„კანონმდებლობა, რომელსაც მნიშვნელოვნად უნდა შეეცვალა სადაზღვევო ბაზარი ჯერ კიდევ განუხორციელებელია“

„კანონმდებლობა, რომელსაც მნიშვნელოვნად უნდა შეეცვალა სადაზღვევო ბაზარი ჯერ კიდევ განუხორციელებელია“

access_time2019-12-31 14:00:40

რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა სადაზღვევო სექტორი 2019 წელს, რა ძირითადი ტენდენციები იკვეთებოდა და რა მოლოდინები აქვთ  მომავალი წლისთვის, ამ თემებზე „კომარსანტთან“ „სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა ისაუბრა.


ის წლის მთავარ პრობლემად, ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ კანონის განუხორციელებლობას ასახელებს. აღნიშნულ რეგულაციას ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს და კანონპროექტიც მზად არის, თუმცა, კანონმდებლებმა კანონპროექტის კანონად ქცევა, ჯერაც ვერ მოახერხეს.


„წლის გამორჩეულობაზე თუ ვილაპარაკებთ, ძალიან დიდი მოლოდინი იყო საკანონმდებლო კუთხით, რომელსაც მნიშვნელოვნად უნდა შეეცვალა სადაზღვევო ბაზარი და ურთიერთობები. შარშან წლის ბოლოს მთავრობამ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ და აქტიური მოლოდინი იყო, იმისა რომ წელს ამ კანონპროექტს განიხილავდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მოხდა. სადაზღვევო სექტორის მოლოდინი ძალიან დიდი იყო და ამ კანონპროექტს სადაზღვევო ბაზარზე ძალიან დიდი გავლენა ექნებოდა. გარდა ამისა, მთავრობასთან მიმდინარეობდა რამდენიმე საკითხზე მუშაობა, რომლებიც დღესაც სამუშაო რეჟიმში რჩება. მათ შორის არის განსაკუთრებულად საშიში საწარმოების დაზღვევის ოპტიმიზება, რომელიც მთავრობას კანონით ევალება. გარდა ამისა, ბაზარი, როგორც ყოველთვის ზეკონკურენტული რჩება და 10%-იანი ზრდაა დაზღვეულთა რაოდენობის მხრივ, ასევე მცირედით, დაახლოებით 20%-ით გაიზარდა ნებაყოფლობითი მანქანების დაზღვევა“, - განმარტავს დევი ხეჩინაშვილი.



დევი ხეჩინაშვილი აღნიშნავს, რომ მომავალი წელს სადაზღვევო სექტორი ისევ მოლოდინის რეჟიმში იქნება და იმედოვნებს, რომ კანონპროექტი 2020 წელს მაინც განხორციელდება.


„2020 წელი საკანონმდებლო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წელია, არჩევნების გამო, მაგრამ ჩვენ მაინც მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ბოლოსთვის ის უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი გავა და პარლამენტი განიხილავს ანუ გამოდის ისევ მოლოდინის რეჟიმში ვიქნებით. ეს ევროკავშირის შეთანხმებაცაა საქართველოს მთავრობასთან. სხვა მხრივ, ჩვეულებრივ გავაგრძელებთ ბიზნესის განვითარებას და იმედი მაქვს, რომ სხვა საკითხებიც, რომლებიც ბოლომდეა მისაყვანი, მაგალითად ისეთი როგორიცაა საშიშ საწარმოების დაზღვევის საკითხი, მომავალ წელს გადაწყდება,“ - აღნიშნავს დევი ხეჩინაშვილი.


ნინო თამაზაშვილი





30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-03-30 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა $1/3.2875...

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა
access_time2020-03-30 17:10:10
საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. საკარანტინო რეჟიმი ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა შემოღებული. „მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, –...

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს
access_time2020-03-30 17:00:36
„დააპაუზე უფასოდ“ - ამ სახელით ინტერნეტსივრცეში შექმნილი სამართლებრივი სივრცე მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების სამართლებრივი გზით მოგვარებას. იდეის ავტორი, ადვოკატი მარიკა არევაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ რამდენიმე ათეული სხვადასხვა პრობლემის შესახებ იღებენ შეტყობინებას და მათი მხრიდან ხდება ხალხის დაკვალიანება იურიდიული კუთხით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე ფორსმაჟორულ სიტუაციაში იჯარის, სესხების თუ კომუნალურებთან დაკავშირებული გართულებების...

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი
access_time2020-03-30 18:00:42
 „წარმოება არც გაზრდილა და არც შემცირებულა, ბაზარზე  მოთხოვნა  სტაბილურად არსებობს, რომელსაც ვაკმაყოფილებთ“- ამის შესახებ „კომერსანტს“ პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის „ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ალექსანდრე რატიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წარმოების პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს და კომპანიაა 15 სახის პროდუქციას წარმოებას ისევ აგრძელებს.   „როგორც საგანგებო...

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას  „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ
access_time2020-03-30 16:30:04
გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრმა ტომას შეფერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დასავლური მედიის ცნობით, ტომას შეფერის ცხედარი ფრანკფურტის მახლობლად, მატარებლის ლიანდაგზე აღმოაჩინეს. ჰესენის ფედერალური შტატის პრემიერ-მინისტრის, ვოლკერ ბუფირის თქმით, შეფერი "covid 19"-ის პანდემიის გამო სტრესულ მდგომარეობაში იყო. "როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო. გამოსავალი ვერ იპოვა და დაგვტოვა. მისი წუხილი იყო, შეძლებდა თუ არა მოსახლეობის უზარმაზარ...


მსგავსი სიახლეები

up