„კარგი ბიზნესი საყოველთაო სარგებელზე უნდა იყოს ორიენტირებული“ - სოციალური პასუხისმგებლობა სტარტაპებში

„კარგი ბიზნესი საყოველთაო სარგებელზე უნდა იყოს ორიენტირებული“ - სოციალური პასუხისმგებლობა სტარტაპებში

access_time2019-08-25 17:00:54

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის ან კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. მსოფლიოში თითქმის ყველა დიდი თუ პატარა კომპანია ცდილობს იყოს ორიენტირებული არა მხოლოდ მოგებაზე, არამედ საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანაზე. ტრენდს საქართველო რამდენიმე წლის წინ აყვა, თუმცა დღემდე იშვიათია მსხვილი ბიზნესის გარდა, სოციალური პასუხისმგებლობის აღების სურვილი ვინმემ გამოხატოს.

ტურისტული კომპანია „ვოიაჟერ 365“, რომელიც ბაზარზე რამდენიმე თვეს ითვლის, ერთ-ერთი პირველი სტარტაპია სოციალური პასუხისმგებლობით.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ტურიზმის სექტორს და განსაკუთრებით ტურისტულ კომპანიებს (რომლებიც ძალიან ბევრნი არიან ბაზარზე) მივცეთ ბიძგი.  გავინაწილოთ სოციალური პასუხისმგებლობები, ისე რომ საბოლოო ჯამში, საზოგადოების დიდ ნაწილს ჰქოდენს სხვადასხვა ტიპის ბენეფიტი. „ვოიაჟერ 365“-მა სოციალური პასუხისმგებლობა აიღო ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე, ეს არიან შშმ პირები“,-ამბობს „ვოიაჟერ 365“-ის დირექტორი გვანცა გოცირიძე.

მისივე თქმით ბიზნესი უფრო მეტად უნდა ჩაერთოს მოწყვლადი სეგმენტის განვითარებაში. ამის ყველაზე დიდი შესაძლებლობები კი ტურიზმის სფეროში არსებობს.

„ჩვენ გვინდა შშმ პირებს მივცეთ შესაძლებლობა, გააკეთონ ყველაფერი, რაზეც აქამდე უფიქრიათ. კომპანიის გადაწყვეტილებით წელიწადში 2 შშმ პირი წავა სამოგზაუროდ ჩვენი დაფინანსებით. ამას გარდა, ჩვენ მათ შევთავაზებთ განსაკუთრებულ ფასებს დროის ნებისმიერ მონაკვეთში და წვლილს შევიტანთ მათ სწავლასა და დასაქმებაში“,-განაცხადა გოცორიძემ.


„ვოიაჟერ 365“-ის დირექტორის აზრით, კომპანიას მაშინ ყავს ლოიალური მომხმარებელი, როდესაც ისინი ხედავენ, რომ ბიზნესი მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული არ არის.

„ჩვენ კომპანიის დაფუძნების დღიდან ავიღეთ სოციალური პასუხისმგებლობა სპორტსმენებზე და, რამდენიმე მათგანს დავუფინანსეთ შეჯიბრში მონაწილეობის თუ გამგზავრების ხარჯები, მაგალითად ბეკო დოინჯაშვილს, რომელიც ევროპის 3 გზის და მსოფლიოს 2 გზის ჩემპიონია. კარგი ბიზნესი საყოველთაო სარგებელზე უნდა იყოს ორიენტირებული“,  ამბობს გვანცა გოცირიძე.








დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up