კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, - ასეთია ინვესტორთა საბჭოს და EBRD-ს მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. მათგან 51%-მა დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ეს პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც. შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხება ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%). საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი თვითდასაქმებულ სუბიექტებს შორის ფიქსირდება. მათგან მხოლოდ 57%-მა მოახერხა საქმიანობის გაგრძელება დროებითი შეჩერების შემდეგ. ამ კომპანიების 61% ოპერირების განახლების შეფერხების მთავარ მიზეზად დახურულ საზღვრებს ასახელებს. უმეტესად დიდი ზომის კომპანიებმა აირიდეს დახურვა კარანტინის განმავლობაში - მხოლოდ 24%-მა შეაჩერა ოპერირება. შეჩერებული დიდი ზომის კომპანიების დაახლოებით 90%-მა მოახერხა საქმიანობის განახლება.
COVID-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების მოთხოვნების შესასრულებლად გამოკითხული კომპანიების მხოლოდ 22%-მა დახარჯა 5000 ლარზე მეტი. ხოლო დანარჩენი კომპანიების ხარჯი 0-5000 ლარამდეა.