კარანტინის 36-ე დღე - ნინის რჩევები უჰანიდან

კარანტინის 36-ე დღე - ნინის რჩევები უჰანიდან

access_time2020-02-29 17:30:08

ნინი დავლიანიძე ჩინეთის ქალაქ უჰანში ცხოვრობს, ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში.23 იანვრიდან უჰანი კარანტინშია. ქალაქში არ დადის ტრანსპორტი, მაღაზიები დაკეტილია. მთავრობა უცხოელების ევაკუაციას ცდილობს; მათ, ვინც რჩება, ურჩევს, რომ სახლიდან არ გამოვიდნენ.


კარანტინის გამოცხადების შემდეგ 30 წლის ნინი საკუთარ სახლში აღმოჩნდა გამოკეტილი. მან მხოლოდ ერთხელ მოახერხა სახლიდან გასვლა და პროდუქტების მომარაგება.


ნინი რადიო თავისუფლების მკითხველებს უზიარებს ყოველდღიურ ჩანაწერებს იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდება თავად და მთელი ქალაქი მოულოდნელად გაჩენილ გამოწვევას.


დილით 9 საათზე გავიღვიძე. გავიღვიძე რა, მეზობლის ტელევიზორმა გამაღვიძა.

28 თებერვალი, 2020

კარანტინის 36-ე დღე


მოგესალმებით უჰანიდან, საიდანაც დაიწყო კორონავირუსის გავრცელება და სადაც თვეზე მეტია უკვე კარანტინი გვაქვს გამოცხადებული.ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოში კორონავირუსის უკვე მეორე შემთხვევა დადასტურდა.


მე, ჩემი მხრივ ვეცდები საკუთარი გამოცდილებით მოგცეთ რჩევები და თუ გამომივა იქნებ თქვენი გამხნევებაც შევძლო.



როგორც ბოლო 1 თვეა ვიმეორებ, ახლაც ძალიან გთხოვთ პანიკას ნუ მიეცემით, პანიკა კიდევ უფრო ართულებს არსებულ მდგომარეობას და ხელს უშლის შესაბამის უწყებებს ეფექტურად მუშაობაში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოების ზომები უგულებელვყოთ.


უბრალოდ, მარტივად გაითვალისწინეთ ის რეკომენდაციები რომლებიც ყოველდღიურად ვრცელდება ტელევიზიით და ინტერნეტით.


იმ შემთხვევაში, თუ ბოლო კვირების განმავლობაში დაბრუნდით რისკიან ზონაში მოქცეული ქვეყნებიდან, ეცადეთ მოახერხოთ თვითიზოლაცია, რათა დაიცვათ როგორც საკუთარი თავი ისე სხვა ადამიანები. სახელმწიფო და ჯანდაცვის სხვა უწყებებმა რა ზომებსაც არ უნდა მიმართონ, ჩვენი დახმარების გარეშე ეფექტურ შედეგს მალე ვერ მიაღწევენ.


ის ფაქტი, რომ ნიღბების დეფიციტია, ამაზე გეტყვით, რომ ნიღაბი უსაფრთხოების 100 %იან გარანტიას არ იძლევა, ის უბრალოდ ერთ-ერთი დამხმარე ატრიბუტია ვირუსთან ბრძოლაში. იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენ აღგენიშნებათ დაავადების რაიმე სიმპტომი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ნიღაბი, რომ არ მოახდინოთ გარემოს დაინფიცირება თქვენდა უნებურად. გამოყენებული ნიღაბი კი დაჭერით და ისე გადააგდეთ რადგან არ მოხდეს მისი შემდგომი გამოყენება მესამე პირების მიერ.


ყველაზე ეფექტური თავდაცვის საშუალება ამ ვირუსთან საბრძოლველად კი არის ელემენტარული ჰიგიენის დაცვა. დაიბანეთ ხელები ხშირად, მინიმუმ 20 წამის მანძილზე. სასაცილოა, მაგრამ ჩინეთში რეკომენდაციებში ერთ-ერთ პირველ ადგილზე ეწერა საპირფარეშოს მოხმარების შემდეგ აუცილებლად დაიბანეთ ხელები, სამწუხაროდ ეს პრობლემა საქართველოშიც გვაქვს, მნიშვნელობა არ აქვს სახლში ხართ თუ საზოგადოებრივი ტუალეტით სარგებლობთ, აუცილებლად დაიბანეთ ხელები.


ჩვეულებრივ გააგრძელეთ სწავლა-განათლება, მუშაობა, მაგრამ ყოველთვის დაიცავით დისტანცია სხვა ადამიანებთან, თან გქონდეთ ეთანოლის სპირტი ან მაღალი ალკოჰოლის შემცველი ანტისეპტიკი და ხშირად შეიზილეთ ხელებზე. ეცადეთ მოერიდოთ ხელებით საკუთარი და სხვისი სახის შეხებას. ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სახელურებს ერთჯერადი ხელთათმანით ან ხელსახოცით შეეხეთ და შემდეგ აუცილებლად გადააგდეთ ნაგვის ურნაში.


ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს! ვიცი, მესმის, პარასკევ და შაბათ საღამოებს როგორ ელოდებით დამღლელი სამუშაო კვირის მერე, მეც ერთ-ერთი თქვენთაგანი ვიყავი 1 წლის წინ. უბრალოდ, დროებით გულაობა გვერდზე გადადეთ, არ დაიჯეროთ რომ ალკოჰოლი დაგიცავთ ვირუსისგან, ალკოჰოლი მხოლოდ დროებით დაგიცავთ მოწყენილობისგან და ხანგრძლივ პერსპექტივაში გაგიჩენთ ღვიძლის პრობლემებს (მეც თქვენთან ერთად ვიმკურნალებ ღვიძლზე).


იმ შემთხვევაში, თუ კარანტინში მოგიწიათ ყოფნა, ისე შეხედეთ ამ ამბავს როგორც მე ვუყურებ-დამსახურებული შვებულება. წაიკითხეთ წიგნები, უყურეთ ფილმებს/სერიალებს, კულინარიული აღმოჩენები გააკეთეთ, (მაგალითად მე აღმოვაჩინე რომ მოხარშულ მაკარონს ზედ კვერცხს თუ დაახლით და ერთად მოხრაკავთ უგემრიელესია).


და რაც ყველაზე მთავარია ნუ დავკარგავთ ადამიანურ სახეს, ნუ დავკარგავთ სიყვარულის უნარს.



რადიო თავისუფლება 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up