„სახელმწიფოსთვის  ბიზნესის ინტერესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე„ - რატომ ვერ იცავს გამკაცრებული შრომის უსაფრთხოების კანონი მუშებს

„სახელმწიფოსთვის ბიზნესის ინტერესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე„ - რატომ ვერ იცავს გამკაცრებული შრომის უსაფრთხოების კანონი მუშებს

access_time2019-04-01 15:00:03


საზოგადოებრივი მოძრაობა „სოლიდარობის ქსელი“ 1 აპრილს, 19:00 საათზე, თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ საპროტესტო აქციას შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით გეგმავს. როგორც სოლიდარობის ქსელის წევრი ნენო ჩარკვიანი აცხადებს, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი შემთხვევა კიდევ ერთელ აჩვენებს იმას, რომ სახელმწიფოსთვის დღეს ბიზნესის ინტერესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე.


აქციის წევრები ჭავჭავაძის გამზირზე,  სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლის შედეგად, ორი მუშის გარდაცვალების ფაქტს აპროტესტებენ.  


„გუშინ ჩვენ შემთხვევის ადგილზე ვიყავით და გავარკვიეთ, რომ ეს ადამიანები 2 კვირის განმავლობაში ზედიზედ, დასვენების გარეშე მუშაობდნენ. კვირას მომხდარი შემთხვევაც ამას გვიჩვენებს, რომ რეალურად გარდა შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისა, შრომის უფლებებიც ირღვევა. გუშინ ჩვენ ერთ-ერთი გარდაცვლილი მუშის შვილს ვესაუბრეთ, ისიც იქ მუშაობდა, 17 წლის არის. ის ამბობს, რომ ობიექტზე არ ხდებოდა იმის კონტროლიც კი, თუ რამდენი წლის ადამიანს იყვანდნენ სამსახურში. კომპანიას არ ჩაუტარებია არანაირი ინსტრუქტაჟი უსაფრთხოებზე,კასკებიც კი არ მოუტანიათ.


ეს აქცია რეალურად დაანონსდა იმისთვის, რომ მიღებულია შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი, შრომის ინსპექციას კი უკვე ევალება შეამოწმოს სამუშაო ადგილზე, მაგრამ ფაქტია, ასეთი შემთხვევები მაინც ხდება. არ არსებობს შრომის უსაფრთხოების კანონში ჩანაწერი იმის შესახებ, თუ რამდენი უნდა იყოს კომპენსაცია უბედური შემთხვევის შემდეგ უკვე დაზარალებული ადამიანისთვის ან გარდაცვლილის ოჯახისთვის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შრომის უფლებების შემოწმების მანდატიც დაემატოს შრომის ინსპექციას, გაიწეროს კომპენსაციების თემა და ყურადღება მიექცეს ნებართვების გაცემებსაც,“-აღნიშნავს ჩარკვიანი.



რეალურად რამ გამოიწვია  ჭავჭავაძის გამზირზე სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლა, ამას გამოძიება დაადგენს, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი შემთხვევების დიდი ნაწილი, ხშირად, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევების გამო ხდება.


 

 „კომერსანტი“ დაინტერესდა, რეალურად, რატომ ვერ ხერხდება მსგავსი ფაქტების მინიმუმამდე დაყვანა მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში უკვე 1 წელია შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მოქმედებს?

 

როგორც „კომერსანტს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს, 2019 იანვარი-მარტის  პერიოდში მშენებლობაზე 11 მუშა გარდაიცვალა და 3 დაშავდა. 

 

უწყებიდან  გამოთხოვილი ინფორმაციის შედეგად, 2016 - 2019 (იანვარი-მარტი) წლების პერიოდში სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა სტატისტიკა ასე გამოიყურება: 2019 წლის იანვარი-მარტში სამუშაო ადგილზე  14 ადამიანი  გარდაიცვალა, აქედან 11 მშენებლობაზე, აღნიშნულ პერიოდში დაშავდა  10 ადამიანი, აქედან  3   მშენებლობაზე.

 

2018 წელს  სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 40 ადამიანი, აქედან 16 მშენებლობაზე, ამავე პერიოდში სამუშაო ადგილზე  დაშავდა 37 ადამიანი, აქედან 17 იყო მშენებლობაზე. სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა  გარდაცვალებულთა რიცხვი 2017 წელს 39-ს შეადგენდა, აქედან მშენებლობაზე-17.  2017 წელს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 22 შემთხვევა მშენებლობაზე მოხდა. 2016 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 58 ადამიანი, აქედან 18 მშენებლობაზე, ამავე პერიოდში სამუშაო ადგილზე  დაშავდა 84 ადამიანი,აქედან 23  იყო მშენებლობაზე.


„საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის“  წარმომადგენელი თორნიკე აბულაძე განმარატვს, რომ რაც ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა ცალსახად  უბედური შემთხვევაა, თუმცა, აღნიშნავს,  რომ ასოციაციის ინფორმაციით, წლების და კვარტლების მიხედვით, მშენებლობებზე გარდაცვალებულთა რიცხვი შემცირებულია.

 

„გამკაცრებამდე თვე არ გავიდოდა, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარიყო, თუმცა, დღეს შემცირებულია. შრომის უსაფრთხოების კანონი გასული წლის მარტში ამოქმედდა და შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ ეს კანონი მუშაობს. აქ მთავარი იყო მენტალობის გადატეხვა. დიდი კომპანიები ყოველთვის ვცდილობდით უსაფრთხოების ზომების დაცვას. თუმცა, როგორც კი მუშას ჩაფხუტის დახურვას ვთხოვდით, აპროტესტებდა. თუ დავაჯარიმებდით, სამუშაოდ სხვა კომპანიაში გადადიოდა, იქ, სადაც ამას არ სთხოვდნენ. დღეს სიტუაცია შეიცვალა, ამას ყველგან სთხოვენ. მუშებიც ნორმების დაცვას შეეჩვივნენ. ერთი რამ უნდა ყველამ ვიცოდეთ - კანონის და ნორმის შემოღება ნიშნავს რისკის შემცირებას და არა  მის სრულად აღმოფხვრას,“-აღნიშნავს აბულაძე.  


ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტს სწავლობს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტიც. „გუშინ დავიწყეთ ობიექტის მოკვლევა, მაგრამ ვინაიდან მიმდინარეობდა სამაშველო სამუშაოები, პროცედურულად ხანგრძლივი აღმოჩნდა. გუშინ მოკვლევის პერიოდში რაც შევძელით, იყო, რომ დავათვალიერეთ ტერიტორია და დავიწყეთ შემსწრე პირთა და პასუხისმგებელ პირთა გამოკითხვა. დღეს დილიდან გაგრძელდება მოკვლევის პროცედურები და შესაბამისად, გვექნება კომენტარის გაკეთების საშუალება. ობიექტი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ჩვენი მხრიდან არ იყო შემოწმებული, თუმცა მერიის მხრიდან, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, შემოწმებული იყო,“ - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.

 


სოფო ქსოვრელი 

 





ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა
access_time2021-08-03 15:00:17
ბოლო 10 წელიწადში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მკვეთრი ნახტომის მიზეზი Amazon.com-ის ან რომელიმე სხვა მსგავსი საიტის პოპულარობის ზრდა არ გამხდარა. 2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა. 2011 წელს ბარათებით ინტერნეტშესყიდვების მოცულობამ 185 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში, მხოლოდ 1 თვეში, კაზინოების ანგარიშზე 415 მლნ ლარი ჩაირიცხა. თუ მხოლოდ ქართულ...

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი
access_time2021-08-03 14:00:17
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოში ბიზნესს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ აქვს. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ხელისშემშლელი გარემოება პანდემიაა, ჭყონიას ინფორმაციით, დიდი დაბრკოლებაა კადრების დეფიციტი და რომ არა ეს პრობლემა, შრომის ბაზარზე შეიძლება სიტუაცია გაცილებით უკეთესი ყოფილიყო. ,,დღევანდელი ტექნოლოგიები და შრომის ბაზარზე არსებული მოცემულობა, განსაკუთრებით კადრებთან დაკავშირებით, არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს.  მაღალი დონის...

„გრინ კაპიტალისა“ და საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს

„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი  აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს
access_time2021-08-03 12:55:26
„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი გიორგი ქიშმარია  აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს. ამის შესაძებ კომპანიის ვრცელ წერილშია ნათქვამი, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:   „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას  ქალბატონ კელი დეგნანს   ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მის აღმატებულებას ბატონ...

"კრედიტინფო საქართველო" რამდენიმე მილიონიან ახალ სისტემას სექტემბრიდან აამოქმედებს

access_time2021-08-03 11:55:40
„კრედიტინფო საქართველომ“ ბიუროს მდგრადობისა და სტაბილურობის მეტი გარანტიის უზრუნველსაყოფად რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩადო ახალი სისტემის დანერგვაში. „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, სისტემა სექტემბრიდან ამუშავდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სწორედ „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურ დირექტორს ვესაუბრეთ: პანდემიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა კომპანიებს თავიანთი სისტემების გასავითარებლად,...

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-08-03 11:30:49
ინფლაციის განაკვეთმა 2021 წლის ივლისში 11.9%-ს მიაღწია, რაც 2011 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლითაა გაძვირებული როგორც საკვები, ასევე ჯანდაცვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43...


მსგავსი სიახლეები

up