კანონის მიღება დაგვიანებულია- სპეციალისტები უსაფრთხო  სათამაშოებზე ინიცირებულ კანონს განიხილავენ

კანონის მიღება დაგვიანებულია- სპეციალისტები უსაფრთხო სათამაშოებზე ინიცირებულ კანონს განიხილავენ

access_time2020-01-28 15:45:25

სათამაშოების უსაფრთხოების ტექნიკურ რეგლამენტს, რომელიც პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში, სპეციალისტები დაგვიანებულად მიიჩნევენ. მათი განმარტებით,კანონის აღსრულება 2021 წლამდე გადაიწევს,რაც ბაზარზე პრობლემის განვითარებას წინ ვერ აღუდგება.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის თქმით, სამინისტროს მიერ მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივასთან, რომელიც უზრუნველყოფს სათამაშოების უსაფრთხოებას. მისივე თქმით, სამინისტრო წლებია სათამაშოების უსაფრთხოების რეგლამენტზე მუშაობს.

 

მინისტრის მოადგილის განცხადებას არ ეთანხმება, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორი ვახტანგ კობალაძე.  როგორც ის „კომერსანტსთან“ საუბრობს, 2016 წლის შემდეგ ქვეყანაში სათამაშოების შემოწმების პრეცენდენტი არ ყოფილა. სახელმწიფო სტრუქტურები კი აცხადებდნენ, რომ ლაბორატორიული კვლევების შესაბამისი ფინანსები არ ჰქონდათ.

 

„2016 წელს ლაბორატორიული კვლევა ჩავატარეთ  და  44 სათამაშო მაღაზია შევამოწმეთ. მას შემდეგ არ ჩატარებულა მსგავსი კვლევა, რადგან ჩვენს ცენტს მასშტაბურ კვლევისთვის ჩვენი ცენტრი არასაკმარისი ფინანსების გამო ვერ ატარებს.  თუმცა დღესაც არაფერი იქნება სასიკეთოდ შეცვლილი,“-ამბობს ვახტანგ კობახიძე.

 

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორი, ინიციატივის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ კანონი რომლსაც მიიღებენ შესაძლოა ევროკავშირის დავალებაც იყოს ან საზოგადოების მოთხოვნა, არცერთს გამოვრიცხავ, თუმცა კანონის მიღება დაგვიანებულია.

 

„ინიციატივას რაც შეეხება ვისაც როგორ უნდა ისე შეაფასებს იმ კანონს რომლის მიღებასაც გეგმავენ, ჯერ კიდევ 2016-17 წლებში განვიხილავდით და ამ პრობლემაზე ვამახვილებდით  ყურადღებას.  გარდა ამისა, 2021 წლამდე გადავადებული კონტროლის რეალური ამოქმედება, მაშინაც მივა თუ არა აღსრულებამდე არ ვიცით.“-ამბობს ვახტანგ კობალაძე. 


 

„კომერსანტი“ სათამაშოების მაღაზია xtoy-ს დაუკავშირდა რათა გაგვერკვია, რა მდგომარეობაა სათამაშოების მაღაზიაში. Xtoy-ს წარმომადგენლის თქმით, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადება, რეალობას შეესაბამება, რადგან მოსახლეობის მხრიდან ხარისხიან სათამაშოებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.  

 

“ბოლო დროს საზოგადოებისგან გაჩნდა  მოთხოვნა ბიო სათამაშოებზე. მართალია გაცილებით ძვირია, ვიდრე პლასტმასის, მაგრამ მშობლების დიდ ნაწილს ურჩევნიათ ძვირი გადაიხადონ. მშობელს ურჩევნია ერთით ნაკლები სათამაშო შეიძინოს შვილისთვის, მაგრამ იყვნენ დაცულები, რომ სათამაშო  არ შეიცავს მომწამლავ ნივთირებებს.“-ამბობს xtoy-ის წარმომადგენელი.

 

“babuta the doll market-ის წარმომადგენელი ნონა სონღულაშვილი ერთ-ერთია ვინც ხის სათამაშოებს აწარმოებს და ორგანულ სათამაშოებს უწევს პოპულარიზაციას. სონღულაშვილის თქმით, ინიცირებული კანონი საზოგადოების მოთხოვნა უფროა ვიდრე ევროკაშვითან დადებული ხელშეკრულება.


 „მართალია სათამაშოების მაღაზიას წარმოვადგენ, მაგრამ როგორც დედა მოთხოვნა მაქვს ბაზარზე იყოს ხარისხიანი სათამაშოები,. ამიტომ ვემხრობი ახალ ინიციატივას. არ ვიცი ინიციატივის დაკანონებას მხოლოდ იმიტომ აპირებენ, რომ ამით ევროკავშირთან ვალდებულება შესრულონ თუ არა, თუმცა, ფაქტი კარგია.“-ამბობს ნონა სონღულაშვილი.



როგორც ცნობილია,კერძო სექტორთან გამართული კონსულტაციების გათვალისწინებით, ბიზნესს მიეცა ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი, რომ მოემზადოს რეგულაციებისთვის. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ,რომ  ერთი წლის განმავლობაში, 2021 წლამდე, სანქციები არ იმოქმედებს – კომპანიებს მიეცემათ მხოლოდ დარღვევების გამოსწორების რეკომენდაციები, რომელთა შესრულებასაც ზედამხედველი ორგანო გარკვეული დროის შემდეგ გადაამოწმებს.


მინისტრის მოადგილე გენადი არველაძის განცხადებით, არსებობს მეორადი სათამაშოების ხუთი ძირითადი იმპორტიორი, რომლებთანაც  კონსულტაციები იქნა განვლილი. „ისინი აცხადებდნენ, რომ ვერ წარმოადგენდნენ ვერანაირ საბუთს, რაც პრობლემაა, რადგან, თუ მიკვლევადობა არ მოხდა მწარმოებლის შესახებ, იმ ქვეყნის შესახებ, სადაც იწარმოა ეს პროდუქტი და არ მოხდა იდენტიფიცირება, ვერ დავუშვებთ და ვერ მოვახდენთ ზედამხედველობის აღსრულებას, იმდენად შერეული და ბევრი სახეობის სათამაშოს იმპორტი ხდება“ – აღნიშნა გენადი არველაძემ.


ნათია ლომიძე 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up