ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დიდი მსხვერპლით მოპოვებულ მემკვიდრეობას უწოდებს.
“9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა! 1989 წლის ამ დღეს საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ მემკვიდრეობას”, - წერს ფეისბუკზე ელჩი ჰარცელი.
დღეს 32 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევიდან. 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი.
2 წლის შემდეგ, საქართველომ აღიდგინა გასაბჭოების შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
www.radiotavisupleba.ge