კასპში გერმანული ინვესტიციით ქარის სადგურის მშენებლობა იგეგმება

კასპში გერმანული ინვესტიციით ქარის სადგურის მშენებლობა იგეგმება

access_time2019-08-17 11:00:18

გერმანელი ინვესტორების მიერ შექმნილი კომპანია "ამპერაქს ენერჯი ჯორჯია" კასპში 11 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ს აღნიშნული პროექტის მენეჯერმა ლუკა ლებანიძემ განუცხადა.

 

მისი ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულემა 15 მლნ აშშ დოლარია.

 

"ამ ეტაპზე დასრულებული გვაქვს ყველანაირი ტექნიკური კვლევები და მიმდინარეობს ეკონომიკის სამინისტროსთან ტარიფის შეთანხმება, ასევე კერძო და საჯარო პარტნიორობის სააგენტოსთან პროცედურებს გავდივართ, რისი დასრულების შემდეგაც გადავალთ მშენებლობის ეტაპზე.


 

ინვესტორების დაინტერესება უფრო იმან გამოიწვია, რომ საქართველოში ჯერჯერობით აუთვისებელია ქარის პოტენცილი და გადაწყვიტეს, რომ ამ პატარა პროექტით დაიწყონ, მოსინჯონ ქართული ბაზარი და შემდეგ უფრო დიდი პროექტები განავითარონ საქართველოში", - აღნიშნა ლუკა ლებანიძემ.

 

ჯერჯერობით უცნობია, რა დრო დასჭირდება ქარის სადგურისთვის სამშენებლო ნებართვის მოპოვებას. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ობიექტი წლიურად დაახლოებით 40 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.



თეგები:
კასპი



Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო
access_time2021-01-16 16:00:10
პირველი ქართული არტიზანული სუნამო Kaveuli Parfum ქალებისა და მამაკაცებისთვის, თამარა ქაფიანიძემ თავისი დის დახმარებით, იტალიელ პარფიუმერის ბოტეგა მალატინის ჩართულობით შექმნა.     ქართული სოჭი, ციტრუსი, წიწაკა, კიპარისი, ჩინური ღვია... ქართული სუნამოსთვის ინგრედიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება და საბოლოო ჯამში 30 მლ-იან ფლაკონში იყრის თავს.     სუნამო იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება და გავლილი...

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]
access_time2021-01-16 14:44:25
ქართული ოცნების ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის გარდა, რომელიც ირაკლი კობახიძე გახდა, განახლებული პოლიტიკური საბჭო აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობა...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
access_time2021-01-16 10:59:15
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR...

მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს 68 მლნ ლარამდე ღირებულების ტენდერები მოიგეს

მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს 68 მლნ ლარამდე ღირებულების ტენდერები მოიგეს
access_time2021-01-16 11:20:15
ქართული პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა დაახლოებით 38%-ს იმაზე მეტი აქვს შეწირული, ვიდრე ერთი წლის საშუალო დარიცხული ხელფასია საქართველოში (დაახლოებით 11,900 ლარი). ასეთ შემომწირველებზე ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების დაახლოებით 85% მოდის, რაც მათ მსხვილ დონორებზე დამოკიდებულებას მიუთითებს – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც 2020 წლის 1 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით საპარლამენტო არჩევნების...

Signal Advance და 5 შემთხვევა, როდესაც ინვესტორებმა აქციები შეცდომით იყიდეს

Signal Advance და 5 შემთხვევა, როდესაც ინვესტორებმა აქციები შეცდომით იყიდეს
access_time2021-01-16 15:00:24
რამდენიმე დღის წინ აქამდე ნაკლებად ცნობილმა მესენჯერმა Signal-მა მოულოდნელად დიდი პოპულარობა მოიპოვა - ეს იმის შემდეგ მოხვდა, რაც მესენჯერმა WhatsApp-მა განაცხადა, რომ მომხმარებელთა პირად მონაცემებს Facebook-ს გადასცემს.   უცნობ აპლიკაციაზე მოთხოვნის ნახტომისებრი ზრდა ილონ მასკის ტვიტმა გამოიწვია - „გამოიყენეთ  Signal».   Tesla-ს დამაარსებელს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და მისმა მოწოდებამ ინტერესი არა მხოლოდ მომხმარებლების, არამედ ინვესტორების...


მსგავსი სიახლეები

up