„კარგი რაც მოხდა კოვიდის დროს, ქართველებმა აღმოაჩინეს საქართველო, ისწავლეს საქართველოში დასვენება“

„კარგი რაც მოხდა კოვიდის დროს, ქართველებმა აღმოაჩინეს საქართველო, ისწავლეს საქართველოში დასვენება“

access_time2022-01-24 20:00:00

2021 წელი საქართველოს სასტუმროებმა დატვირთულობის 35%-იანი ნიშნულით დაამთავრეს - ამის შესახებ სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა მედიაცენტრ ,,მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.



მისი თქმით, ივლისში საქართველოში იმდენი ტურისტი შემოვიდა, რომ სექტორმა მათი ჯეროვნად მომსახურება ვერ შეძლო.



„2021 წელის მაისიდან დაიწყო ჩვენი სექტორის აღდგენა და ამ დროს, დატვირთულობის კოეფიციენტი ავიდა 30%-მდე. ეს პირველი ბიძგი და სიხარული იყო გასული წლის, სრული სტაგნაციის ფონზე. ივნისმა უკვე 45-50% დატვირთვა აჩვენა, ივლისში კი, იმდენი სტუმარი შემოვიდა ქვეყანაში, რომ გაჩერებულმა სექტორმა ვერ მოახერხა მათი ჯეროვნად მომსახურება, რადგან ამ პერიოდამდე ჩვენ არ ველოდით ასეთი რაოდენობით სტუმრების შემოსვლას და პერსონალის თითქმის 40%-ით მოგვიხდა მათი მომსახურება. ამან კი, საკმაოდ ცუდი კომენტარები გამოიწვია, რომ საქართველოში მომსახურეობის დონე დაბალია. ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ამ დროისათვის პერსონალის საკმაოდ დიდი ნაწილი არ გვენდობოდა და ჩვენთან არ დაბრუნდნენ.




აღსანიშნავია ისიც, რომ საერთოდ შეიცვალა სტუმრების ხარისხი. ვიზიტორთა დიდი ნაწილი მოდის მაღალი კლასის სასტუმროებზე. 5-ვარსკვლავიან და ბრენდულ სასტუმროებზე მოთხოვნა გაიზარდა, რადგან აქ, უფრო დაცულად გრძნობენ ადამიანები თავს. 2019 წლამდე არსებული ტენდენცია, რომ არაბრენდულ და მცირე სასტუმროებში ვიზიტორი მეტი იყო, სრულად შეიცვალა. რეგიონებში კი, ყველაზე კარგი რაც მოხდა კოვიდის დროს, ქართველებმა აღმოაჩინეს საქართველო, ისწავლეს საქართველოში დასვენება. რეგიონების სასტუმროების 70% ქართველ მომხმარებელს მოემსახურა. ადრე, ნამდვილად არ გვქონდა ეს ტენდენცია, მხოლოდ დამსვენებლების 25-30% იყო ქართველო მომხმარებელი“, - განაცხადა ალავერდაშვილმა.



მისივე თქმით, სამთო კურორტებზე თებერვალში 55-60% დატვირთულობას ელოდებიან, დედაქალაქში კი გაზაფხულამდე მხოლოდ 35%-ს.



,,ახალი წლის პერიოდში 7-8 რიცხვამდე საკმაოდ დიდი დატვირთულობა იყო ოთხივე სამთო კურორტზე, შემდეგ კი დაცარიელდა. ეს დასვენების დღეების ჩავლასთან ერთად ომიკრონის გავრცელებამ და სათხილამურო ტრასების არასათანადო მდგომარეობამაც განაპირობა. 8 იანვრიდან დატვირთულობა 25%-ზე ჩამოვიდა, თუმცა 28 იანვრიდან ისევ შეინიშნება აქტივობა ჯავშნებზე. თებერვალში რეგიონებში 55-60% დატვირთულობას ველოდებით, თბილისში კი დაახლოებით 35%-ს. როგორც წესი, დედაქალაქში ეს პერიოდი ისედაც ხალვათი იყო სტუმრიანობით“, - განაცხადა ალავერდაშვილმა.



BPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up