„ბიზნესს გაკოტრებამდე  დახმარება სჭირდება,კანონპროექტი,რომლის შემუშავებას მთავრობა  აპირებს, ამის საშუალებას იძლევა“

„ბიზნესს გაკოტრებამდე დახმარება სჭირდება,კანონპროექტი,რომლის შემუშავებას მთავრობა აპირებს, ამის საშუალებას იძლევა“

access_time2020-02-10 11:30:18

კანონპროექტს, რომელზეც სახელმწიფო მუშაობს და რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, გაკოტრების ეტაპი აიცილონ და რეაბილიტაციის ეტაპზე კომპანიის გაჯანსაღება შეძლონ, ბიზნესი აფასებს და არსებულ კანონს ინვესტიციების მოზიდვის გარანტიად მიიჩნევს. „კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენად მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის აღნიშნული კანონპროექტი.  


კომპანია „ნატახტარის“  კორპორაციული საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის  თქმით კანონპროექტი, რომლიც რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილებას მოიცავს,  ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტი იქნება საინვესტიციო კლიმატისთვის.“


„ჩვენთვის, საერთაშორისო რეიტინგების  უკან დამწევი არის ის ამ კანონის არ არსებობა. საქართველოში ბიზნესში შესვლა მარტივია, იქედან  თავის დაღწევა- რთული. გაკოტრების კანონი იმას არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც გაკოტრდეს ბიზნესი, იმასაც მოიაზრებს, რომ როდესაც პირს საქმიდან გასვლა მოუნდება უმტკივნეულოდ დაასრულოს ბიზნესში მოღვაწეობა.“-ამბობს ხუნძაკიშვილი.


ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი გაკოტრების შესახებ კანონს, ინვესტიციების გარანტიადაც მიიჩნევს. რადგან  ინვესტორისთვის, საქართველოში   ბიზნესის დაწყება ადვილია,  ასევე უნდა იყოს ბიზნესიდან გასვლაც და არ უნდა ექმნებოდეს პრობლემა. ხუნძაკიშვილის თქმით, ქვეყნის რეიტინგის შენარჩუნება მსგავს ფაქტორებზეა დამოკიდებული.


ბიზნესმენ ირაკლი იაშვილის თქმით, ბიზნესს გაკოტრებამდე  დახმარება სჭირდება , კანონპროექტი, რომლის შემუშავებას მთავრობა  აპირებს, ამის საშუალებას იძლევა.



„ბიზნესი თუ გაკოტრდა, გაკოტრდება და ეს გარდაუვალია, პროცესს  თავიდან ვერ ავიცილებთ. თუმცა, გადახდისუუნარობის საკითხის დახვეწა თუ იგეგმება ეს ძალიან კარგი ინიციატივაა.  გარკვეული პრობლემის დასაწყისში, ბიზნესი იგრძნობს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას და რეალური ღონისძიებები გატარდება, ეს ფაქტი საკმაოდ დადებითია.“-ამბობს ირაკლი იაშვილი.

 

შეგახსენებთ, კანონპროექტზე საუბარი, რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, გაკოტრების ეტაპი აიცილონ თავიდან, გასულ კვირას გააქტიურდა.  გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონპროექტის სამუშაო ვერსია მთავრობამ დაამტკიცა და ის  საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება.


კანონის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო აღარ ისარგებლებს ექსკლუზიური უფლებით გადახდისუნარიანობის საქმის წარმოების პროცესში.


პროექტი, რომელიც კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტების ჩართულობითა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავდა ფინანსური სირთულეების მქონე ბიზნესისთვის პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობის გაჩენას ეხება. კანონი ბიზნესს მისცემს საშუალებას, ფინანსური კრიზისის საწყის ეტაპზევე გამოიყენოს რეაბილიტაციისათვის საჭირო მექანიზმები, გაკოტრების პროცედურის ნაცვლად.


„დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კანონპროექტი და დიდ სარგებელს მოუტანს ქართულ ეკონომიკას. ჩვენ წლების განმავლობაში ვგრძნობდით, როგორ უჭირდა კომპანიებს, რომლებიც ხვდებოდნენ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში. ეს კანონი მათ შესაძლებლობას მისცემს აირიდონ გაკოტრების ეტაპი და რეაბილიტაციის ეტაპზე შეძლონ კომპანიების გაჯანსაღება, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პირველ რიგში სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და ჩვენი მოქალაქეებისთვის სიკეთეს ნიშნავს,- აღნიშნა  გასულ კვირას მთავრობის მეთაურმა.



ნათია ლომიძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up