,,კარაპს მედლაინის’’ ინ ვიტრო მიმართულების გუნდის შედეგები

,,კარაპს მედლაინის’’ ინ ვიტრო მიმართულების გუნდის შედეგები

access_time2022-09-25 12:30:54

მსოფლიოში უნაყოფობის პრობლემა კვლავ აქტიურად დგას, თუმცა სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მედიცინის განვითარებასთან ერთად, იზრდება როგორც პრევენციული ღონისძიებების გატარების და სრულფასოვანი მკურნალობი, ასევე - განაყოფიერების სხვადასხვა მეთოდის დანერგვის შესაძლებლობა, რაც ქალებს საშუალებას აძლევს, ხანგრძლივი უშვილობის შემდეგ გამოსცადონ დედობის ბრწყინვალე გრძნობა.


13-წლიანი ლოდინის შემდეგ, 42 წლის ასაკში მადონა ოლქიაშვილი (დოკი) კატერინას (კატოს) დედა გახდა.


მადონა პროფესიით მომღერალია. დაოჯახების შემდეგ, შვილთან შეხვედრას განსაკუთრებით ელოდებოდა, თუმცა ორსულობა არ დგებოდა. ექიმებთან ვიზიტი, სხვადასხვა გამოკვლევაზე სიარული, მიზეზების ძიება და ბრძოლა შვილოსნობისთვის ეს ის გზა გახლავთ, რომელიც მადონამ ინ ვიტრო განაყოფიერებამდე გაიარა.



,,გარკვეული პერიოდის შემდეგ, თავს იმედგაცრუებულად ვგრძნობდი. თითქოს დავნებდი, მაგრამ შინაგანი ენერგია, რომელსაც დედობის ინსტიქტს ვეძახი და რომელიც ყველა ქალში ცხოვრობს, დანებების უფლებას არ მაძლევდა. ასაკი მემატებოდა, დრო გადიოდა. აქტიურად დავიწყე ექიმების მოძებნა, მათზე ინფორმაციის შეგროვება და ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის თანხის შეგროვება. მეგობრების ინიციატივით კონცერტი გავმართე, სადაც ჩემი ახალი სიმღერა ‘’დედაშვილობა’’ შევასრულე. კონცერტის შედეგად შეგროვებული თანხით, ,,კარაპს მედლაინში’’ მანანა ქოჩიაშვილთან მივედი. მანანა ექიმს ყველაფრის შესახებ გულწრფელად ვესაუბრე, მოვუყევი კონცერტის, ჩემი სიმღერის შესახებ და სახლში დავბრუნდი. დამატებითი ფინანსები მჭირდებოდა, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მიმეყვანა, ჩემი გონება ამ ფიქრებით იყო მოცული, როცა მანანა ექიმმა დამირეკა და მითხრა, შენი სიმღერა მოვისმინე არა მარტო მე, არამედ ,,კარაპს მედლაინის’’ მთელმა გუნდმა და გადავწყვიტეთ, ხარჯები, რომელიც ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის გაკლდება, კლინიკამ თავის თავზე აიღოსო. მკურნალობას მეორე დღესვე შევუდექი, ჩავიტარე ჰისტეროსკოპია, გავიკეთე ანალიზები, უშვილობის გამომწვევი მთავარი მიზეზი საშვილოსნოს ღრუს მდგომარეობა იყო, რომელიც მკურნალობის დროს თანდათანობით გამოსწორდა. ერთი წლის შემდეგ, ემბრიონის პირველივე გადატანა წარმატებით დასრულდა და გოგონაზე დავრჩი ფეხმძიმედ.


დღეს კატერინა (კატო) 2 წლის და 10 თვისაა. სიტყვებით რთულია, გადმოვცე ის გრძნობები და ემოციები, რასაც კატოს დანახვისას ყოველ ჯერზე განვიცდი. კარგად მახსოვს, სანამ ემბრიონის გადასატანად შევიდოდი, თვალი მოვკარი დაფას, თვითნებურად ავიღე მარკერი, დავხატე გული, დიდი ასოებით დავწერე: მე მიყვარს ,,კარაპს მედლაინი’’, შემდეგ შემოვბრუნდი და ჩემ წინ მდგომ ინ ვიტრო განყოფილების გუნდს ვუთხარი - მე მალე დედა გავხდები-მეთქი.


მე ეს პირობა ,,კარაპს მედლაინის’’ ინ ვიტრო მიმართულების გუნდთსა და მანანა ქოჩიაშვილთან ერთად შევასრულე. ბედნიერი ვარ, რომ დღეს დედა მქვია.“




სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, 35 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, 35 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა
access_time2022-12-05 15:20:03
სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3 წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში განთავსდა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს თავი აარიდოს სავალუტო რისკებს. „ნიკორა“ ობლიგაციების განთავსების შედეგად მიღებულ სახსრებს არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისთვის და კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმების...

საპენსიო სააგენტომ 3.5 მლნ ლარი "ნიკორას" ობლიგაციებში ჩადო

საპენსიო სააგენტომ 3.5 მლნ ლარი
access_time2022-12-05 14:30:36
“ნიკორამ” საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3-წლიანი ობლიგაციები განათავსა. ემისიაში 10%-იანი ინვესტიცია (ანუ 3,5 მლნ ლარი) საპენსიო სააგენტომ განახორციელა, რაც მის მიერ შეძენილი პირველი ადგილობრივი კორპორაციული ფასიანი ქაღალდებია. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში ნომინალური ღირებულების 100%-ით განთავსდა, რაც "ნიკორას" საშუალებას აძლევს, სავალუტო...

მთავრობის მხრიდან პოპულისტური გადაწყვეტილება იყო, ამომრჩევლების გულის მოსაგებად - გიორგი კეპულაძე ბანკებისთვის მოგების გადასახადის ზრდაზე

მთავრობის მხრიდან პოპულისტური გადაწყვეტილება იყო, ამომრჩევლების გულის მოსაგებად - გიორგი კეპულაძე ბანკებისთვის მოგების გადასახადის ზრდაზე
access_time2022-12-05 16:00:59
საბანკო სექტორისთვის მოგების გადასახადის გაძვირებას მთავრობის მხრიდან პოპულისტურ ნაბიჯად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში „საზოგადოება და ბანკები“. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, მოგების გადასახადის 15-დან 20%-მდე ზრდას ბანკებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური გავლენა არ ექნება. გიორგი კეპულაძე პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს და ამბობს, რომ მას არც მნიშვნელოვანი ფისკალური ეფექტი...

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება
access_time2022-12-05 14:12:49
ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადების ე.წ ესტონურ მოდელზე აღარ გადადიან, მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას და 15%-ის ნაცვლად 20%-ს გადაიხდიან- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.      პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ბანკების სუფთა მოგება წლის ბოლოსთვის 2 მილიარდი ლარი იქნება, რაც გაუმართლებელია.     ირაკლი ღარიბაშვილმა...

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა
access_time2022-12-05 14:15:05
ირაკლი ღარიბაშვილი- საქართველოში 300-მდე კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილი გვაქვს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ არ ფუნქციონირებს, 100 ზე მეტი კურორტის არსებული მდგომარეობა და განვითარების პოტენციალი შევისწავლეთ და გასაყიდად გამოვიტანთ საქართველოში 300-მდე კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილი გვაქვს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ არ ფუნქციონირებს, 100 ზე მეტი კურორტის არსებული მდგომარეობა და...


მსგავსი სიახლეები

up