კაშხლოვანი ჰესები – ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი

კაშხლოვანი ჰესები – ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი

access_time2020-05-08 14:27:56

როგორია საქართველოს ელექტროენერგიის გენერაციის წყაროების განვითარების პოტენციალი და რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში კაშხლოვანი ჰესების მშენებლობის გააქტიურება – ამ თემებზე საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი ნუგზარ ბერიძე გვესაუბრება. 


- 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის რამდენი პროცენტი ეკავა იმპორტს და რომელი ქვეყნებიდან?


- პირველ კვარტალში იმპორტის წილი 12-15%-მდე იყო. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები არიან რუსეთი და აზერბაიჯანი. რუსეთის წილი, ძირითადად, რა თქმა უნდა, აფხაზეთზე მოდის, ხოლო დანარჩენ საქართველოში იმპორტის კუთხით აზერბაიჯანი ლიდერობს.


- რატომ გაიზარდა იმპორტი, თუ უკვე თებერვლის ბოლოდან ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა და მოხმარება მკვეთრად შემცირდა?


- მოხმარება მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. ძირითადი აქცენტი საყოფაცხოვრებო მოხმარებაზე იყო, ხოლო საწარმოო სიმძლავრეების ხარჯზე მოხმარება რამდენიმე პროცენტით შემცირდა. უნდა გვახსოვდეს, რომ პირველი კვარტალი დეფიციტურია და ის, ძირითადად, იმპორტის ხარჯზე კმაყოფილდება. ჰიდრორესურსები ამ პერიოდში შემცირებულია, წყალსაცავების მოცულობა ვეღარ უზრუნველყოფს მარეგულირებელი ჰესების მუშაობას. ასევე გვაქვს გაზის ლიმიტები, აქედან გამომდინარე, პირველ კვარტალში ელექტროენერგიის იმპორტი აუცილებელია. 2020 წლის პირველ კვარტალში იმპორტის ზრდა, ძირითადად, 2017, 2018 და 2019 წლებში გაზრდილმა მოხმარებამ განაპირობა. 2017-2018 წლებში მოხმარება 7-8%-ით გაიზარდა, ასევე ზრდა დაფიქსირდა 2019 წელსაც და 2020 წლის დასაწყისში შეინიშნებოდა კლება, თუმცა არა ისე დრამატული, რასაც სურათი მნიშვნელოვნად შეიძლებოდა შეეცვალა.


- ელექტროენერგიის რა წყაროები გვაქვს საქართველოში და მთლიან გენერაციაში რამდენი პროცენტი უკავია მარეგულირებელ ჰესებს?


- საქართველოში ჰიდრორესურსები არის წამყვანი, თუმცა მისი მხოლოდ 20% გვაქვს ათვისებული. შესაბამისად, ჰიდროგენერაციას აქვს დიდი წილი.



თბოელექტროსადგურებს მთლიან გენერაციაში დაახლოებით 20% უკავია, 80%-მდე არის ჰიდროგენერაცია, ხოლო ქარისა და მზის ენერგიას აქვს გარკვეული პროცენტი. გვაქვს გორში ქარის ელექტროსადგური 20,3 მგვტ სიმძლავრის. მიმდინარე წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბოელექტროსადგური “გარდაბანი 2”, რომელსაც აქვს მაღალი მარგი ქმედების კოეფიციანტი, თუმცა ჩვენი გენერაციის უმნიშვნელოვანეს წყაროდ ჰიდროელექტროსადგურები რჩება.


- საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) გადაწყვეტილებით, მაისიდან ივლისის ჩათვლით, გენერაციის ობიექტები ელექტროენერგიის გასაყიდად პირდაპირ ხელშეკრულებებს ვერ გააფორმებენ, ვინაიდან კოვიდპანდემიის პირობებში მოხმარება მნიშვნელოვნად არის შემცირებული. იგივე ვითარებაა მეზობელ ქვეყნებშიც და ექსპორტი ვერ განხორციელდება. ასეთ პირობებში პრივილეგირებულ მდგომარეობაში რჩებიან კაშხლოვანი ჰესები, ჰიდრორესურსის დაგროვების შესაძლებლობით. რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში კაშხლოვანი ჰესების მშენებლობა?


- კაშხლოვანი, ანუ მარეგულირებელი ჰესები ბევრად მოქნილები არიან თავის საქმიანობაში, რადგან ჰიდრორესურსი არის განახლებადი, რომლის დაგროვება მნიშვნელოვანია, რადგან მისი წყალუხვობის პერიოდი მოკლეა და რესურსის ეფექტურად გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მარეგულირებელი ჰესების მეშვეობით. რაც შეეხება სეზონურ ელექტროსადგურებს, იმ პერიოდში, როცა ჩვენ დიდი რაოდენობით გვაქვს ჰიდრორესურსები, მათი გამოყენება რთულია. ამიტომ მნიშვნელოვანია კაშხლოვანი ელექტროსადგურები, რათა მოხდეს წყლის შენახვა და იმ დროს გამოყენება, როცა რესურსები მცირეა.


- მცირე და სეზონური ჰესები ვერ შეცვლის მარეგულირებელ ჰესებს – უნდა გადამისამართდეს თუ არა პრიორიტეტი სწორედ კაშხლოვანი ჰესების მშენებლობაზე?


- რა თქმა უნდა არა, რადგან კაშხლოვან ჰესებს გაცილებით მეტი ზემოქმედება აქვს ბუნებაზე, ვიდრე კალაპოტიან ჰესებს. ამ დროს საჭიროა მეტი ფართობის დაკავება წყალსაცავებით, რის შედეგადაც იტბორება სავარგულები, ტყეები და ხანდახან სოფლებიც. რაც შეეხება კალაპოტურ ჰესებს, ისინი ნაკლებ ზემოქმედებას ახდენენ გარემოზე. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი კომპლექსურია და რაიმე ერთზე პრიორიტეტის გადატანა და აქცენტის გაკეთება არასწორია, თუმცა კაშხლოვანი ჰესების გარეშე ელექტროენერგიის დეფიციტის პრობლემას ვერ გადავჭრით. ასევე მნიშვნელოვანია განვითარდეს ქარისა და მზის სადგურებიც.


- ბევრი ეკოლოგი აკრიტიკებს ჰესებს. თქვენ რამდენად ეკოლოგიურად სუფთად მიგაჩნიათ ჰესებზე გამომუშავებული ენერგია?


- ჰესები, საერთოდ, განახლებადი ენერგიის წყაროებად ითვლება და მათი მშენებლობა წახალისებულია, თუმცა გარემოს, რა თქმა უნდა, ადგება ზიანი. ტენდენცია არის ის, რომ ჰიდრორესურსი არის სუფთა რესურსი, თავისუფალია გაზების გამონაბოლქვისგან და ეკოლოგიურად სუფთაა. გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ეს ყველაფერი შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების გამოყენებით უნდა გაკეთდეს. გარემოზე ზემოქმედება აქვს ყველაფერს, მათ შორის ქარისა და მზის ელექტროსადგურებსაც, მთავარია ეს ზემოქმედება სწორად იყოს შეფასებული და ადეკვატური ღონისძიებები გატარდეს.


- შუახევჰესი ექსპლუატაციაში გაეშვა. რამდენად მნივშნელოვანია ნენსკრა ჰესის მშენებლობა იმპორტჩანაცვლების კუთხით? – პანდემია დასრულდება და მოხმარება ისევ გაიზრდება.


- პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ენერგიის გამოყენების გარეშე, საწარმოებსა და ეკონომიკას ვერ განვავითარებთ. გვჭირდება გენერაციის წყაროების განვითარება, რადგან მოხმარება იზრდება და მას ადგილობრივი წყაროები ვეღარ აკმაყოფილებს, ამიტომ გვჭირდება ხოლმე ელექტროენერგიის იმპორტი. მოგეხსენებათ, მძლავრი და წყალსაცავიანი ჰესები და თუ განვითარდება ასევე ჰიდრომააკუმულირებელი სადგურები, ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ცვლადი გენერაციის წყაროების უფრო ეფექტურად დანერგვისთვის. თავისთავად, იმპორტი ძალიან დიდი ნახტომებით იმიტომ გაიზარდა, რომ ჩვენი სიმძლავრეები უკვე ვეღარ ფარავდა მოხმარებას. შესაბამისად, მრეწველობისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მხოლოდ მძლავრ ელექტროსადგურებს შეუძლია.


- უცხო ქვეყნების გამოცდილება როგორია ამ მიმართულებით? მაგალითად, როგორც ცნობილია, ნორვეგიაში 1660 ჰესია. აქედან 1000–ზე მეტი კაშხლოვანია. უნდა გაიზიაროს თუ არა საქართველომ ეს გამოცდილება?


- ამ კუთხით, ნორვეგიის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნება. მათ სრულად აქვთ ათვისებული ჰიდრორესურსი, მაშინ, როცა ჩვენ მხოლოდ 20%-ს ვიყენებთ. მათ გამოცდილებას მუდმივად ვეცნობით და ისინი, როგორც კონსულტანტები, აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში. შესაბამისად, ნორვეგიის, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ენერგეტიკული ქვეყნის გამოცდილების გაზიარება ნამდვილად გამოგვადგება.


(NS)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up