კანონპროექტის განხილვა, რომელიც მიწების მორატორიუმზე ბანკების საკითხს არეგულირებს, შეჩერებულია

კანონპროექტის განხილვა, რომელიც მიწების მორატორიუმზე ბანკების საკითხს არეგულირებს, შეჩერებულია

access_time2017-11-10 14:10:01

პარლამენტში დროებით შეჩერებულია კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა, რომლის მიხედვით, მიწებთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი ბანკებსა და ”განსაკუთრებულ შემთხვევებზე” არ ვრცელდება.


საპარლამენტო უმრავლესობამ საკითხის განხილვა სექტემბრის დასაწყისში დაჩქარებული წესით დაიწყო, თუმცა პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, პროცესი აღარ გაგრძელებულა. საკითხს მმართველი გუნდი არც არჩევნების შემდეგ განახლებული მოსმენების ფარგლებში დაბრუნებია.


საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი ანრი ოხანაშვილი პროექტის კორექტირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მასში შესაძლოა კიდევ განხორციელდეს ცვლილებები, რაც მსჯელობის საგანია.


„საკითხს ვნებათაღელვა მოჰყვა და საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. გარკვეულმა ძალებმა სცადეს, თითქოს და, აქ
საზოგადოების საწინააღმდეგოდ რაღაცის განხორციელება ხდებოდა. ასეთი ფონი რომ არ შექმნილიყო, დამატებითი კითხვები არ გაჩენილიყო და ყველასთვის დეტალურად და კარგად აგვეხსნა, გამომდინარე აქედან, საკითხის განხილვა დროებით შეჩერდა. სწორედ ჩვენი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საკითხი რეგულირებას აუცილებლად საჭიროებს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ანრი ოხანაშვილმა.


დეპუტატი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, როდის დაუბრუნდება პარლამენტი კანონპროექტის განხილვას, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ პროექტის მიღება წლის ბოლომდე მოხდეს.



პარლამენტში სექტემბერში დარეგისტრირდა და ბიუროს გადაწყვეტილებით, დაჩაქრებული წესით დაიწყო “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონში ცვლილებების განხილვა, რომლის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა კომერციულ ბანკებზე და ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე არ გავრცელდება. შეზღუდვა ასევე არ გავრცელდება ”განსაკუთრებულ შემთხვევებზე”, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრება.


როგორც ცნობილია, პარლამენტის მიერ საგაზაფხულო სესიის ბოლოს მიღებული კანონით, უცხოელებსა და უცხოურ კომპანიებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებასა და საკუთრებაში გადაცემაზე მორატორიუმი დაწესდა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმა საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე შეჩერდა.


“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონში ინიცირებული ცვლილებების თანახმად კი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძენის შეჩერების შესახებ დადგენილი მორატორიუმი არ გავრცელდება კომერციულ ბანკებზე, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება საბანკო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში წარმოეშობათ. ასეთ შემთხვევაში, კომერციულ ბანკებს წარმოეშობათ ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან ორი წლის ვადაში ის შესაბამის უფლებამოსილ პირზე გაასხვისონ.


პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით ასევე გათვალისწინებულია მთავრობისათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, მორატორიუმიდან გამონაკლისის დაშვებასთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, დაინტერსებულმა პირმა შესაბამისი არგუმენტაციით უნდა მიმართოს დარგში პოლიტიკის განმახორციელებელ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას, რომელიც საკითხის შესწავლის შემდგომ, საკითხს განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობას წარუდგენს.


პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები - ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და ილია წულაია.



bpn.ge



13 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, სასწავლო დაწესებულებები და ბაღები განაახლებენ მუშაობას

13 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, სასწავლო დაწესებულებები და ბაღები განაახლებენ მუშაობას
access_time2021-05-11 12:04:09
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური...

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
access_time2021-05-11 10:54:33
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში მორიგი საგაზაფხულო სეზონი გაიხნა. „მეხსიერების ფრაგმენტები“ სერგო ფარაჯანოვის და გოგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრების ერთობლივი გამოფენის სახელწოდებაა, რომელიც ამ ორი ხელოვანის შემოქმედებას განსაკუთრებული რაკურსით წარმოაჩენს.     კერძო კოლექციებიდან შეგროვებული ნამუშევრების უმეტესობას დამთვალიერებელი წინანდლის მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეში პირველად იხილავს. მათი შემოქმედებისთვის ვიზუალური თხრობაა დამახასიათებელი და...

„თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ოდენობა რადიკალურად შემცირდა - რა გამოიწვია „ამორეზერვებამ“?

„თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ოდენობა რადიკალურად შემცირდა - რა გამოიწვია „ამორეზერვებამ“?
access_time2021-05-11 10:00:53
კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2021 წლის I კვარტლის მონაცემების მიხედვით, Top 5 კომერციული ბანკის სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ პანდემიის გამო საბანკო სესხების ნაწილი „ამორეზერვდა“, რამაც რადიკალურად შეამცირა სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის მაჩვენებელი. „ბანკებმა მსესხებლებს 2 ეტაპად...

„რითეილ ბაზრის მოთამაშეები არათანაბარ პირობებში არიან და მათ თანაბარი შესაძლებლობები არ ეძლევათ“ – „ფრესკო“

„რითეილ ბაზრის მოთამაშეები არათანაბარ პირობებში არიან და მათ თანაბარი შესაძლებლობები არ ეძლევათ“ – „ფრესკო“
access_time2021-05-11 11:00:25
ხელისუფლების მხრიდან რითეილ ბიზნესების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე არაერთი ამ ბაზრის მოთამაშე საუბრობს. ძირითად შემთხვევაში პრობლემა ჰიპერმარკეტების ქსელ „კარფურს“ უკავშირდება და მის მიმართ ხელისუფლების მხრიდან პრივილეგიების მინიჭებას. არსებულ არაკონკურენტულ გარემოზე „ფრესკოშიც“ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ რითეილ სექტორისთვის ასევე პრობლემაა გამჭვირვალობის ნაკლებობა და ერთიანი სტანდარტის არ არსებობა. „კომერსანტთან“ ფრესკოს გენერალურმა დირექტორმა...

10 მაისი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

10 მაისი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2021-05-10 18:00:34
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 10 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 10 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 11 მაისისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან...


მსგავსი სიახლეები

up