კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს  მიაღწია

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

access_time2021-04-14 19:00:57

საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.

 

საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი იქნება. შესაძლოა, ბევრმა მოსავლის ნაწილი ვერ გაყიდოს, რადგანაც არსებული მარაგებიც და იმპორტის მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალია.

 

2021 წლის პირველ კვარტალში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კარტოფილი დოლარებში საშუალოდ 50%-ით, ხოლო ლარებში 37%-ით  გაიაფდა - ამის ერთ-ერთი მიზეზია 2020 წელს პანდემიის დაწყება, რის შედეგადაც მოსახლეობამ სურსათის მასობრივი შესყიდვა დაიწყო.

 

თუმცა, ფასები პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებითაც შემცირდა, რაც აჟიოტაჟური მოთხოვნით ვერანაირად აიხსნება.

 

2021 წლის პირველ კვარტალში კარტოფილის გაიაფებას ფერმერები 2020 წელს კარგ მოსავალს, და ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო მოთხოვნის შემცირებას უკავშირებენ. მოსავალის ზრდა კარგი კლიმატური პირობების, და კარტოფილის ნათესების მნიშვნელოვანი ზდრითაა გამოწვეული.

 

კარტოფილის სამომხმარებლო ფასების ინდექსი რეკოდრულად დაბალ დონეზეა,  8%-ით დაბალია, ვიდრე 2015-2020 წლებში, და 88,2 ერთეულს შეადგენს. კონკრეტულად მარტში ინდექსი 2020 წლის მარტთან შედარები 33%-ით ნაკლებია.

 


უხვი მოსავლის მიუხედავად, 2021 წლის თებერვალში კარტოფილის იმპორტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებებლებს 27%-ით აღემატებოდა. საყურადღებოა ისიც, რომ იმპორტის ზრდას ხელი არც ფასების ვარდნამ შეუშალა.

 

კარტოფილის იმპორტის მთავარი წყარო თურქეთია, სადაც ეს პროდუქტი კიდევ უფრო იაფია.

 

თუმცა, EastFruit-ის ექსპერტების აზრით, წლის საბოლოო მაჩვენებლები წინა წელთან შედარებით უფრო დაბალი იქნება, რადგანაც 2020 წლის აპრილ-მაისში აგრარული ბაზრების დახურვის და ლოკდაუნის გამო უცხოეთიდან კარტოფილის დიდი რაოდენობა შემოვიდა.

 

სასაქონლოს გარდა, 2020 წელს სათესლე კარტოფილის იმპორტიც მნიშვნელოვნად გაიზარდა - 2019 წელთან შედარებით ზრდამ 214% შეადგინა. 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა - კერძოდ, 2021 წლის თებერვალში სათესლე კარტოფილის იმპორტი 3-ჯერ ნაკლები იყო 2020 წლის თებერვალთან შედარებით.

 

სათესლე კარტოფილის იმპორტი ძირითადად გერმანიიდან და ჰოლანდიიდან ხორციელდება.

 

რთული წლის მიუხედავად, ფერმერები კარტოფილის ნათესების შემცირებას არ გეგმავებ.

 

კარტოფილის ახალი სეზონი საქართველოში ივნისში დაიწყება. ტრადიციალურად პირველი მოსავალი ქვემო ქართლში მოდის, სექტემბერში კი ბაზარზე სამცხე-ჯავახეთის კარტოფილი შემოდის

 

ბაზარზე  ადრეული, ანუ „ახალგაზრდა“ კარტოფილი უკვე გამოჩნდა, რომლის 1 კილოც საშუალოდ 4-5 ლარი ღირს.

 

east-fruit.com

 

თენგიზ აბლოთია

 


თეგები:
კარტოფილი



მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

Die Welt: კვლევის შედეგები - კორონავირუსს არა 3,2, არამედ 6,9 მლნ. ადამიანი შეეწერია

Die Welt: კვლევის შედეგები - კორონავირუსს არა 3,2, არამედ 6,9 მლნ. ადამიანი შეეწერია
access_time2021-05-15 20:00:28
ამერიკელი მკვლევარები მიიჩნევენ, რომ რეალურად კორონავირუსს არა 3,2 მლნ. როგორც ამბობს ოფიციალური სტატისტიკა, არამედ 6,9 მლნ. ადამიანი შეეწირა.   მათი აზრით, თითქმის ყველა ქვეყანაში კორონავირუსისგან სიკვდილიანობის სტატისტიკაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია და ეს თითქმის ყველა ქვეყანას ეხება - მდიდარს და ღარიბს, დემოკრატიულს და ავტორიტარულს.   განსაკუთრებით დიდია სხვაობა სტატისტიკას და რეალობას შორის რუსეთში.   ვაშინგტონის უნივერსიტერის...

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს
access_time2021-05-15 18:00:26
ათენთან ყველაზე ახლოს მდებარე კუნძულ კეიაზე ტემპერატურის მომატებასთან ერთად ცხოვრების რიტმიც მატულობს. 27 გრადუსი იდეალური ტემპერატურაა შენობების გადაღებვის, რესტორნების და სასტუმროების მოწესრიგების და ახალი ტურისტული სეზონის დაწყებისთვის.   საბერძნეთში შეზღუდვები ყველგან იხსნება, უცხოელებისთვის აუცილებელი კარანტინი უქმდება, კეთილმოწყობილი პლიაჟები ისევ ამუშავდა, კლიენტები კი ბარების და რესტორნების ტერასებზე დაბრუნდნენ.   უცხოელ...


მსგავსი სიახლეები

up