კარგი წიგნები „საზიზღარი წლისთვის“ - ხუთი წიგნი, რომელსაც ბილ გეითსი რეკომენდაციას უწევს

კარგი წიგნები „საზიზღარი წლისთვის“ - ხუთი წიგნი, რომელსაც ბილ გეითსი რეკომენდაციას უწევს

access_time2020-12-14 20:30:00

ბილ გეითსი ყოველწლიურ ტრადიციას განაგრძობს და მის პირად ბლოგზე ხუთ წიგნს აქვეყნებს, რომელსაც რეკომენდაციას უწევს.

„საზიზღარი წელი“ - ასე დაასათაურა მილიარდერმა 2020 წელი და ყველას მოუწოდა, რომ პანდემიურ ყოფას კარგი წიგნები დაუპირისპირონ. საიტერესოა, რას კითხულობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე “ჭკვიანი ტვინი?“

“ვისაც რთულ პერიოდებში გვიყვარს კითხვა, მივმართავთ სხვადასხვა სახის წიგნს. წელს, ვეცადე უფრო ღრმად ჩავწვდომოდი რთულ თემებს, მაგალითად, უსამართლობას, რის გამოც “black lives matter“ გახდა აქტიური. ხანდახან ტემპის შეცვლა მჭირდებოდა. საბოლოო ჯამში, წლის კარგ ნოტაზე დასრულებისთვის, ეს წიგნები შევარჩიე“ - ამბობს გეითსი.

გეითსის მხატვრული ლიტერატურის ყველა არჩევანი ფოკუსირებულია მეცნიერებაზე, სისტემურ რასიზმზე და იმაზე, თუ რა სახის გამოწვევების წინაშე დადგება კაცობრიობა 2021 წელს.

ახალი ჯიმ კროუ: მასობრივი პატიმრობა დალტონიზმის ხანაში - ავტორი მიშელ ალექსანდრე.

”ჩვენ გვჭირდება უფრო სამართლიანი მიდგომა სასჯელის შეფარდებისადმი და მეტი ინვესტიცია ფერად საზოგადოებაში.”- აფასებს ბილ გეითსი.

დიაპაზონი: რატომ გაიმარჯვებენ უნივერსალები სპეციალიზებულ სამყაროში - ავტორი დევიდ ეპშტეინი.

TedX– ის 2014 წლის მოხსენებიდან გამომდინარე, ეპშტეინი ავრცელებს თავის არგუმენტს, რომ მსოფლიოში არსებული დარგის სპეციალისტების უმრავლესობა დაჩაგრულია. სინამდვილეში, ბევრად წარმატებულია ადამიანი, რომელსაც ბევრი გამოცდილება აქვს სხვადასხვა სფეროში.


გეითსის თქმით, შეიძლება მკითხველმა აღნიშნოს, რომ სპეციალისტების მიმართ ეპშტეინი ძალიან კრიტიკულია, მაგრამ "თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ჰიპერ სპეციალიზებული სფეროთი, როგორიცაა მოლეკულური ბიოლოგია ან კვანტური ფიზიკა, სასწრაფოდ ისწავლეთ, რადგან სხვა საგნების შესწავლას დრო სჭირდება".

ბრწყინვალება და სისაძაგლე: საგა ჩერჩილზე, ოჯახზე და დაუმორჩილებლობაზე ომის დროს - ავტორი ერიკ ლარსონი.

1940 -1941 წლების ინგლისზე ამ ისტორიულ მონათხრობში ყურადღება გამახვილებულია ნაცისტების მიერ, ღამით ლონდონის დაბომბვაზე, მეორე მსოფლიო ომის ყოფაზე. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ომი პანდემიასთან კავშირში არ არის, გეითსმა წიგნი 2020 წლის შესაფერის გამოცემად შეაფასა.

ჯაშუში და მოღალატე: ცივი ომის უდიდესი ჯაშუშური ისტორია - ავტორი ბენ მაკინტაირი.

წიგნში აღწერილია კგბ-ს ოფიცერის, ოლეგ გორდიევსკის ორმაგი ჯაშუშური ცხოვრება, რომელმაც 1983 წელს საბჭოთა კავშირს ამერიკის წინააღმდეგ ბირთვული ომის წარმოებაში ხელი შეუშალა.

გეითსმა წიგნს „მომაჯადოებელი“ უწოდა.

სუნთქვა მარილიდან: მომაკვდინებელი გენეტიკური დაავადება, ახალი ერა მეცნიერებაში და პაციენტები და ოჯახები, რომლებმაც შეცვალეს მედიცინა - ავტორი ბიჯალ პ. ტრივედი.

კისტოზური ფიბროზის ეს „ნამდვილად ამაღელვებელი“ ისტორია მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ მივყავართ სამეცნიერო ინოვაციებს სამედიცინო მიღწევებამდე.

„მაიკროსოფტის“ თანამშრომელმა გეითსს 1999 წელს ახალი CF წამლების განვითარებაში ინვესტიციის გაკეთების თხოვნით მიმართა და აუხსნა, რომ მის ორ შვილს ჰქონდა დაავადება. შიშობდა, რომ მათი დრო ამოიწურა. გეითსმა პროექტისთვის 20 მილიონი დოლარი გადაიხადა და ხელი შეუწყო ამ ძალიან ეფექტური მედიკამენტის წარმოებას. წიგნში აღწერილია პაციენტების გამოჯანმრთელების ამაღელვებელი მომენტები.


BPN.GE


თეგები:
ბილ გეითსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up