„კანონი არ შეიძლება შეიქმნას ერთი ან ხუთი კომპანიისთვის, მან უნდა იმოქმედოს ყველაზე„

„კანონი არ შეიძლება შეიქმნას ერთი ან ხუთი კომპანიისთვის, მან უნდა იმოქმედოს ყველაზე„

access_time2019-04-18 17:00:43

„თუ  მცირე და საშუალო ფერმერებმა ვერ ნახა სარგებელი, მაშინ კანონი არ არის ადეკვატური. ნახონ ჯერ,  რა არის მთავარი გამოწვევა ამ სფეროში და მერე იყოს თუნდაც გადასახადიდან გათავისუფლება,“ - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ „კომერსანტთან“ ფინანსთა სამინისტროს ის კანონპროექტი შეაფასა, რომლის მიხედვითაც დღგ-გან ჩათვლის უფლებით სრულად თავისუფლდება ნატურალური რძისა და რძის ნაწარმის მიწოდება. თუმცა აღნიშნულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა.


„ ეს კანონპროექტი იყო უფრო ინდუსტრიული რძის მწარმოებლებისთვის, ვიდრე მცირე და საშუალო ფერმერების შეღავათზე გათვლილი. ხელისუფლების მხრიდან ჩვენთან კომუნიკაცია ამ თემაზე არ ყოფილა, ხომ უნდა გვითხრან ამით,  რამდენი ფერმერი მიიღებს სარგებელს. არ შეიძლება კანონი მიიღონ და მერე დაველოდოთ შედეგს.  


ერთი შეხვედრა გვქონდა აგრარულ კომიტეტში, როდესაც  ოთარ დანელიამ დაგვიბარა და მოისმინა ჩვენი მოსაზრებები. მას შემდეგ საერთოდ კომუნიკაცია არ ყოფილა.  ყველაფერზე ვისაუბრეთ - რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დამდგარიყვნენ ფერმერები, რა იქნებოდა დადებითი, რა იქნებოდა უარყოფითი, მაგრამ როდესაც კანონის ინიციატორია ფინანსთა სამინისტრო, მან უნდა მოისმინოს ჩვენი აზრი,“ – განაცხადა ნინო ზამბახიძემ.


ფერმერთა ასოციაციაში კანონპროექტის შინაარსთან და მის ეფექტურობასთან  დაკავშირებითაც აქვთ შეკითხვები. შეეხება თუ არა დღგ-სგან გათავისუფლების შეღავათი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, კერძოდ კი ფერმერებს. ამასთან დაკავშირებით ნინო ზაბახიძე აცხადებს,  რომ თუ მხოლოდ ინდუსტრიული მწარმოებლებისთვის შეიძლება ეს შეღავათი გავრცელდეს, ფერმერების მხარდაჭერა და ჩართულობა მსგავს კანონპროექტში შეუძლებელია.   



„კანონი არ შეიძლება შეიქმნას ერთი ან ხუთი კომპანიისთვის, მან უნდა იმოქმედოს ყველაზე, რომელიც არის მერძევეობით დაკავებული. 35 მილიონი სახელმწიფოს რომ დააკლდება, უნდა გვითხრან, ამით რამდენი ფერმერი მიიღებს სარგებელს. არ შეიძლება კანონი მიიღონ და მერე დაველოდოთ შედეგს,“ - ამბობს ნინო ზამბახიძე.


საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე რამდენიმე ძირითად გამოწვევაზე ამახვილებს ყურადღებას - ფინანსურ  რესურსებზე ხელმისაწვდომობა, არაკონკურენტუნარიანი გარემო, პროფესიული ცოდნის არარსებობა და თანამედროვე ტექნოლოგიები - ეს ის პრობლემებია, რაშიც  ქართველ ფერმერებს სახელმწიფოსგან დახმარება სჭირდებათ.



დღეს არსებული რეგულაციით დღგ-გან გათავისუფლებულია მხოლოდ 2 ლიტრზე მეტი პირველად საფუთავებში ჩასხმული რძე და საქართველოში წარმოებული ყველი. კანონპროექტის მიხედვით კი, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა და რომელსაც აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა,  ერთიან საგადასახდო რეჟიმში მოექცევა რძე და ნატურალური რძისგან ნაწარმოები რძის პროდუქტები. წინასწარი ინფორმაციით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს წლიურად შესაძლებელია დააკლდეს 35 მლნ ლარი. საკითხი განსახილველად ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა გამოიტანა.




მარიამ მორგოშია






მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება
access_time2019-10-14 20:51:04
ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება. როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ,...

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2019-10-14 18:25:10
ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი იცვლელად გთავაზობთ:“გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით...

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი
access_time2019-10-14 17:36:21
TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს თითქმის ექვსი თევა იკავებს.ტელეკომპანიას მთავრობის საკადრო ცვლილებაზე ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. მიმდინარე წლის აგვისტოში TV პირველი აცხადებდა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდებოდა. ორივე ეს პროგნოზი გამართლდა.ნათია თურნავას მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პანკისში საპოლიციო ძალები...

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა
access_time2019-10-14 16:39:33
კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, - ასე ეხმაურება...

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს
access_time2019-10-14 19:30:25
რა შედეგები აქვს საქართველოს მიწის რეგისტრაციის რეფორმის...


მსგავსი სიახლეები

up