თბილისში, პეკინის #41-ში, დევნილთა ჩასახლების ობიექტში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ, აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ. ინფორმაციას დევნილთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა, ლევან თევზაიამ მოადგილესთან მურად აბლოთიასთან და კომპანია „კარფურის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან, ნინო რამიშვილთან ერთად, დევნილი ოჯახები მოინახულა და პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები მიუტანა.
,,დევნილთა სოციალური მხარდაჭერა ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და სწორედ ამ პრიორიტეტის ფარგლებში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, კომპანია ,,კარფურის" მხარდაჭერით გადავეცით პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები. გარდა ამისა, აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით დაზარალებულ ოჯახებს გაეწიათ ფინანსური დახმარება, ხოლო ნაწილი ოჯახებისა ჩაერთო ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში. დევნილთა სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს დევნილი ოჯახების მხარდაჭერას",-განაცხადა ლევან თევზაიამ.

(R)