კარლ ჰარცელი - ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსადმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია, ეს მთავრობის დიდი მიღწევაა და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ეს შევძელით

კარლ ჰარცელი - ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსადმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია, ეს მთავრობის დიდი მიღწევაა და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ეს შევძელით

access_time2020-05-21 21:50:46

ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსადმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ევროპული ბიზნესასოციაციის წევრებთან ონლაინშეხვედრის დროს განაცხადა.

 

„მე ამაყი ვარ, რომ პანდემიის დროს ევროკავშირმა სწრაფად იმოქმედა. კრიზისის პირველივე დღეებიდან მოყოლებული ჩვენ დახმარების ხელი გავუწოდეთ საქართველოს და მთავრობასთან ერთად ვიმუშავეთ. ევროკავშირმა დაამტკიცა, რომ ის საქართველოს ნამდვილი მეგობარია. მეგობარი, რომელიც, პირველ რიგში, გაჭირვებაში გეხმარება. მაგრამ ეს შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმული სანდო და ქმედითი ნაბიჯების გარეშე. ეს ეხება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისს და ასევე, სოციალურ-ეკონომიკურ მხარეს, სადაც ასევე კარგი სტარტი გვქონდა, რამაც მოგვცა საშუალება, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან ერთად, ძალიან სწრაფად გვეთანამშრომლომა მთავრობასთან, რათა შეგვემუშავებინა ეკონომიკის დახმარების პაკეტები“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

 

ჰარცელის თქმით, საქართველოში ეპიდემიის დროს ძალიან ბევრ ადამიანს გაუჭირდა და ეს კრიზისი სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდება. დიპლომატის თქმით, ბოლო ორ თვეში საქართველოს დახმარების სამი მნიშვნელოვანი პაკეტის შესახებ გახდა ცნობილი, რომელთაგან ორის საერთო მოცულობა 250 მილიონი ევროა.


 

„გუშინ ევროპულმა საბჭომ ასევე დაამტკიცა 150 მილიონი ევროს ოდენობით მიკროსაფინანსო დახმარება. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი საქართველოს დაახლოებით 1,5 მილიარდი ლარით ეხმარება. მე შემიძლია ვთქვა, რომ ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსადმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია. ეს მთავრობის დიდი მიღწევაა და მეც ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ შევძელით ეს ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

პირველი არხი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up