კარდიოქირურგთა ასოციაცია ჯანდაცვის სამინისტროსგან ოპერაციების ნაწილზე ტარიფების გაზრდას ითხოვს

კარდიოქირურგთა ასოციაცია ჯანდაცვის სამინისტროსგან ოპერაციების ნაწილზე ტარიფების გაზრდას ითხოვს

access_time2021-06-07 15:00:13

უახლოეს მომავალში კარდიოქირურგთა ასოციაცია გეგმავს, ჯანდაცვის სამინისტროსთან ძვირადღირებულ ქირურგიულ ოპერაციებზე ტარიფის გაზრდის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. ამის შესახებ jandacva.ge-ს საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტმა სულხან ლომინაძემ განუცხადა. მისი თქმით, ქირურგიულ ოპერაციებზე ტარიფების გათანაბრებამ, რაც 2019 წლის ნოემბერში შევიდა ძალაში, დარგს პრობლემები შეუქმნა, კერძოდ, ფინანსური ზიანი მიაყენა კლინიკებს, ასევე ქირურგიულ ბრიგადებს, რომლებსაც ანაზღაურება შეუმცირდათ. მაგალითად ლომინაძეს შუნტირება მოჰყავს, რაც მანამდე 12500 ლარი ღირდა, ტარიფების გათანაბრების შემდეგ კი 8500 ლარი გახდა. ამას კი დაერთო ლარის გაუფასურება დოლარისა და ევროს მიმართ, რის შედეგადაც, სულხან ლომინაძის შეფასებით, კარდიოქირურგიის სფერო კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.


„სახელმწიფოს მიერ დეფიბრილატორების შეძენამ ამ ნაწილში დააბალანსა გაზრდილი ხარჯები, თუმცა რთული მდგომარეობაა სხვა ოპერაციების კუთხით, ვგულისხმობ სარქვლოვანი პათოლოგიების ოპერაციებს, რომლის დროსაც სარქველი ხელოვნური სარქველით უნდა ჩანაცვლდეს. ასევე საჭიროა სახარჯი მასალის შეძენა, რომელიც დოლარით და ევროთი ვყიდულობთ. ამ ვალუტების მიმართ ლარის გაუფასურებამ ეს მასალები სერიოზულად გააძვირა. მაგალითად, ხელოვნური სარქველი 1200 ევრო ღირს. ბოლო დღეებში ლარი მყარდება, თუმცა არ ვიცით, გრძელვადიან პერსპექტივაში რამდენად გაგრძელდება ეს ტენდენცია. ამიტომ ველოდებით ჯანდაცვის მინისტრის გამოჯანმრთელებას, რათა ამ საკითხზე კომუნიკაცია განვაახლოთ,“ – აცხადებს ლომინაძე და განმარტავს, რომ მათი შეთავაზებაა, მიეცეთ საშუალება, აღნიშნულ ოპერაციებზე ფასები გაზარდონ.


ლომინაძის თქმით, პანდემიის პერიოდში ამ საკითხზე კომუნიკაცია მინიმუმამდე იყო დასული, რადგან რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში ჯანდაცვის სამინისტროსთვის ამ საკითხებით მიმართვა სწორი არ იქნებოდა. ახლა კი, სულხან ლომინაძის განცხადებით, ეპიდსიტუაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ დღის წესრიგში ჯანდაცვის სფეროში არსებულ სხვა საკითხხებზეც დაიწყოს კომუნიკაცია.


მარტში jandacva.ge-სთან საუბარში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ სამინისტრო მუშაობს, რათა ტარიფების გათანაბრების პრინციპი, კარდიოქირურგიისა და ინტენსიური თერაპიის შემდეგ, სხვა სამედიცინო სერვისებზეც გავრცელდეს.



„ერთიანი სატარიფო პოლიტიკა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მიყვება. 520-ე დადგენილება იყო ამ ტიპის ინტერვენციის პირველი პრეცედენტი. კლინიკებთან დღესაც მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ განისაზღვროს სწორი ტარიფი, რაც ჩვენ მოგვცემს ხარისხის და სწორი ფასის შენარჩუნების საშუალებას. ბოლო პერიოდში გამოითქვა გარკვეული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ თითქოს 520-ე და მსგავსი ტიპის დადგენილებები და ტარიფიკაციები აუცილებლად უკავშირდება ფასის შემცირებას, რაც ამ პროცესის სწორი შეფასება არ არის. სწორი ფასის დადგენა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ფასებში არსებული უთანაბრობა და ხშირად გაუმართლებელი უთანაბრობა, აღმოიფხვრას და ჩვენ ვიცოდეთ, რა ფასად რა გამოსავალი შეგვიძლია მივიღოთ. რა თქმა უნდა, კომპრომისი არ იქნება ხარისხში, ხარისხის გაუმჯობესებისთვის სამინისტროს დაგეგმილი აქვს მთელი რიგი ინტერვენციები, რაც გაყვება ტარიფიკაციის პოლიტიკის განხორციელებას. რაც შეეხება სხვა სერვისებზე აღნიშნული პრინციპის გავრცელებას, მიმდინარეობს მუშაობა და როდესაც ვიქნებით მზად, შემდეგ ეტაპზე გადავალთ,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.


მისი განმარტებით, პირველი ცვლილებები შეეხო კარდიოქირურგიას და ინტენსიურ თერაპიას. თუმცა კოვიდის მიმდინარეობის ფონზე, მომსახურების მოდელი შეიცვალა და იმ ინტერვენციებით, რომლებიც სამინისტრომ განახორციელა – მაგალითად დეფიბრილატორების პირდაპირი შესყიდვა – სერიოზული ფინანსური დანაზოგის საშუალება შექმნა.


ინფორმაციისთვის: 520-ე დადგენილება სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოქირურგიულ და რეანიმაციულ სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს. დადგენილება ძალაში 2019 წლის 21 ნოემბრიდან შევიდა. სამედიცინო მომსახურებებზე სამინისტროს მიერ დაწესებულმა ტარიფებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.


გასული წლის დეკემბერში კი ჯანდაცვის სამინისტრომ, გამოცხადებული ტენდერის შედეგად 224 კარდიო-დეფიბრილატორი შეიძინა, რომელიც კლინიკებში გადანაწილდა. შეძენილი დეფიბრილატორების ჯამური ღირებულება 2.5 მილიონ ლარს აღემატება. კარდიოლოგიური კლინიკების წარმომადგენლები მანამდე აცხადებდნენ, რომ 520-ე დადგენილება მათთვის განსაკუთრებულად პრობლემური სწორედ დეფიბრილატორების გამო იყო, რადგან დეფიბრილატორის იმპლანტაცია ძვირადღირებული პროცედურაა. ამიტომ მათ სამინისტროს აღნიშნული პროექტი დადებითად შეაფასეს.


jandacva.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up