კასპის ტექნოპარკში პროექტის „გააციფრულე საქართველო“ - შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კასპის ტექნოპარკში პროექტის „გააციფრულე საქართველო“ - შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

access_time2021-07-15 14:11:30

კასპის ტექნოპარკში პროექტის „გააციფრულე საქართველოს“ პირველი შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტის მიზანია Google-ის ციფრული ხელსაწყოების გამოყენებით ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ტურიზმის განვითარებას. პროექტს ახორციელებს აიპ „აი“, USAID/Zrda-ს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად.


მილიონობით ადამიანი ენდობა Google Maps ყოველდღიურად. ეს არის პლატფორმა, სადაც იგეგმება ტურიზმი. საქართველოში კი უამრავი ადგილია ისეთი, რომელიც არ არის დატანილი მასზე, დატანილია შეცდომით, ან არ მოიცავს შესაბამის ინფორმაციას, რამაც უნდა უბიძგოს დაინტერესებულ პირს ვიზიტისკენ. გარდა ამისა, ხშირად ვხვდებით ცრუ და უსარგებლო ინფორმაციას, რაც არამხოლოდ აბნევს მოგზაურს, არამედ აზიანებს ეროვნულ ინტერესებსაც.


გამოწვევის საპასუხოდ, Google-მა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, Google for Tourism Campaign-ის ფარგლებში გადაამზადა 30-მდე ახალგაზრდა. მათგან შეირჩა 12 ციფრული მოხალისე, რომლებიც ჩაერთნენ ,,გააციფრულე საქართველოს“ პროექტში და იმოგზაურეს საქართველოს მასშტაბით, რათა გადაეცათ თავიანთი ცოდნა ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, ტურიზმის, საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის.



პროექტის ფარგლებში, საქართველოს 17 მუნიციპალიტეტში (კასპი, გორი, ხაშური, დუშეთი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ახალციხე, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ადიგენი, ბორჯომი, მარნეული, ბოლნისი, წალკა, ახმეტა) მოეწყო ციფრული მისიები, რომელიც მოიცავდა ტრენინგებს და საფეხმავლო ტურებს, რომელშიც 300-მდე ციფრული მისიონერი ჩაერთო. მათი დახმარებით მოხდა ადგილობრივი ბიზნესებისა და ღირსშესანიშნაობების გაციფრულება (დატანა, კორექტირება, აღწერა, დასურათება Google-ის რუკებზე; Google My Businesses გამართვა და საკუთარი ვებგვერდების შექმნა საოჯახო სასტუმროებისთვის და კვების ობიექტებისთვის.).


ციფრული მისიების შემდგომ კი ციფრული მისიონერები ჩაერთვნენ მხარდამჭერ პროგრამაში, რათა მუდმივად ჰქონდეთ წვდომა ციფრულ მოხალისეებთან და მიიღონ მათგან საჭირო დახმარება. საუკეთესო შედეგების მქონე ციფრული მისიონერები კი (ვინც ამ ზაფხულს ყველაზე მეტ ადგილს გააციფრულებს) სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდებიან.


(NS)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up