კარფური უკვე რუსთავშია - ფრანგული ბრენდის 57 ფილიალი  და პირველი ჰიპერმარკეტი ქვემო ქართლში.

კარფური უკვე რუსთავშია - ფრანგული ბრენდის 57 ფილიალი და პირველი ჰიპერმარკეტი ქვემო ქართლში.

access_time2021-12-03 10:05:29

კარფურის ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი, რომელსაც საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს გაფართოებას და ამჯერად, ქალაქ რუსთავში ახალ ჰიპერმარკეტს ხსნის. 

კარფურის ახალი ჰიპერმარკეტი, რომლის კარიც მომხმარებლებისთვის 2 დეკემბერს გაიღო, რუსთავი მოლში, შარტავას გამზირის და ლომოურის ქუჩის კვეთაზე მდებარეობს და ის მომხმარებელს ყოველდღიურად,   დილის 9:30 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე მოემსახურება. კარფურის ახალი ფილიალი მომხმარებელს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო საქონლის სხვადასხვა სახეობას სთავაზობს.  მათ შორისაა ახალი ხილი და ბოსტნეული, ბიო პროდუქტები, ბავშვის მოვლა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, თავის მოვლის საშუალებები, „კარფურის“ ბრენდის ექსკლუზიური პროდუქტები, პირადი ჰიგიენის ნივთები და ტექსტილი.

უფრო მეტიც, ახალი ჰიპერმარკეტი მომხმარებლებს უზრუნველყოფს მრავალფეროვანი მომსახურებით, როგორიცაა თვითმომსახურების სალაროები, კაფე და სივრცეები, სადაც ახალი და ჯანსაღი პროდუქცია  მომხმარებლის თვალწინ მზადდება, მათ შორის ცომეული - პური, ხაჭაპური, პიცა, ასევე, სუში და სენდვიჩები.


ფრანგული ბრენდისთვის ეს რიგით 57-ე მაღაზიაა, რომელიც მომხარებელს  ყველა საჭირო ნივთის ერთ სივრცეში შეძენის შესაძლებლობას სთავაზობს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აღნიშნული ქსელის სანდოობას და მისი გაფართოებით საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, რადგან კარფური ახალი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების გახსნით ხელს უწყობს დასაქმების გაზრდას ქვეყნის მასშტაბით და ეხმარება ქვეყნის წარმოების განვითარებას, ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობით.


აღსანიშნავია, რომ „კარფურის“ პირველი ჰიპერმარკეტი 2012 წელს გაიხსნა „თბილისი მოლში.“ მას შემდეგ, ბრენდი მომხმარებლებს შეუდარებელი, საერთაშორისო სავაჭრო გამოცდილებით, ხელმისაწვდომი ფასებითა და უმაღლესი ხარისხის ჯანსაღი პროდუქტებით ამარაგებს.






„კარფური“ ამჟამად საქართველოში 2500 ადამიანს ასაქმებს და გეგმავს კიდევ 1200 თანამშრომლის დასაქმებას მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში, რაც მეტ სარგებელს მოუტანს მომწოდებლებს, ფერმერებს და, შესაბამისად, გააძლიერებს სოფლის მეურნეობის სექტორს.


(R)







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up