დასჯადია თუ არა კორონავირუსის დამალვა?!

დასჯადია თუ არა კორონავირუსის დამალვა?!

access_time2020-03-15 18:00:51

რამდენიმე დღის წინ,  ყოფილმა სახალხო დამცველმა და ამჟამად “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” დამფუძნებელმა უჩა ნანუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც ყოფილი ომბუდსმენი საშიში ინფექციური დაავადებების მატარებელი ადამიანების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნა და დაავადების შესახებ ინფორმაციის დამალვა თავისუფლების აღკვეთითაც ისჯება. სტატუსს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა,  არსებული ინფექციის გავრცელების საშიშროების გამო მოსახლეობაში დაიწყო მსჯელობა, რომ  ნანუაშვილის მიერ დასახელებული მუხლების გათვალისწინებით,  კორონავირუსის გავრცელებაში ხელის შეწყობა სწორედ რომ სამართლებრივად უნდა ისჯებოდეს.


„კომერსანტი“ უჩა ნანუაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


როდესაც სამოქალაქო პასუხისმგებლობა არ არსებობს, არსებობს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა -საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

 მუხლი 132. განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა

1. სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის

საფრთხის შექმნა,-ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.


2. სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა,-ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

მუხლი 247. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება


 

1. იმ გარემოების, ფაქტის ან მოვლენის შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება, რომელიც საფრთხეს

უქმნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან გარემოს, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებული იყო მიეწოდებინა ეს

ინფორმაცია მოსახლეობისათვის, –ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე,

თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი მოხელის მიერ, ან რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება ან სხვა მძიმეშედეგი, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან

საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

მუხლი 248. სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევა

  1. სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანთა მასობრივი დაავადება ან მოწამვლა, –ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.


2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.  -  წერს ყოფილი ომბუდსმენი საკუთარ facebook გვერდზე.

 

თემის აქტუალობის გათვალისწინებით, „კომერსანტმა“ საკითხის სამართლებრივი შეფასება იურისტ ლევან ალაფიშვილს სთხოვა, რომელმაც განმარტა, რომ მსგავსი  მუხლებით საუბრისას აუცილებელია საზოგადოებისთვის დაკონკრეტებული იყოს ისიც, რომ  თუ  დაინფიცირებული ფლობს ინფორმაციას საკუთარი საშიშროების შესახებ საზოგადოებისთვის, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ დგება სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და დასძინა, რომ კოლეგებმა მანიპულაციისთვის ადგილი არ უნდა დატოვონ სოციუმში.


„ძალიან კარგი იქნება, თუ ჩემი კოლეგები თავს შეიკავებენ ან მეტ განმარტებას მისცემენ ამ ყველაფერს,რათა მანიპულაციისთვის ადგილი არ დარჩეს. სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება მაშინ, როცა ადამიანმა იცის, რომ დაავადებულია საშიში ინფექციური დაავადებით და განზრახ ან გაუფრთხილებელი ქმედებით გადასდებს სხვას ამ დაავადებას და გავრცელებას შეუწყობს ხელს. თუ ადამიანი იყო იტალიაში, მივიდა შესაბამის უწყებაში და არ დაუდასტურდა ვირუსი, მაგრამ უთხრეს, რომ იყოს თვითიზოლაციაში. მან ეს შეასრულა ვყოფილიყავი და მოგვიანებით 8 დღის თავზე გამოუვლინდა, რომ დაინფიცირებულია,  ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ვისია?  ჩაღრმავებაა საჭირო და  დანაშაულია ასეთი ქმედება მაშინ, როდესაც დაინფიცირებულმა იცის ამის შესახებ“ - ამბობს ალაფიშვილი.  

 

მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up