„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ -ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად

„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ -ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად

access_time2021-11-27 15:45:10

კარფურის ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელს საქართველოში  Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა ადგილობრივი ფერმერებისა და მომწოდებლების გაზრდისა და განვითარების მუდმივი მხარდაჭერით. ამრეჯად, კარფურის მიერ ორგანიზებული კარტოფილის ფესტივალის ფარგლებში ფერმერებს საკუთარი პროდუქციის წარმოჩენის საშუალება მიეცათ.

FinExCoop საქართველოს მხარდაჭერით,ფესტივალი 26-დან 28 ნოემბრის ჩათვლით კარფურის სამ სხვადასხვა მაღაზიაში იმართება, სადაც წარმოდგენილია 12 სახეობის ქართული წარმოების კარტოფილი ხელმისაწვდომ ფასად. ღონისძიებაზე თორმეტივე ფერმერს შესაძლებლობა ჰქონდა ცოცხალი პროცესის სახით გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება მომხმარებლებისთვის.

ბოსტნეულის ფართობის მიხედვით კარტოფილი რიგით მეოთხე კულტურაა, რაც დასტურდება ფაქტით, რომ ის 2019 წელს 16,4 ათას ჰექტარზე მეტს მოიცავდა. კარტოფილი ძირითადად საოჯახო მეურნეობებშია გაშენებული და 2019 წელს წარმოების 98,4 პროცენტს მიაღწია -  სამცხე ჯავახეთი (59%), ქვემო ქართლი (20%).საქართველოს აქვს შესანიშნავი პირობები თბილ დაბლობებზე საადრეო მომწიფებული ჯიშების მოსაყვანად და ცივ ადგილებში საგვიანო ჯიშების მოსაყვანად.

იმის გათვალისწინებით, რომ კარტოფილი ქართული სამზარეულოს ძირითადი საკვები და ინგრედიენტია, მომხმარებლებს აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში 12 განსხვავებული სახეობის შეძენის შესაძლებლობა მიეცათ.

 „კარტოფილის ფესტივალი“  FinExCoop პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც 4-წლიანი პროექტია და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ (EU)NIF პროგრამის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 4 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტის მენეჯმენტი და კოორდინაცია ხდება საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ(AFD).პროექტს ახორციელებს ფრანკფურტის ფინანსთა და მენეჯმენტის სკოლა, Mercy Corps-ის, Rural Development for Future Georgia (RDFG)-ის და Chambre Agriculture de Loiret-ის პარტნიორობით.

FinExCoop არის ტექნიკური დამხმარე პროექტი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მხარს უჭერს ფერმერებს, საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრებს (ICC) და კოოპერატივებს. კარტოფილის სექტორში პროექტი მუშაობს შვიდ ინდივიდუალურ პარტნიორ პილოტთან და ერთ კოოპერატიულ პილოტთან ოთხ მუნიციპალიტეტში: წალკა, ახალქალაქი, ახალციხე და ადიგენი, რათა ხელი შეუწყოს ფინანსებს, საჭირო აღჭურვილობასა და ბაზარზე ხელმისაწვდომობას. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ადგილობრივი წარმოების მაღალი ხარისხის კარტოფილზე მოთხოვნისა და რეალიზაციის გაზრდა.


ასევე, ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ფერმერების ახალ ბაზრებთან დაკავშირება, რომელიც მიიღწევა მომხმარებლისთვის კარტოფილის ახალი ჯიშების გაცნობით. საერთაშორისო მარკეტინგის ექსპერტებმა და ადგილობრივმა გუნდმა, უკეთესი ხარისხისა და გემოს პოპულარიზაციის მიზნით, პარტნიორობა დაიწყეს ბაზრის წამყვან მოთამაშეებთან, როგორიცაა „კარფური“ და „ანტრე“.

ჯერომ აკელმა,კარფურის გენერალურმა დირექტორმა საქართველოში, განაცხადა: „მოხარულები ვართ, ვუმასპინძლოთ კარტოფილის ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც მოვიწვიეთ ჩვენი პარტნიორი ადგილობრივი მომწოდებლები მონაწილეობის მისაღებად. ეს ღონისძიება არა მხოლოდ მხარს უჭერს ფერმერებს, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, არამედ ჩვენს მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას დაუკავშირდენენ მათ და გაიგონ უფრო მეტი ახალი და ჯანსაღი პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი მწარმოებლების გაზდრის ხელშეყობა, ხოლო მომხმარებლებში ცნობიერების ამაღლება ფერემერების მიერ წარმოებული ეკოლიგიური და ახალი პროდუქციის მიღმა ჩადებული შრომის შესახებ“.

 კარფური ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და წინსვლაში დიდ როლს თამაშობს, რადგან ის მუდმივად უჭერს მხარს ქართველ მწარმოებლებს, ფერმერებს და  სოფლის მეურნეობას. იგი საქართველოს ათ უმსხვილეს ინვესტორთა შორის მოწინავე ადგილს იკავებს სწრაფი ფიზიკური თუ ციფრული განვითარებიდან, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მაღალი მაჩვენებლიდან, ბრენდის მრავალფეროვანი საქველმოქმედო და გარემოსდაცვითი პროექტებიდან გამომდინარე.

  კარფური აქტიურად აგრძელებს ქართველი ფერმერების მხარდაჭერას და მომხმარებელებისთვის ახალი, ჯანსაღი ადგილობრივი პროდუქციის პირდაპირ ფერმებიდან მიწოდებას ყოველდღიურად.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up