კასპში  აგურის ქარხნის მშენებლობას ესპანური კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტე“ „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით  იწყებს

კასპში აგურის ქარხნის მშენებლობას ესპანური კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტე“ „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით იწყებს

access_time2018-11-26 17:03:58

„საპარტნიორო ფოდის“ მხარდაჭერით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში 100-წლიანი გამოცდილების მქონე ევროპული კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტე“ ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების აგურის ქარხნის მშენებლობას იწყებს. კერამიკული პროდუქციის საწარმოს მშენებლობას დღეს ჩაეყარა საძირკველი და სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.



ოფიციალურ ცერემონიალში მონაწილეობა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა მიიღეს.



ესპანური კომპანია ,,Ceramika El TORRENTE” საუკუნეზე მეტია აწარმოებს ევროპული სტანდარტის კერამიკულ აგურს, სარგებლობს წარმატებული რეპუტაციით მსოფლიო ბაზარზე.



თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კერამიკული პროდუქციის საწარმო „საპარტნიორო ფონდის“, ესპანური კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტეს“ და ამავე სახელწოდების ქართული კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტეს“ მხარდაჭერით ხორციელდება. აგურის ქარხანა 2019 წლის შემოდგომაზე ამოქმედდება და ყოველწლიურად 120, 000 ტონა აგურს გამოუშვებს. პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ. აშშ დოლარზე მეტია. საწარმოში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება.
პროექტი მრავალწლიანი ევროპული გამოცდილებისა და ქართული აგურის წარმოების ტრადიციული მეთოდების შერწყმას, უმაღლესი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ენერგოეფექტური სამშენებლო მასალის ადგილობრივი, მომავალში კი საერთაშორისო ბაზრისთვის მიწოდებას გულისხმობს.



საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ დოკუმენტს დღეს ხელი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, ესპანური კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტეს“ ხელმძღვანელმა ხოსე ანტონიო იიესკას ლოპეზმა და ქართული კომპანია „კერამიკა ელ ტორენტეს“ დირექტორმა ზურაბ ერქვანიამ მოაწერეს.
„ახალი საწარმო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებასა და რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაში. სამშენებლო ინდუსტრია და უძრავი ქონების ბაზარი ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა საქართველოში, რომელიც სამუშაო ადგილებს მნიშვნელოვნად ზრდის. სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორი ინვესტიციებს იზიდავს და ეს პროექტი ამის კარგი მაგალითია. მოცემული პროექტი ესპანეთში ევროპული სტანდარტების აგურის ქარხნის ანალოგის კასპში აშენებას გულისხმობს. ახალი სახის პროდუქტი ეტაპობრივად ძვირადღირებულ იმპორტირებულ სამშენებლო პროდუქციას ჩაანაცვლებს“, განაცხადა დავით საგანელიძემ.




მეტეხის კერამიკული პროდუქციის ქარხანა აღიჭურვება პარტნიორი ესპანური კომპანიის თანამედროვე საწარმოო ხაზებით, დანადგარებით და ტექნიკით. გამოყენებული იქნება კასპის რაიონში არსებული სააგურე თიხის კარიერები. თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული აგური გაუმჯობესებული თბოიზოლაციით, ნესტგამძლეობით, ხმის იზოლაციითა და შემცირებული წონით გამოირჩევა.



პროექტში ჩართულნი არიან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და „ბანკი ქართუ“.


„კერამიკა ელ ტორრენტეს“ შესახებ:


ესპანური კომპანია ,,Ceramika El TORRENTE,, საუკუნეზე მეტია აწარმოებს ევროპული სტანდარტის კერამიკულ აგურს, სარგებლობს წარმატებული რეპუტაციით ესპანურ ბაზარზე. ესპანური კომპანიის მფლობელები და სპეციალისტები, რომლებიც უშუალო მონაწილეობას მიიღებენ პროექტის რეალიზებაში აგურის ბიზნესში შთამომავლობით მეოთხე თაობას წარმომადგენენ. კომპანიის მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ესპანელების მიერ საკუთარი ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით წარმოებული კერამიკული სამშენებლო პროდუქცია, კერძოდ, კერამიკული აგური, ორმაგი აგური, სატიხრე ბლოკი, გადახურვის, ფასადებისა და დეკორატიული ღობეების მოსაპირკეთებელი ნაკეთობები მაღალი რეპუტაციით სარგებლობს ესპანეთში და სრულად პასუხობს ევროპულ სტანდარტებს.



(CN)






მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება
access_time2019-10-14 20:51:04
ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება. როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ,...

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2019-10-14 18:25:10
ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი იცვლელად გთავაზობთ:“გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით...

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი
access_time2019-10-14 17:36:21
TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს თითქმის ექვსი თევა იკავებს.ტელეკომპანიას მთავრობის საკადრო ცვლილებაზე ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. მიმდინარე წლის აგვისტოში TV პირველი აცხადებდა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდებოდა. ორივე ეს პროგნოზი გამართლდა.ნათია თურნავას მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პანკისში საპოლიციო ძალები...

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა
access_time2019-10-14 16:39:33
კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, - ასე ეხმაურება...

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს
access_time2019-10-14 19:30:25
რა შედეგები აქვს საქართველოს მიწის რეგისტრაციის რეფორმის...


მსგავსი სიახლეები

up