კარლოს მოედაში - ქუთაისის უნივერსიტეტი გამორჩეული პროექტია, რომელიც არამხოლოდ ქვეყანას, არამედ მთლიანად რეგიონს შეცვლის

კარლოს მოედაში - ქუთაისის უნივერსიტეტი გამორჩეული პროექტია, რომელიც არამხოლოდ ქვეყანას, არამედ მთლიანად რეგიონს შეცვლის

access_time2019-09-24 12:53:02

ძალიან მნიშვნელოვანია 1 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციის ჩადება და განათლების, მეცნიერებისა და კვლევებისთვის ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება. ეს იქნება მნიშვნელოვანი პროექტი არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ბევრი ერთობლივი პროექტი განვახორციელოთ,- ამის შესახებ ევროკომისარმა კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების დარგში, კარლოს მოედაშმა განაცხადა.


,,ჩემი აზრით ქუთაისის უნივერსიტეტი გამორჩეული პროექტია, რომელიც შეცვლის არამხოლოდ ქვეყანას, არამედ მთლიანად რეგიონს. ეს არის დიდი საჩუქარი განათლების, მეცნიერებისა და ინივაციების "შექმნის" საქმეში, რასაც ქვეყნის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეისათვის ძალიან მნიშვნელოვანია 1 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციის ჩადება და განათლების, მეცნიერებისა და კვლევებისთვის ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება. ეს იქნება მნიშვნელოვანი პროექტი არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის. ეს პროექტი ბევრი ერთობლივი პროექტის განხორციელების საშუალებას მიგვცემს“,- განაცხადა ევროკომისარმა.


საქართველოს განათლების სისტემაში ევროპული ხარისხის დანერგვისა და ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, ქართული დელეგაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს მართავს.


ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ბატიაშვილი ევროკომისარს კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების დარგში კარლოს მოედაშს შეხვდა და მას საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმის დეტალების გააცნო.



შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსებასა და მშენებლობას. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ პროექტი მართლაც შთამბეჭდავია და ის დიდ როლს შეასრულებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის განვითარებაში.


„კომერსანტი“




შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up