კაპიტალის ბაზრის ჩარჩოს ინიცირების გაჭიანურებული პროცესი დაიძრა

კაპიტალის ბაზრის ჩარჩოს ინიცირების გაჭიანურებული პროცესი დაიძრა

access_time2019-08-02 23:55:25

ოფციონი ამოქმედდა, ლარის გაუფასურების გამო დროებით აქტუალობა კი დაკარგა, თუმცა, ინსტრუმენტი გამართულია. სებ-ს და ბანკებს შორის ვაჭრობა მოწესრიგდა, საფინანსო ბაზრის მოწესრიგებისთვის კი საკანონმდებლო ბაზის მომზადება გაჭიანურებული იყო საგაზაფხულოდან საშემოდგომო სესიამდე. პარაკევს (02.08.2019) კი პრემიერმა“ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ კანონთასნ ერთად რამდენიმე სასარგებლო ინიციატივის სხდომაზე გატანა დაანონსა, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარების და სავალუტო რისკების დაზღვევის შესაძლებლობას გაააჩენს.


საფინანსო ინსტრუმენტების რეგულაციასთან ერთად, ჯერ პროდუქტების დეფინიციის საკანონმდებლო ბაზაც არ არსებობს. ჩამონათვალი ვრცელია: დერივატივები, სასაქონლო, სავალუტო, საპროცენტო თუ სხვა რისკების დამზღვევი პროდუქტები.


კანონპროექტზე სებ-ი კარგა ხანია EBRD -თან (ცვლილებების ლობისტი) ერთად მუშაობს, თუმცა საფინალო ეტაოს თითქოს საპარლამენტო განხილვა აჭიანურებდა. როგორც გაირკვა მთავრობის ვიზირებაც ყოვნდებოდა.


ცვლილებებმა ფორვარდული გარიგებებიც უნდა მოაწესრიგოს - სავალუტო რისკების მზღვეველი, ამ ინსტრუმენტის მიმართ ინტერესი ბოლო პერიოდში გაიზარდა, მას შემდეგ რაც ლარის ტრენდზე მოლოდინების გარდა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, „უხილავი“ ფაქტორებიც ამოქმედდა.



ამ დროისთვის კაპიტალის ბაზარი მხოლოდ კორპორაციული ობლიგაციებით არის წარმოდგენილი შთამბეჭდავის ზრდით.


სებ-ის სტატისტიკით, ყველა ფასიანი ქაღალდი, მთლიანად (3.9 მლრდ), მშპ-ს 9.5%-ია. ბაზარი მოიცავს სებ-ის სერტიფიკატებს, მთავრობის ფასიან ქაღალდებს, საფინანსო ინსტიტუტების და კომპანიების ობლიგაციებს.


რისკების გრძელი ნუსხიდან საქართველოში მხოლოდ სავალუტო რისკების ჰეჯირების პრაქტიკაა და არეალი უნდა გაფართოვდეს. ბაზრის ფორმირებას ბევრი მახასიათებელი განაპირობებს, მათ შორის, კორპორაციული დისციპლინა, ინფრასტრუქტურა და სავაჭრო გარემო. როგორც იცით, ინტეგრირებული სავაჭერო პლატფორმა უკვე მოწყობილია.


bmg






მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში
access_time2019-09-20 21:45:06
არ აყვეთ პროვოკაციებს, არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,- ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე „სირცხვილია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   მისივე თქმით, საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს და პრობლემების დაძლევა თავისუფლების გარშემო გაერთიანებით უნდა დაიწყოს.   „ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი უკვე...

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან
access_time2019-09-20 18:30:30
გავლენიანი რუსული ინტერნეტ-გამოცემა gazeta.ru ანალიტიკოსების მოსაზრებას აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთის მნიშვნელობა როგორც სავაჭრო პარტნიორის და ინვესტორის შუა აზიასა და კავკასიაში საგრძნობლად გაიზარდა, რამაც ეს რეგიონების, გარკვეულწილად მოსკოვს და პეკინს შორის ბრძოლის არენა გახადა.ყაზახეთი, ყირგიზეთი, და უზბეკეთი არიან საკვანძო ქვეყნები ჩინეთის ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა, რომლის მიზანიცაა ჩინური ტვირთების ნაწილის...

m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა

m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა
access_time2019-09-20 16:05:42
20 სექტემბერს, 13:00 საათზე, დეველოპერულმა კომანია „m2 უძრავი ქონებამ“ სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვების საზეიმო ცერემონია გამართა. ცერემონიას ესწრებოდნენ m2-ის, სამშენებლო კომპანია BK Construction-ის, ადგილობრივი მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერთიფიკატები. ასევე მოხდა მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება. ამიერიდან, ისინი m2-ის დიდი...

ირაკლი ლექვინაძე: „წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში“

ირაკლი ლექვინაძე:  „წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში“
access_time2019-09-20 16:30:57
„წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში და მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფორმით შრომის კოდექსში ცვლილებებს ექნება ბევრად ნეგატიური შედეგები, ვიდრე ის მოლოდინები და მიზნები, რომლებიც ჩადებულია მასში“ - ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. ...

10 კომპანია, რომელმაც„ქართულ ოცნებას“ ბოლო 5 თვეში 100 ათასი ლარი შეწირა

10 კომპანია, რომელმაც„ქართულ ოცნებას“ ბოლო 5 თვეში 100 ათასი ლარი შეწირა
access_time2019-09-20 19:00:20
2019 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს სამ ქალაქში (ლაგოდეხში, ადიგენსა და მარტვილში) საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. როგორც ყველა არჩევნების წინ, ახლაც, მმართველი პარტიის შემწირველები ქართულ ოცნებას 10-ეულობით ათას ლარს ურიცხავენ. ბოლო 5 თვეში ქართულ ოცნებას 100 ათასი ლარი 10-მა კომპანიამ შეწირა. ...


მსგავსი სიახლეები

up