„კარფურის“ გარემოსდაცვითი კამპანია გრძელდება - მრავალჯერადი გამოყენების ჩანთა ხილ-ბოსტნეულისთვის საჩუქრად!

„კარფურის“ გარემოსდაცვითი კამპანია გრძელდება - მრავალჯერადი გამოყენების ჩანთა ხილ-ბოსტნეულისთვის საჩუქრად!

access_time2020-11-16 14:09:00

როგორ შევამციროთ ცელოფნის პარკების მოხმარება და გარემოს დაბინძურება და ამავდროულად, როგორ შევუქმნათ ამით მაქსიმალური კომფორტი ერთგულ მომხმარებლებს?!


ამის მაგალითს „კარფური“ უკვე რამდენიმე წელია იძლევა, მრავალჯერადი ჩანთების ფართო არჩევანითა და კომპოსტირებადი პარკებით, პლასტიკის ნაცვლად.


ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი საქართველოში „კარფური“, გარემოსდაცვით კამპანიას მესამე წელია აგრძელებს და მომხმარებელს ამჯერად ახალ მრავალჯერად ბადე-ჩანთას ხილ-ბოსტნეულისთვის სთავაზობს.


ახალი მრავალჯერადი გამოყენების ჩანთა მომხმარებლის დაკვეთით და მისი მაქსიმალური კომფორტისთვის შეიქმნა. ბორბლებიანი ჩანთის შეძენის შემთხვევაში, რომელიც ასევე ძალიან პოლულარული გახდა კარფურის ვიზიტორებისთვის, ბადე-ჩანთას უფასოდ მიიღებთ.


აქცია 16 ნოემბრიდან ყველა ფილიალში დაიწყება და თვის ბოლომდე გაგრძელდება.


„კარფურმა“ კამპანია დააფასე გარემო 2018 წლის აპრილში დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავდა მომხმარებლების ინფორმირებას პოლიეთელინის პარკების მოხმარებით გამოწვეული ზიანისა და მრავალჯერადი მოხმარების ჩანთების უპირატესობის შესახებ.
ფოტო კონკურსის შედეგად, გამარჯვებული მომხმარებლის დიზაინით, შეიქმნა მრავალჯერადი გამოყენების ჩანთა, რომელიც დღესაც იყიდება ყველა ფილიალში და მოხმარებლების ფავორიტი გახლავთ.



2019 წლის 30 მარტს, დედამიწის საათის დღეს, კიდევ ერთი დიდი კამპანია ჩატარდა, რომლის მიზანიც ასევე გარემოს დაცვა იყო. ხის კოსტუმებში გამოწყობილი „კარფურის“ თანამშრომლები მომხმარებლებს საჩუქრად ურიგებდნენ მრავალჯერადი გამოყენების ჩანთებს და უხსნიდნენ მის უპირატესობას.


საერთო ჯამში, გარემოსდაცვითი კამპანიის ფარგლებში, მილიონ ნახევარი მომხმარებელი წახალისდა და კარფურის ჩანთები დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.



ასევე, კარფური იყო პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც 2019 წელს გამოუშვა მრავალჯერადი გამოყენების ჩანთა - Made in Georgia - ანუ პირველი საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების ჩანთა.


2019 წელს კარფურმა მომხმარებლებს ახალი ბორბლიანი მრავალჯერადი გამოყენების ჩანთა შესთავაზა, რომელიც სიმძიმის აწევის აცილების მიზნით შეიქმნა და ქალბატონებში დიდი მოწონება დაიმსახურა.


საერთო ჯამში, კამპანიის ფარგლებში, 80% -ით შემცირდა ცელოფნის პარკების გამოყენება და მრავალჯერადი გამოყენების ჩანთების მოხმარება 120% - ით გაიზარდა.


ახალგაზრდა თაობაში გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, კარფურმა წელს პირველი საბავშვო გასაფერადებელი გამოუშვა. გასაფერადებელში ბავშური ენით ასახულია პლასტიკის მოხმარებით გამოწვეული ზიანი და გარემოზე ზრუნვის მარტივი საშუალებები. გასაფერადებლები ბავშვებს სასწავლო წლის აღდგენის შემდეგ დაურიგდებათ, მანამდე კი კარფური აგრძელებს გარემოზე ზრუნვას და ერთგული მომხმარებლების წახალისებას.


კარფურს, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელს საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი ფრანგული ბრენდის რეგიონალური ფრანშიზის ექსკლუზიური მფლობელია, რომელიც ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 37 ქვეყანაში კარფურს წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი კარფურის 270-ზე მეტ მაღაზიას ფლობს, დღეში 750,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და 37,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.


ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები, ყველასათვის ყოველდღე.


(R)


თეგები:
კარფური



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up