ცვლილება კანონში – სათამაშო ბიზნესის სრული კონტროლი თუ მსუბუქი შეზღუდვა?

ცვლილება კანონში – სათამაშო ბიზნესის სრული კონტროლი თუ მსუბუქი შეზღუდვა?

access_time2021-07-26 10:00:55

ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ პარლამენტმა სათამაშო ბიზნესისთვის მოიცალა და კონტროლთან დაკავშირებით რეგულაციები მიიღო, მაგრამ ეს არ არის ის ცვლილება, რომელსაც მოსახლეობის აზარტული თამაშებისგან თუნდაც მინიმალური დაცვა შეუძლია. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, სათამაშო ინდუსტრია ისევ რჩება ფულის გათეთრების მაღალი რისკის მატარებელ სექტორად, გამჭვირვალობის კუთხით ისევ პრობლემაა და რეალურად ვერც რეკლამასთან და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს პასუხობს.


საკანონმდებლო ცვლილება ძირითადად ინდუსტრიის იმ მოთამაშეებს შეეხება, რომლებიც საქართველოდან საზღვარგარეთ აწვდიან ანალოგიურ სერვისს, არიან კონტროლს მიღმა და არ ექვემდებარებიან ნებართვის აღებას.


ახალი კანონის თანახმად, ამ სფეროში მოქმედი კომპანიები ვალდებულნი იქნებიან თამაშობის ორგანიზატორებისთვის სერვისის ან პროდუქტის მიწოდების ნებართვა 2022 წლის 1 იანვრამდე აიღონ. პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით უკვე მიიღო „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი.


როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა განმარტავს, ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ოპერირებს და ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ თამაშობის ორგანიზატორებს აზარტულ თამაშს ან მასთან დაკავშირებულ სერვისს ან პროდუქტს მიაწვდის, დაექვემდებარება ნებართვის აღებას და კონტროლის სისტემებში ჩართვას.


„სათამაშო ბიზნესის მთელი სფერო სრულად მოექცევა ეფექტური კონტროლის ქვეშ“, - აცხადებს მიხეილ დუნდუა.



თუმცა, სპეციალისტებს განსახვავებული პოზიცია აქვთ და ცალსახად აცხადებენ, რომ კანონის მიღმა კვლავ რჩება ისეთი საკითხები, რომელსაც, წესით, მოსახლეობა აზარტული თამაშებისგან უნდა დაეცვა და გარკვეული ზომები მიეღო სათამაშო ინდისტრიის შემოსავლებთან დაკავშირებითაც, რომელიც აბსოლუტურად უკონტროლოა.


ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი კაპანაძის შეფასებით, დაბეგვრის მექანიზმი იცვლება კომპანიებისთვის, რომლებიც საკუთარ მომსახურებას ჰყიდიან უცხოეთში. ამით გარკვეული ფული შევა ბიუჯეტში, მაგრამ ვერ უშველის მძიმე სიტუაციას, რაც საქართველოში სათამაშო ბიზნესის გამოა.


„კანონმა ადგილობრივ დონეზე ვერ მოაწესრიგა ისე ხარვეზები, რაც სათამაშო ბიზნესშია. ცხადია, დადებითია, რომ  რამე კანონის მიღება მოხერხდა. მთავრობამ შეძლო მცირე, მაგრამ გარკვეული ცვლილება შეეტანა არსებულ კანონში, მაგრამ ეს არასაკმარისია. ამით ვერ შეიცვლება სურათი, რასაც ჰქვია აზარტული თამაშებისგან დაზარალებული მოსახლეობა და მძიმე სოციალური მდგომარეობის შემსუბუქება. კანონი ამ საკითხებს ისევ არ ეხება. უფრო სისტემური მუშაობაა საჭირო, უნდა მოხდეს მთლიანად ონლაინ მიმართულების რეგულირება, როგორიცაა  არასრულწლოვნების თამაშის გამორიცხვა, ასევე დაბეგვრის მექანიზმის გაზრდა, ფინანსების გამჭვირვალობა და სხვა მრავალი პრობლემა, რომელიც არსებობს, მათ შორის რეკლამის კანონის შეზღუდვა, რომელიც დღეს თავისუფალია აზარტული თამაშებისთვის და არ შეიძლება ასე იყოს. ფულის გათეთრების მხრივ ისედაც პრობლემაა ამ ინდუსტრიაში, ამიტომ სწორი იქნება, თუ ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით და სწორ რეგულაციებს შემოგვთავაზებს“, - უთხრა „კომერსანტს“ კაპანაძემ.


მისი თქმით, განსაკუთრებით დიდი პრობლემა ამ ბიზნესისგან არსებობს იმის გამოც, რომ მთავრობა ბოლომდე ვერ ახერხებს სექტორის ფინანსებზე წვდომას, უცნობია, რამდენია მათი მოგება, რამდენად სწორად იხდიან მოგების გადასახადს, ამხელა ბრუნვის მაჩვენებელი რატომ აქვთ და სხვა.


შესაბამისად, როგორც ფინანსისტი ასკვნის, უნდა მოხდეს ამ საკითხების გახსნა, რათა  შემოსავლების სამსახურის ბაზაზე შესაძლებელი იყოს  სათამაშო ბიზნესის შემოსავლებზე წვდომა. ასევე რეგისტრაციის საკითხიც, რომ არასრულწლოვანი მოქალაქეების ჩართულობა გამოირიცხოს.


მარი ჩიტაია




დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up