კარლ ჰარცელი: ევროკავშირი ამაყობს იმით, რომ ის საქართველოს უახლოესი პარტნიორია

კარლ ჰარცელი: ევროკავშირი ამაყობს იმით, რომ ის საქართველოს უახლოესი პარტნიორია

access_time2021-05-26 15:10:00

შესაძლებლობა მომეცა, რომ თითქმის სამი წელი გამეტარებინა საქართველოში და ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის მაკვირვებდა ამ ქვეყნის მრავალფეროვნება, სითბო და ტემპერამენტი, - ამის შესახებ კარლ ჰარცელი ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, რომელშიც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოში გატარებული 2 წლისა და 9 თვის შთაბეჭდილებებს აზიარებს.


ევროკავშირის ელჩის აღნიშნავს, რომ „საქართველო მართლაც ულამაზესი ქვეყანაა, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფები – სვანეთის თოვლიან მთებში, აჭარის მწვანე სანაპიროზე, ჩაის პლანტაციების შუაგულში გამავალ გურიის გზებზე, კახეთის მდიდარ ვენახებში, თუ სხვა უამრავ თვალწარმტაც ადგილას“.


„მე ასევე მქონდა შესაძლებლობა, გავცნობოდი საქართველოს შთამბეჭდავ კულტურულ მემკვიდრეობას, დამეგემოვნებინა ქვევრის ღვინო და ხინკალი, დავმტკბარიყავი მრავალხმიანი მუსიკით და აღვფრთოვანებულიყავი საქართველოს გრძელი და გამორჩეული ისტორიული კვალით.


შევხვდი ძალიან ბევრ შემოქმედებით და ამბიციურ ადამიანს, რომლებიც ავითარებენ ტურიზმის სექტორს, აწყობენ თანამედროვე ღვინის მარნებს, აღორძინებენ ჩაის პლანტაციებს და საკუთარ ადგილს იკავებენ მსოფლიო მოდის რუკაზე.



საქართველომ განვითარების ევროპული გზა აირჩია. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მყარი ურთიერთობა გვაქვს. ამის მაგალითია უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი წვდომა ევროკავშირის ბაზარზე და რეკორდული რაოდენობის ქართველი სტუდენტი, რომელიც განათლებას ევროპაში იღებს.


ევროკავშირი ამაყობს იმით, რომ ის საქართველოს უახლოესი პარტნიორია, განსაკუთრებით COVID პანდემიის პირობებში, როდესაც ევროკავშირმა დაამტკიცა, რომ ნამდვილი მეგობარი გაჭირვებაში შეიცნობა.


ჩვენ დღეს საქართველოს განახლების დღის წესრიგის ნაწილი ვართ, ვეხმარებით რა ფერმერებს, ბიზნესებს და რეგიონებს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის.


ჩვენ ერთად უკვე ძალიან ბევრს მივაღწიეთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომდევნო წლებში საქართველო და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ჩვენი პარტნიორობიდან კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს. გაუმარჯოს საქართველოს!“ - აცხადებს ჰარცელი.


imedinews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up