„კარტელმა“ არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე მორიგი ცილისმწამებლური თავდასხმა განახორციელა - ნიკა შენგელია

„კარტელმა“ არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე მორიგი ცილისმწამებლური თავდასხმა განახორციელა - ნიკა შენგელია

access_time2022-06-29 20:00:52

ანალიტიკოსი ნიკა შენგელია არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე დიზელის საწვავის ფარულად შემოტანის ტელევიზიით გაჟღერებულ ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს საფუძველს მოკლებული ცილისწამებაა. მისი თქმით,  როდესაც კონკურენციის სააგენტო თავისი ფუნქციების შესრულებას ცდილობს, „კარტელმა“ არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე მორიგი ცილისმწამებლური თავდასხმა განახორციელა.


აღნიშნულთან დაკავშირებით ნიკა შენგელიამ სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ,,კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:


„დღეს მონოპოლისტი “სოკარი” და მის ზეგავლენის ქვეშ მყოფი კარტელური ჯგუფი შეეცდება შეიყვანოს მთავრობა შეცდომაში და გაამეორებინოს ისე, როგორც 2011 წელს „დაინტერესებული ჯგუფის“ მიერ მოწყობილი თავდასხმა არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე და ჩაიფიქრა მათი განადგურება, რითიც საბოლოოდ მოისპობა კონკურენციის შექმნის შესაძლებლობა.


მინდა განვაცხადო, ტელევიზიით გაჟღერებული ინფორმაცია, რომ არაბრენდირებული გასამართი სადგურები რეალიზაციას უკეთებენ წითელი ხიდიდან ავტომანქანებს ფარული ავზებით ( ეგრედ წოდებულ ბაკებით ) შემოტანილ დიზელის საწვავს საფუძველს მოკლებულია.


შემოსავლების სამსახურმა დააკონკრეტა, რომ საწვავის შემოტანის ფაქტები საბაჟო სამსახურების მიერ ვლინდება მაგრამ ის რომ ეს საწვავი რომელიმე არაბრენდულ გასამართ სადგურზე იყიდება ასეთ ფაქტზე ინფორმაცია არ გაუკეთებია.



დღეს როდესაც მთავრობის წინაშე დგას ურთულესი ამოცანა დაკავშირებული საწვავზე ფასების ზრდის შეჩერებასთან და ქვეყნის ეკონომიკის დამცავი და გამაჯანსაღებელი მექანიზმების შექმნასთან დაკავშირებით , გარკვეული ძალები ასეთი დეზინფორმაციით ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მთავრობის ყურადღების გადატანას ძირითადი მიზეზებიდან მათთვის სასურველ მიზანზე, რომელიც ისახავს საქართველოში ნავთობპროდუქტების დარგში კონკურენციის საბოლოო მოსპობას.


სტატისტიკური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად „სოკარი“-ს და მის ზეგავლენის ქვეშ მყოფ „კარტელური“ გუნდის გარდა საწვავი შემოაქვთ კიდევ რამოდენიმე ცალკეულ კომპანიებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ იმპორტიორებს საწვავი შემოაქვთ რუსეთიდან სადაც როგორც კონკურენციის სააგენტოს მიერ მოკვლევით დადგინდა რუსეთის ფასები იძლევა შესაძლებლობას საქართველოს საცალო ბაზარზე ფასების შემცირებას.


შესაბამისად ის ფაქტი, რომ არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე საწვავი იყიდება დაბალ ფასებში ვიდრე ბრენდირებულ „კარტელები“-ს ჯგუფის საცალო ქსელში,ეს ფაქტი გამართლებულად უნდა ჩაითვალოს.


რაც შეეხება ასეთ დეზინფორმაციების არსებობას საზოგადოებამ და ცალკეულმა არაბრენდირებულმა გასამართ სადგურების ხელმძღვანელებმა უნდა იცოდეს, რომ „სოკარი“ და მის ზეგავლენის ქვეშ მყოფი „კარტელები“ არ არის გამორიცხული,რომ გაწევრიანებულები არიან ზოგიერთ სტრუქტურებში სადაც საწევროებსაც იხდიან და ეს სტრუქტურა შესაბამისად ვალდებულია გაატაროს ამ კარტელების ჯგუფისთვის სასურველი პოლიტიკა რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაკავშირებულია კონკურენციის მოსპობასთან.


რჩება შთაბეჭდილება, რომ ერთადერთი რაც დარჩა განსახორციებელი „სოკარ“-ს თავისი საქართველოს ეკონომიკის დამანგრეველი გეგმიდან ეს არის ცალკეული არაბრენდირებული გასამართი სადგურების მოსპობა რომელიც რეალურად არის კონკურენციის შემქმნელი.


იმის ნაცვლად რომ ქვეყანაში განვაჯანსაღოთ კონკურენცია ეკონომიკის სამინისტრო და მისი სტრუქტურები ცდილობენ თავისი ქმედებებით კონკურენციის მოსპობას რისი თქმის საფუძველს იძლევა კონკრეტული მაგალითი.

როგორ მოხდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა ქონების სააგენტომ გამოიტანა აუქციონზე გასაყიდათ ლოტი №1 და აუქციონის № 1462 ყადაღა დადებული ბენზინ გასამართი სადგური რომელიც ჩამორთმეული იყო 2011 წლისგასამართ სადგურებზე თავდასხმის შედეგად , დაინტერესებული ჯგუფის მიერ და პრემიერ მინისტრის № 1044 ბრძანებულებით ექვემდებარება დაბრუნებას მეპატრონე ორგანიზაციაზე.


მე ჩემს გამოსვლებში არა ერთხელ განვაცხადე და დავასაბუთე, რომ დღევანდელ მთავრობას 2012 წელს უკვე დახვდა ეს დარგი მონოპოლიზირებული „სოკარი“-ს მხრიდან,ასევე გამოვრიცხე ის ფაქტი, რომ დღევანდელი მთავრობა არ არის ტანდემში სოკარის მონოპოლისტურ პოლიტიკასთან , მაგრამ ეკონომიკური გუნდის ქმედებები თუნდაც ამ კონკრეტული მოყვანილი ფაქტიდან ,რომ ყადაღა დადებული ქონება გააქვთ აუქციონზე , ის ფაქტი, რომ არ სრულდება პრემიერ მინისტრის 1044 ბრზანებულება რომელიც მიმართულია კონკურენციის აღდგენაზე იძლევა საფუძველს, რომ დღევანდელ საჯარო სტრუქტურებში არიან იმ ფარული ძალების წარმომადგენლები რომელიც ცდილობენ საზოგადოების განწყობას დღევანდელი მთავრობის წინააღმდეგ.


რაც შეეხება ცალკეულ არაბრენდირებულ ბენზოგასამართ სადგურებს , სასურველი იქნებოდა მათ შექმნან რაიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც დაიცავს მათ ინტერესებს , რომელიც მოახდენს სათანადო რეაგირებას მათ საწინააღმდეგოთ არასაფუძვლიან გამოსვლებსა და ბრალდებების მიმართ, შეძლებენ სამართლიანი გზებისა და მეთოდების გამოყენებას და სხვა დამცავი მექანიზმების შექმნას მათი საქმიანობის გამყარების მიზნით“, - წერს ნიკა შენგელია.






საქართველოს რკინიგზამ 2021 წელს ლარში შემოსავლის 11,95%-იანი ზრდა აჩვენა

საქართველოს რკინიგზამ 2021 წელს ლარში შემოსავლის 11,95%-იანი ზრდა აჩვენა
access_time2022-09-29 14:00:08
„საქართველოს რკინიგზამ“ 2021 წელს ლარში შემოსავლის 11,95%-იანი ზრდა აჩვენა,  8,04%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა  დოლარის კუთხითაც, ოღონდ ლარის კურსის რყევების გამო, ოდნავ შენელებული ტემპით - ამის შესახებ ინფორმაცია TBC Capital -  ის კვლევაშია მოცემული. მათივე ინფორმაციით, პოზიტიური დინამიკა 2022 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, როდესაც შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლარში 12,06%-ით გაიზარდა, ხოლო 21,81% -ით...

უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
access_time2022-09-29 12:55:22
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate (დეველოპერული კომპანია m2-ის მფლობელი კომპანია) ახალი გენერალური დირექტორი, გურამ ახვლედიანი უხელმძღვანელებს. გურამ ახვლედიანი Georgia Capital-ის ჯგუფში, რომელიც Georgia Real Estate-ის დედა კომპანიაა, შვიდი წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. 2021 წლიდან დღემდე,  ის  Georgia Real Estate -ის ტექნიკური დირექტორი იყო.   გიორგი ვახტანგიშვილი, რომელიც Georgia Real Estate-ის გენერალური დირექტორის...

„არ მაქვს უფლება, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი არ დავუჭირო სამოქალაქო საზოგადოებას“

„არ მაქვს უფლება, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი არ დავუჭირო სამოქალაქო საზოგადოებას“
access_time2022-09-29 12:37:21
ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ არასოდეს ჩარეულა და არც მომავალში ვაპირებს ჩარევას ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოში, ჩავთვალე, რომ ვალდებული ვარ, როგორც ჩვენ ქვეყანაში, ასევე რეგიონში განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო და საზოგადოებამდე ჩემი სათქმელი მივიტანო. დღეს...

ზეთის ფასი შემცირდა და არის წინაპირობა, რომ კიდევ უფრო გაიაფდეს - ბიზნესის მოლოდინი

ზეთის ფასი შემცირდა და არის წინაპირობა, რომ კიდევ უფრო გაიაფდეს - ბიზნესის მოლოდინი
access_time2022-09-29 12:30:49
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ზეთის ფასი საკმაოდ შემცირდა, არის წინაპირობა, რომ უფრო გაიაფდეს. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ფასის შემცირებას მათ შორის განაპირობებს ის ფაქტიც, რომ ზეთზე მცურავი ბაჟი შესაძლოა განულდეს. „ზეთი საკმაოდ გაიაფდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ დიდი მოსავალია, მათ შორის, რუსეთში. მცურავი ბაჟი იყო შემოღებული,...

ევროპაში გაზის ფასი დაახლოებით 2%-ით შემცირდა

ევროპაში გაზის ფასი დაახლოებით 2%-ით შემცირდა
access_time2022-09-29 11:58:07
ევროპაში გაზის საბირჟო ფასები, დღეს, ვაჭრობის დაწყების შემდეგ ზომიერად კლებულობს და ათას კუბურ მეტრზე 2 ათასი დოლარის დონეზეა შენარჩუნებული. Report-ის ცნობით, ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE მონაცემები. უახლოესი, ოქტომბრის ფიუჩერსებით (უმსხვილესი ევროპული ჰაბის TTF ინდექსის მიხედვით) ვაჭრობა დაახლოებით $1,965,8 ათას კუბურ მეტრზე (-4,4%) გაიხსნა. შემდეგ ფასები 2016 დოლარამდე (-2%) გაიზარდა. კოტირების დინამიკა ეფუძნება წინა სავაჭრო დღის ანგარიშსწორების ფასს - $2,056.6...


მსგავსი სიახლეები

up