კარალეთში ახალი სამაცივრო მეურნეობა გაიხსნა

კარალეთში ახალი სამაცივრო მეურნეობა გაიხსნა

access_time2021-06-18 19:00:32

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ხილ–ბოსტნეულის შესანახად ახალი, თანამედროვე სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა.

 

მაცივარი კომპანია „ქულსერვისმა“ სახელმწიფო  მხარდაჭერით გახსნა. ერთობლივმა ინვესტიციებმა პროექტში 1,2 მლნ. ლარი შეადგინა, მათ შორის 600 000 სახელმწიფო გრანტია, 300 000 შეღავათიანი აგროკრედიტი – ამავე დასახელების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, დანარჩენი - კომპანიის საკუთარი სახსრები.

 

„ქულსერვისის“ თანადამაარსებლის მაიზერ ლომინაძეს თქმით, მეურნეობას ერთდროულად  1000 ტონა ხილ-ბოსტნეულის შენახვა შეუძლია, ის 10 სამაცივრე კამერას მოიცავს, რომლებიც კონკრეტული ხილის ან ბოსტნეულის შენახვისთვის საჭირო კონკრეტულ რეჟიმზეა მუშაობს.

 

ასევე შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქტების ცალ-ცალკე შენახვა და დახარისხება.

 

„ჩვენ გახსნა ახალი სეზონის დაწყებამდე მოვასწარით და პირველ პროდუქციას უკვე 1 თვეში ჩავიბარებთ, დავიწყებთ ატმით და ქლიავით, შემდეგ ვაშლი, მსხალი, და სხვა ხილ-ბოსტნეული დაემატება“, - განაცხადა ლომინაძემ.

 

მისი თქმით, კომპანია ორ მიმართულებაზე იმუშავებს - თავად შეისყიდის პროდუქტებს შემდგომი გაყიდვის მიზნით და თან მაცივრების ფართს ფერმერებს და  მეწარმეებს მიაქირავებს.


 

„შიდა ქართლი - საქართველოში ხილ-ბოსტნეულის წარმოების კუთხით ერთ-ერთი ლიდერი რეგიონია. აქ სულ უფრო მეტია თანამედროვე ბაღები, სადაც მაღალხარისხიანი ხილ-ბოსტნეული მოჰყავთ. ჩვენი სამაცივრე მეურნეობა კი მწარმოებლებს პროდუქტების დიდი ხნით შენახვის და, შესაბამისად, მომგებიანად გაყიდვის შესაძლებლობას მისცემს“, - მიიჩნევს „ქულსერვისის“ ხელმძღვანელი.

 

მაიზერ ლომინაძეს თქმით, ის დიდი ხნის მანძილზე უცხოეთში ცხოვრობდა, და საქართველოში მხოლოდ 2 წლის წინ დაბრუნდა. სამაცივრე მეურნეობა - მისი პირველი ბიზნესია, რომელსაც აგრარულ სექტორთან შეხება აქვს.

 

პარალელურად, ის მუშაობს სხვა პერსპექტიულ მიმართულებებზე - მაგალითად, ხილ-ბოსტნეულის გადამუშავებაზე.

 

„შესაძლებელია არაკონდიციური პროდუქტების გადამუშავება და წვენებს, ჯემების, და ხილის სპირტის წარმოება. საინტერესო მიმართულებაა ასევე ახალი ხილ-ბოსტნეულისთვის მაღალი ხარისხის ყუთების წარმოება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ამჟამად შესაფუთი მასალა საქართველოში უცხოეთიდან შემოდის", - ამბობს ის.

 

საქართველოს სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სადღეისოდ სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი“-ს ფარგლებში სამაცივრე მეურნეობების შექმნაზე საერთო ჯამში 180 მლნ. ლარის 1700-ზე მეტი სესხი გაიცა. უშუალოდ სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 27 მლნ. ლარი შეადგინა.

 

საგრანტო პროგრამის ფარგლებში სააგენტომ მიიღო მონაწილეობა 45 სამაცივრე მეურნეობის შექმნაში მიიღო. გრანტების სახით ამ დარგმა საერთო ჯამში 27 მლნ. ლარი მიიღო. სამაცივრე მეურნეობების ნახევარზე მეტი - 25 ერთეული – შიდა ქართლში გაიხსნა.

 

ამ რეგიონში მაცივრების ქსელის განვითარებაზე 14 მლნ. ლარი დაიხარჯა.

 

წყარო: east-fruit.com






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up