კარასინი: დიდი იმედი მაქვს რომ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებული საკითხი ახლო მომავალში გადაწყდება

კარასინი: დიდი იმედი მაქვს რომ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებული საკითხი ახლო მომავალში გადაწყდება

access_time2019-11-28 20:00:24

პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა დასრულდა. რუსმა დიპლომატმა აუდიენციის შემდეგ თქვა, რომ ზურაბ აბაშიძემ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით დასვა საკითხი.

 

„ჩვენ ვიცით ეს ამბავი. სხვადახვა დონეზე გვაქვს კონტაქტი ქართულ და ოსურ მხარესთან. მნიშვნელოვანია ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების სრულფასოვანი ამოქმედება. მე განვაცხადე ბატონ ზურასთან ის, რასაც გეუბნებით თქვენ. ჩვენ გვაქვს კონტაქტი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. დიდი იმედი მაქვს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებული საკითხი ახლო მომავალში გადაწყდება“, - აღნიშნა კარასინმა.

 

ჟენევის დისკუსიებამდე ვაჟა გაფრინდაშვილი იქნება თუ არა სახლში, კარასინი ამბობს, რომ ეს, ცოტა არ იყოს, მიამიტური კითხვაა.

 

„მაქვს იმედი, რომ უახლოეს დღეებში გადაწყდება ეს საკითხი და დაბრუნდება. ვიმეორებ, იმედი მაქვს, მაგრამ ეს უნდა ჰკითხოთ მათ, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს სამხრეთ ოსეთში. ვაჟა გაფრინდაშვილი ამჟამად იმყოფება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ყველა კონტაქტი ამუშავებულია, რომ ის სახლში, თბილისში ოჯახთან დაბრუნდეს. მოდით დაველოდოთ“, - განაცხადა კარასინმა.

 

რუსი დიპლომატი ავიამიმოსვლის აღდგენის თემასაც შეეხო.


 

„განვიხილეთ ავიამიმოსვლის საკითხიც. ამ მიმართულებით ვაგრძელებთ სვლას. ეს უეცრად და ვერც ახალ წლამდე მოხდება. ამის მოლოდინი არ არის. ვიფიქრეთ როდის და რა ფორმით განახლდეს საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა. ამის შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ. ვიფიქრებთ და ვაგრძელებთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებას. ყველაფერი ურთიერთკავშირშია, რაც თბილისის ქუჩებში ხდება და რა განწყობაც არის ქართულ საზოგადოებაში“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

 

კომენტარი ზურაბ აბაშიძემაც გააკეთა.

 

„ვესაუბრე მაქსიმალურად აქცენტირებულად. განვაცხადე, რომ ეს ქმნის ძალიან რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას და ეს ეხება არამარტო საოკუპაციო ხაზს, არამედ ქვეყანას მთლიანად. შეხვედრაზე აღვნიშნე, რომ ეს საფრთხეს უქმნის რეგიონს. ასეთი ინციდენტები ქმნიან ძალიან ცუდ პრეცედენტებს. ვისაუბრეთ დეტალებზე, როგორ განიცდიან ახლობლები, ქართული საზოგადოება და საერთაშორისო საზოგადოება. მან აღნიშნა, რომ მისი ხედვითაც დრამატული მოვლენაა. პირადი ემოციები და დამოკიდებულება დააფიქსირა. გამოთქვა მოლოდინი, რომ უმოკლეს ვადაში მოგვარდება საკითხი და უმოკლეს ვადაში მოხდება მისი გათავისუფლება. მათი მიდგომა ასეთია, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ამიტომ მათ აქვთ უფლება მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. ჩვენი დამოკიდებულება იცით. ეს არის ჩვენი კარდინალური სხვაობა პოზიციებში. ღრმად შეყოლას და დიალოგს ამ თემაზე არ ვაპირებდით. ჩვენ ვთქვით, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უნდა გაათავისუფლონ და დისკუსიების დრო არ არის“, - თქვა ზურაბ აბაშიძემ.

 

15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

imedinews.ge

 

 





დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up