კარგი კაპიტალი, მაღალი ლიკვიდობა, დაბალი ლევერიჯი - საფინანსო სექტორი ჯანსაღია -რუბინი

კარგი კაპიტალი, მაღალი ლიკვიდობა, დაბალი ლევერიჯი - საფინანსო სექტორი ჯანსაღია -რუბინი

access_time2019-10-23 09:15:09

„საქართველო მაკრო და სტრუქტურული წარმატებული რეფორმებით სამაგალითო ქვეყანაა“, - ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორი ნურიელ რუბინი მიიჩნევს, რომ 5% ეკონომიკური ზრდის მიღწევით ქვეყანამ საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი.

 

მისაბაძია იმ ქვეყნებისთვისაც, რომელთაც სურთ ჰქონდეთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა, სრულყოფილი ფისკალური პოლიტიკა და სახელმწიფო ფინანსები, დაბალი საბიუჯეტო დეფიციტი და სახელმწიფო ვალი. ყოველივე ეს საქართველომ შეძლო ხარჯვის კონტროლით, კაპიტალურ ხარჯებში ინვესტირებით და სრულყოფილი საგადასახადო სისტემით, რომელიც ზრდის შემოსავლებს.

 

„საქართველომ, სხვა ბევრ ქვეყანასთან ერთად გააცნობიერა დამოუკიდებელი, ინფლაციაზე ფოკუსირებული ცენტრალური ბანკის მნიშვნელობა.  არის ინფლაციის თარგეთირების და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. საგარეო შოკი, ნაწილობრივ სწორედ კურსით აბსორბირდება.

 

 „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” რუბინიმ საგარეო დეფიციტის კლების პოზიტიუირ ტრენდზე აღნიშნა. „ვიცით, რომ,  მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსება უმჯობესია გრძელვადიანი რესურსით და ეროვნული ვალუტით. საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ფინანსდება კაპიტალით, რომელიც არის როგორც გრძელვადიანი, ასევე ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული.

 

ქვეყნის  საფინანსო სისტემა ჯანსაღია; ბანკების ზედამხედველობა და  რეგულირება სწორად და წარმატებით ხორციელდება. აქვთ კარგი კაპიტალი, კარგი ლიკვიდობა და დაბალი ლევერიჯი. შესაბამისად, ბოლო ხანებში ქვეყნის რეიტინგები იზრდება, რადგან ჯანსაღი საფინანსო სექტორი  მაკროეკონომიკური სტაბილურობის ფუნდამენტია.

 

მაკროეკონომიკურ სტაბილურობასთან ერთად საჭიროა  პროდუქტიულობის ზრდა, რაც გულისხმობს რეფორმებს, რომელიც ეკონომიკური ზრდის პოტენციალსაც ზრდის“,  - განაცხადა პროფესორმა.

 

აბრეშუმის გზის ფორუმი თბილისში უკვე მესამედ ტარდება, წელს მას 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი ესწრება.

 

Gbc.ge


თეგები:
რუბინი



გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა
access_time2020-05-29 14:54:22
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში,...

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს
access_time2020-05-29 14:30:37
„რაც თანამდებობაზე აღარ ვარ და ვაგრძელებ საადვოკატო პრაქტიკას, ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა მედიასთან. ამ გამონაკლისს ვუშვებ, რადგან კონკრეტული საქმე ერთგვარი ტესტი გახდება ქართული მართლმსაჯულებისთვის“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი პრესკონფერენცია ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა, რომელიც კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის დავით ზეიკიძის ინტერესებს იცავს. მან დასაწყისშივე მიმართა საზოგადოებას თხოვნით, ამ კონკრეტული საქმის უკვე მესამე ინსტანციაში მიმდინარეობას...

სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა, ეკონომიკის შემცირება მომდევნო წლებში ქრონიკულში გადაგვივა

სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა, ეკონომიკის შემცირება მომდევნო წლებში ქრონიკულში გადაგვივა
access_time2020-05-29 14:00:00
„ეკონომიკური აქტივობის გაჩერებამ გამოიწვია აპრილში ეკონომიკის შემცირება და რაც უფრო მყიფე და სუსტი არის ეკონომიკა, მით უფრო მეტად მცირდება ის და სახეზე მივიღეთ ჩვენი ეკონომიკის ორნიშნა მაჩვენებლით შემცირება“, - ასე შეაფასა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი მშპ-ს 16.6%-იანი კლება. ეკონომისტის შეფასებით, თუ არ მოხდება მთვარობის მიერ პანდემიის პირობებში აღებული ვალების სწორად გადანაწილება,...

„Lolita“, „Cafe Stamba“, „Rooms Hotel Tbilisi“, „Fabrika“ დაგეგმილზე ადრე, 1 ივნისს გაიხსნება

„Lolita“, „Cafe Stamba“, „Rooms Hotel Tbilisi“, „Fabrika“  დაგეგმილზე ადრე, 1 ივნისს გაიხსნება
access_time2020-05-29 12:04:26
„აჭარა ჯგუფი“  რესტორნებსა და კაფეებს  დაგეგმილზე ადრე გახსნის. „გვსურს სიხარულით შეგატყობინოთ, რომ ჩვენი შეხვედრა იმაზე მალე იქნება შესაძლებელი, ვიდრე გვეგონა!უკვე 1 ივნისიდან გიმასპინძლებთ Lolita-სა და Cafe Stamba-ს ღია სივრცეებში. ასევე, 8 ივნისიდან შეძლებთ ისიამოვნოთ Holiday Inn Tbilisi-ის ღია საცურაო აუზითა და ბარით. Rooms Hotel Kazbegi და Rooms Hotel Kokhta კი სტუმრების მიღებას 12 ივნისიდან განაახლებს. ჩვენი...

„ეკონომიკის 16.6%-იანი კლება დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 32.8%-ით შემცირებამ გამოიწვია“ - საქსტატი

„ეკონომიკის 16.6%-იანი კლება დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 32.8%-ით შემცირებამ გამოიწვია“ - საქსტატი
access_time2020-05-29 12:00:13
წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი -3.6 პროცენტია. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა...


მსგავსი სიახლეები

up