კარალეთის დევნილთა დასახლებაშიდასასვენებელი სკვერი, სათამაშო მოედანი და სატრენაჟორო სივრცემოეწყო.
შესრულებული სამუშაოები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა მოინახულეს.
გერმანიის მთავრობის დაფინანსებით,გორის, მცხეთის, ფოთისა დაწალენჯიხის მუნიციპალიტეტებში არსებულ 5 დევნილთა დასახლებაში10 მცირე მასშტაბისინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა. 2020-2021 წლებში, საქართველოს მასშტაბით დამატებით, კიდევ 14 პროექტიგანხორციელდება.დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვისას მაქსიმალურად არის გათვალისწინებული დასახლებებში არსებული საჭიროებები.
გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მიერ დაფინანსებული პროექტი „ეკონომიკური მონაწილეობასაცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“, დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად, მათ გრძელვადიან განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭოსაქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.