კანდიდატი, რომელიც ხაშურში მეოთხედ იყრის კენჭს, ადგილობრივებს კეთილდღეობას და დასაქმებას პირდება

კანდიდატი, რომელიც ხაშურში მეოთხედ იყრის კენჭს, ადგილობრივებს კეთილდღეობას და დასაქმებას პირდება

access_time2016-08-23 13:24:33

„ხაშურში უკვე მეოთხედ ვიყრი კენჭს. სამჯერ, თქვენთან ერთად, ბრძოლით, გავიმარჯვეთ უსამართლობის წინააღმდეგ. მეოთხედაც ჩვენ, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ქვეყანაში არსებული სამართლიანი არჩევნების პირობებში, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამ ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლებასთან ერთად შევეცდები მაქსიმალურად შევქმნათ სამუშაო ადგილები, რათა ყველა ოჯახში შევიდეს კეთილდღეობა.

 

ხაშურმა უნდა დაიბრუნოს ის ლოჯისტიკური, სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც მას ყოველთვის გააჩნდა და ამით განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინოს ქვეყნის ეკონომიკურ აღმასვლაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ხაშურში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. 


გიორგი კვირიკაშვილმა ხაშურელებს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი წარუდგინა და ქვეყნის განვითარების სამომავლო გეგმა გააცნო.


მისი თქმით, მომავალი ოთხი წელი სწრაფი და ფუნდამენტური ცვლილებების პერიოდი იქნება. 


„ჩვენ არ გვაქვს ნაპრალი მოსახლეობასთან, ჩვენ ისეთივე რიგითი ადამიანები ვართ, როგორც თითოეული თქვენგანი, ამიტომ ჩვენ კარგად ვაფასებთ ყველაფერს, რაც კეთდება ამ ქვეყანაში. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვაპირებთ მომავალი 4 წლის გავლას და სრაფი ნაბიჯებით, მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ცვლილებებით ეკონომიკაში, განათლების სისტემაში, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციით. მომავალი 4 წლის განმავლობაში 5 მილიარდ დოლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს დამატებით, ვიდრე დღეს ხმარდება ინფრასტრუქტურას. ჩვენ ამას გავაკეთებთ, ეს არის შესაძლებელი და ამის კონკრეტული გეგმა გაგვაჩნია. არჩევნების მეორე დღიდანვე ჩვენ დავიწყებთ ამ გეგმის განხორციელებას,“ - აღნიშნა პრემიერმა.


პარტიის თავმჯდომარემ წინასაარჩევნო პროცესის თავისუფალ და ღია გარემოში მიმდინარეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი პრიორიტეტი მოქალაქეების ღირსება და თავისუფლებაა. 


„თქვენ ძალიან კარგად იცით, რაც ხდებოდა ხაშურში 2012 წელს. ბატონმა ვალერი გელაშვილმა საკუთარ თავზე იწვნია უსამართლობა, სახელმწიფო აპარატის წნეხი და ფიზიკური გადაგურების საფრთხის წინაშეც იდგა. მან ძალიან კარგად იცის, რა არის ადამიანის ღირსება და ვაჟკაცობა და სწორედ ის კაცია, რომელიც ვაჟკაცურად დაუდგა იმ უსამართლობას, რასაც ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 


გიორგი კვირიკაშვილმა ხაშურელებს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოების კონსოლიდაციით, 4 წლის თავზე თვისობრივად ახალ ქვეყანას მივიღებთ. 


თავის მხრივ, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისა და მისი კანდიდატურის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა.


„ხაშურში უკვე მეოთხედ ვიყრი კენჭს. სამჯერ, თქვენთან ერთად, ბრძოლით, გავიმარჯვეთ უსამართლობის წინააღმდეგ. მეოთხედაც ჩვენ, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ქვეყანაში არსებული სამართლიანი არჩევნების პირობებში, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამ ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლებასთან ერთად შევეცდები მაქსიმალურად შევქმნათ სამუშაო ადგილები, რათა ყველა ოჯახში შევიდეს კეთილდღეობა. ყველას უღრმეს მადლობას გიხდით აქ მობრძანებისთვის. ჩვენ 8 ოქტომბერს გამარჯვებას ვიზეიმებთ“,- განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

 



4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-04 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან მე-7 თვესაც არ დაწყებულა სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „რკინიგზელი“, სანატორიუმი „მედეა“, ჯამში სახელმწიფოს...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...

რა შეზღუდვა რჩება და რა იხსნება 8 ივნისიდან

რა შეზღუდვა რჩება და რა იხსნება 8 ივნისიდან
access_time2020-06-04 21:00:36
8 ივნისიდან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ერთი ნაწილი იხსნება, თუმცა კვლავ რჩება სავალდებულო ხასიათის შესასრულებელი მოთხოვნები. შეზღუდვები, რომლებიც იხსნება: მიმოსვლა შესაძლებელი ხდება...


მსგავსი სიახლეები

up