განცხადებით, თანამშრომელთა დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც 2018 წლის მოვლენებისას...

პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“

 პასუხი  ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“
access_time2020-02-18 17:10:54
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცხელის ხაზის ტარიფთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას კომპანია „სილქნეტი“ ეხმაურება. „კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  „დილიდან გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება, რომ ცხელ ხაზზე ტარიფს განსაზღვრავს „სილქნეტი“.განვმარტავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზის - 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს კომპანია „სილქნეტი“. ყველა სატელეფონო...

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ
access_time2020-02-18 17:00:49
დამტკიცდა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები.აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში შევიდა. ბრძანების თანახმად, ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად ხუთ კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან ცალკეულ შემთხვევებში (არარეგულარულად), 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა. ორსულობის 27-ე კვირიდან კი...

პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა

პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა
access_time2020-02-18 16:05:30
პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. მას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა (არცერთი წინააღმდეგი). პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას ესწრებოდა თავად ირაკლი შოთაძეც.ბოიკოტის ნიშნად, დღევანდელ პლენარულ სხდომას უმრავლესობის გარდა, არც ერთი სხვა ფრაქცია არ დასწრებია. სხდომას არ ესწრებოდა არც დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი. აღსანიშნავია, რომ შოთაძის კანდიდატურის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არ მომხდარა და ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი პირდაპირ...


მსგავსი სიახლეები

up