კანონპროექტით, ზეგანაკვეთური სამსახური საათობრივი 25%-იანი დანამატით უნდა ანაზღაურდეს

კანონპროექტით, ზეგანაკვეთური სამსახური საათობრივი 25%-იანი დანამატით უნდა ანაზღაურდეს

access_time2019-09-20 16:09:10

საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინება შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მიღების შემთხვევაში, დამსაქმებლებს რიგ ახალ ვალდებულებებს დაუწესებს. მათ შორისაა მოთხოვნა, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დროს დასაქმებულმა დადგენილი ხელფასით განსაზღვრული სარგოს მინიმუმ 125%-ის ოდენობის ანაზღაურება უნდა მიიღოს. შესაბამისად, ზეგანაკვეთის დანამატი მინიმუმ 25%-ით არის დადგენილი.


დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი შრომის კოდექსის არსებული რედაქციის სტრუქტურულ ცვლილებებს ითვალისწინებს. მიღების შემთხვევაში, დამსაქმებლებს დასაქმებულთა მიერ რეალურად შესრულებული სამუშაოს დროის ხანგრძლივობის აღრიცხვის მოქმედი სისტემის დანერგვა მოუწევთ.


შემოთავაზებული რედაქციით, სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში კვლავაც 40 საათით იქნება განსაზღვრული, ხოლო ზეგანაკვეთურ მუშაობაზე კი ზედა ლიმიტი წესდება. დამსაქმებელს არ ექნება უფლება დასაქმებულს დღეში 2 საათზე მეტი, ხოლო კვირის განმავლობაში კი 8 საათზე მეტი დროით დაავალდებულოს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება.


მუხლი 26:

“ზეგანაკვეთური სამუშაოს დროის ხანგძრლივობა დღის განმავლობაში ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს ან კვირის განმავლობაში 8 საათს.

ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობა მინიმუმ უნდა შეადგენდეს ხელფასის ნორმირებული საათობრივი განაკვეთის 125 პროცენტს. ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება უნდა მოხდეს მიმდინარე თვეს გადასახდელ ყოველთვიურ ანაზღაურებასთან ერთად.”

რამდენი ლარის გადახდა მოუწევთ დამსაქმებლებს ზეგანაკვეთების სახით?


თუ დღეს დასაქმებულის თვიური დაუბეგრავი ხელფასი შეადგენს 1000 ლარს და დასაქმებული კვირაში 5 სამუშაო დღის განმავლობაში, დღეში 8 საათის განმავლობაში მუშაობს, მას თვის განმავლობაში საშუალოდ 880 საათის მუშაობა უწევს (თვე 30 დღე, მათ შორის სამუშაო დღე 22). ეს ნიშნავს რომ დასაქმებული საათობრივად სამუშაოს შესრულებისთვის 1.13 ლარს იღებს.


თუ დამსაქმებელმა დასაქმებულს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება დაავალდებულა, ახალი კანონმდებლობის პირობებში ის კვირის განმავლობაში 8 საათს არ უნდა აჭარბებდეს. შესაბამისად თვის განმავლობაში ის მაქსიმუმ 32 საათი შეიძლება იყოს (4 კვირის პირობებში).


თავისმხრივ ამ დამატებით 32 საათზე დამსაქმებელმა დასაქმებულს უნდა გადაუხადოს 25%-ით მეტი, ვიდრე ის ჩვეულებრივ საბაზო სამსახურის შესრულების დროს იღებს.


პირობითად, თუ მოქალაქის ანაზღაურება საათში არის 1.13 ლარი, დამსაქმებელს ზეგანაკვეთზე მინიმუმ 25%-ით მეტის, ანუ 1.41 ლარის გადახდა მოუწევს. ეს თვეში 32 ზეგანაკვეთური საათის პირობებში 45.12 ლარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ მაქსიმალური ზეგანაკვეთის პირობებში დამსაქმებელს დასაქმებულისთვის თვეში მინიმუმ 1045.12 ლარის გადახდა მოუწევს.


BMG





ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...

პაატა ბაირახტარი: ეროვნული ბანკი შეცდომებზეც ვერ სწავლობს

პაატა ბაირახტარი: ეროვნული ბანკი შეცდომებზეც ვერ სწავლობს
access_time2020-05-28 14:30:12
„ბანკები და ფინანსები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს პაატა ბაირახტარს ესაუბრა, რომელმაც ლარის გაუფასურების პრობლემის შეფასებისას საქართველოს ეროვნული ბანკის ნეგატიურ როლზე გააკეთა აქცენტი. ბაირახტარის განცხადებით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეცდომების დაშვების არც დრო და არც უფლება არ გვაქვს, კობა გვენეტაძის უწყება შეცდომებზეც კი ვერ...

2-3 თვის შემდეგ შესაძლოა სხვა რეალობა იყოს და მთავრობის ეს დახმარება საკმარისი არ აღმოჩნდეს – „არსის“ გენერალური დირექტორი ანტიკრიზისულ გეგმაზე

2-3 თვის შემდეგ შესაძლოა სხვა რეალობა იყოს და მთავრობის ეს დახმარება საკმარისი არ  აღმოჩნდეს  – „არსის“ გენერალური დირექტორი ანტიკრიზისულ გეგმაზე
access_time2020-05-28 13:30:21
„ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე მნიშვნელოვანი ინიციატივები გაჟღერდა, რაც სექტორს გამოაცოცხლებს. ახლა სექტორს სწორედ შოკური მდგომარეობიდან გამოყვანა სჭირდება, რისთვისაც ეს წინ გადადგმული ნაბიჯია“, - ასე შეაფასა „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ მთავრობის მიერ წარმოდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა.   „ზოგადად რთულია ხვალინდელი დღის პროგნოზირება, თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან ეს არის კარგი და სწორი ნაბიჯი,...

,,საქკაბელი” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

,,საქკაბელი” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
access_time2020-05-28 12:15:58
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგებს ახალი წევრი შეუერთდა კომპანია საქკაბელის“ სახით.სააქციო საზოგადოება „საქკაბელი“, საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი და გამოცდილი მწარმოებელია. ქარხანა დაარსდა 1958 წელს და დღემდე უწყვეტად შეინარჩუნა პროფილი, დანერგა მოწინავე ევროპული ტექნოლოგიები, გაზარდა ასორტიმენტი. 2018 წლის 23 მარტს საქკაბელს მიენიჭა ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისობის სერთიფიკატი. კომპანია ხარისხის ფონდის სრულყოფილი წევრია, ფლობს...


მსგავსი სიახლეები

up